Home რუბრიკები პოლიტიკა “სააკაშვილის კომპლექსი” და კობახიძის კაზუსი

“სააკაშვილის კომპლექსი” და კობახიძის კაზუსი

1774
ირაკლი კობახიძე

ქართულმა ოცნებამთავისი რიგებიდან დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გარიცხა. ამ ინციდენტმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა და მმართველ პარტიაში შექმნილი მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა მოგვცა.

კონფლიქტს ხანგრძლივი პრეისტორია აქვს. ჭიჭინაძემ თანაპარტიელები, უპირველესად კი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ადრე არაერთგზის გააკრიტიკა. ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება ფრაქციაში აპრილში მოხდა, როდესაც გედევან ფოფხაძემ პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ოპოზიციის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას. მაშინ დავით ჭიჭინაძე ერთ-ერთი აქტიური “მეამბოხე” გახლდათ. მან გააკეთა რამდენიმე განცხადება “ფოლის ზღვარზე” პარლამენტის თავმჯდომარესა და მის გარემოცვაზე.

დაპირისპირების ბოლო რაუნდი 16 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ რაც ტყიბულში მორიგი ტრაგედია მოხდა _ 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა. იმ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ძველმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შესაბამისი ზომების მიღების საშუალება არ მისცა. დავით ჭიჭინაძე ამ რეპლიკას ასე გამოეხმაურა: “როდესაც ვაფასებ ამ ახალგაზრდა გუნდს, კომკავშირელებს რომ ვეძახი, ტყუილად არ ვეძახი, კომუნისტური პარტიის ყრილობების სხვადასხვა მოვლენას მახსენებენ, როდესაც ვიღაცას გაკიცხავდნენ, მერე გადაყენებულ ადამიანს ფეხებით რომ შედგებოდნენ”. ბევრი მედიასაშუალება ამ ციტატით შემოიფარგლა, თუმცა გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად გამართული იყო, უფრო მძიმე შეფასებას შეიცავდა: “კომპრომისზე შეიძლება წახვიდე ორი ადამიანი, როდესაც ერთმანეთში რაღაცაზე რიგდებით, მაგრამ ორი ადამიანი გარიგდე, რომ აქ ათობით ადამიანი დაიხოცოს, და მერე გამოხვიდე და ეს აღიარო, მე ასეთ კომპრომისზე არ წავსულვარ. რას ნიშნავს კომპრომისი სხვების სიცოცხლის ხარჯზე, ჩემთვის გაუგებარია”.

18 ივლისს “ქართული ოცნების” სამდივნომ, რომლის შემადგენლობაში შედიან კახა კალაძე (გენერალური მდივანი), ირაკლი კობახიძე (აღმასრულებელი მდივანი), გიორგი ვოლსკი (პოლიტიკური მდივანი), თამარ ჩუგოშვილი (საერთაშორისო მდივანი) და დიმიტრი სამხარაძე (რეგიონული მდივანი), დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. სამდივნომ ჩათვალა, რომ “ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლებითაც შეურაცხყო პოლიტიკური გუნდის წევრები და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები”. მისი მოქმედება შეფასდა, როგორცთანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება”.

“ქართული ოცნების” წესდება (მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი) ორი სახის დისციპლინურ ზომას ითვალისწინებს: წერილობით გაფრთხილებას და პარტიიდან გარიცხვას. სამდივნო მოიქცა იმ მსაჯივით, რომელმაც ფეხბურთელს, ყვითლის ნაცვლად, წითელი ბარათი უჩვენა. წესდება მოითხოვს, რომ სამდივნოს გადაწყვეტილება გარიცხვის თაობაზე წერილობით დასაბუთდეს, თუმცა იმ ტექსტს, რომელიც სამდივნომ გამოაქვეყნა, ძნელია, დასაბუთება ეწოდოს _ ის ძალიან მოკლე და ზოგადია. რაც მთავარია, მასში არ არის მითითებული წესდების კონკრეტული მუხლი და პუნქტი, რომელსაც დაეყრდნო სამდივნო, როდესაც ჭიჭინაძე გარიცხა. გამოქვეყნებული ტექსტის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მან იგულისხმა მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი: “პარტიის წევრი ვალდებულია… თავისი ქმედებით არ დაუშვას პარტიის დისკრედიტაცია”. მიუხედავად იმისა, რომ დასაბუთების შედგენაში თითქოს იურისტები მონაწილეობდნენ, ის აშკარად არასრულყოფილია. შესაძლოა იმიტომ, რომ დაზუსტება ჭიჭინაძეს შესაძლებლობას მისცემდა, დაახლოებით ასეთი კითხვა დაესვა: მე მოვახდინე პარტიის დისკრედიტაცია თუ კობახიძემ თავისი კომენტარით ტყიბულის ტრაგედიაზე?

საქართველო, იდეაში, საპარლამენტო რესპუბლიკაა და, თუ საპარლამენტო უმრავლესობა საჭიროდ ჩათვლიდა ცვლილებების შეტანას კანონში “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ან “შრომის კოდექსში”, მთავრობა მას ვერ შეაჩერებდა. გიორგი კვირიკაშვილს თითქმის არ ჰქონდა არც ფორმალური, არც არაფორმალური ბერკეტები იმისთვის, რომ დეპუტატებზე ზეწოლა მოეხდინა. სხვა საქმეა, თუსწორი ზომებისარმიღება ოლიგარქიული კაპიტალისა და მმართველი ელიტის გარიგების გამო მოხდა და მასში მონაწილეობდა არა მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილი, არამედ ირაკლი კობახიძეც, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია, განმარტოს _ როგორ, რა ფორმით შეუშალა მას მთავრობამ ხელი და შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების შესაძლებლობა არ მისცა.

1990-იანებში დაიბადა უცნაური თეორია, რომლის თანახმად გარდამავალ პერიოდში საქართველოსთვის ყველაზე ლოგიკური და მართებულია, ფაქტობრივად, ერთპარტიული .. მექსიკური მოდელის გადმოღება. მექსიკაში ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლა და დისკუსია არა პარტიებს შორის, არამედ მმართველიინსტიტუციურრევოლუციური პარტიისშიგნით, ფრაქციებს შორის, მიმდინარეობდა. საქართველოში ყველა მმართველი პარტია იწყებდა აგრესიული ექსპანსიით, კონტროლს ამყარებდა ხელისუფლების ყველა შტოზე, ბიზნესისა და მედიის მნიშვნელოვან ნაწილზე, მაგრამ ამ მდგომარეობას ვერ ინარჩუნებდა და მალევე დეგრადაციისა და დაშლის სტადიაში შედიოდა. ამ პარტიებში, მექსიკური “ანალოგისგან” განსხვავებით, არ არსებობდა ძალთა დაბალანსების სისტემა, შიდაპარტიული დისკუსიის კულტურა და შესაბამისი ფორმები. “მოქალაქეთა კავშირში” დისკუსიამ პირობით “რეფორმატორებსა” და “რეტროგრადებს” შორის მალევე უკონტროლო დაპირისპირების ფორმა მიიღო და, საბოლოო ჯამში, მმართველი პარტია იმსხვერპლა. “ნაციონალური მოძრაობა” თავიდან ცდილობდა, შიგაპარტიული დემოკრატიის ილუზია შეექმნა, თუმცა რეალურად განსხვავებული აზრის საჯარო გამოთქმა აკრძალა. ცხადია, ამის გამო შიდაპარტიული ბრძოლა არ შემწყდარა, მან პათოლოგიური ფორმები მიიღო და სააკაშვილის რეჟიმის განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა (მერაბიშვილი-ახალაიას დაპირისპირება, ბოკერიას ამბიციები და ა.შ.).

“ქართული ოცნების” მიერ განვლილი გზა ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. თავიდან ის (პარტიაც და კოალიციაც) ჩამოყალიბდა, როგორც ერთიანი ფრონტი ძველი რეჟიმის წინააღმდეგ. რიგ საკითხებზე აზრთა მნიშვნელოვანი სხვაობა გამოიხატებოდა და ბიძინა ივანიშვილი იძულებული იყო, არბიტრის როლი შეესრულებინა. მაშინ არავის მოუვიდოდა აზრად იმის თქმა, რომ კოალიციაში შემავალ ლიბერალებსა და კონსერვატორებს ყველა პრობლემის მიმართ ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდესო. კოალიციის დაშლის პარალელურად, პარტიაქართულ ოცნებაშიიერარქიული ვერტიკალისჩაბეტონებადაიწყო. 2016 წლის არჩევნების შემდეგ თანდათან გაიზარდა ახალგაზრდა დეპუტატების ჯგუფის (კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე და ..) როლი ფრაქციისა და პარტიის მართვაში. 2018 წლის აპრილში, ფოფხაძესთან დაკავშირებული კონფლიქტისას, კობახიძემ დეპუტატებს თითი დაუქნია, როდესაც დისციპლინაზე ალაპარაკდა; ისიც კი თქვა, რომ დეპუტატებისთვისგაიწერება კონკრეტული წესები და ამ წესების მიმართ გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიცო”. მსგავსი რეპლიკა 2012-16 წლების პარლამენტში (და, ალბათ, პარტიაშიც) ძნელი წარმოსადგენი იყო.

ამ ვითარების შედარება 1999-2003 წლების გამოცდილებასთან რთულია, რადგან იმჟამინდელ “ახალგაზრდა რეფორმატორებს”, ხელისუფლების სათავეში მოსვლის სურვილის გარდა, გარკვეული იდეებიც ჰქონდათ _ შესაძლოა, არასწორი და არაადამიანურიც კი, თუმცა ისინი სავსებით გულწრფელად მიიჩნევდნენ, რომ “განვითარების დიქტატურა” სწრაფი მოდერნიზაციის საუკეთესო საშუალებაა (ისტორიამ აჩვენა, რომ ისინი ცდებოდნენ). ირაკლი კობახიძისა და მასთან დაახლოებული ჯგუფის მოქმედების უკან რაიმე მწყობრი კონცეფციის აღმოჩენა ძალზე რთულია. აპრილსა და ივლისში განვითარებული კონფლიქტებისას პარლამენტის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ცდილობდა, ფარული გარიგების თემა გადაეფარა ჯერ “ევროპულ საქართველოსთან” ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის თაობაზე, შემდეგ _ კვირიკაშვილთან და მის ზურგს უკან მდგომ ოლიგარქებთან (შრომის უსაფრთხოების პრობლემა).

კვირიკაშვილის გადადგომის (რეალურად ეს გადაყენება იყო), ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარების შემდეგ მმართველ პარტიაში, განსაკუთრებით კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, დასაქმებულთა შორის დაბნეულობა სუფევს, რომელიც დროდადრო პანიკაში გადადის. ეს თითქმის იდეალური მომენტია იმისთვის, რომ სახელისუფლო ძალის შიგნით შიშზე დამყარებული დისციპლინა დამკვიდრდეს. ასეთი მომენტები ხანდახან ჰქონდა სააკაშვილსაც, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წუთამდე ვერ გააცნობიერა, რომ არ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რის გაკეთების შესაძლებლობაც აქვს.

“პოლიტიკა, როგორც თვითდამკვიდრების მძევალი” მარადიული თემაა და ის, სააკაშვილის მარცხის მიუხედავად, ისევ აქტუალურია. სოციალურ ქსელებში ირაკლი კობახიძე ერთერთი მთავარი ანტიგმირია, მას ხშირად მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც კი დასცინიან თუნდაც ივანიშვილის მიმართ უსიტყვო მორჩილებისთვის. მას ძველი რეჟიმის წინააღმდეგ რეალურად არ უბრძოლია, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კი საკუთარი პარტია ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ თავის მართლება და იმის მტკიცება მოუხდა, რომ დიქტატურის დამყარება არ სურს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პოლიტიკაში მოსვლის დღიდან კობახიძეს თუნდაც ერთი დასამახსოვრებელი ფრაზა არ უთქვამს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამდებობა გაცილებით მაღალია, ვიდრე პატივისცემა, რომელსაც საზოგადოება ფიგურანტის მიმართ გამოხატავს. სავარაუდოდ, აქედან მოდის თვითდამკვიდრების, საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების სურვილი, შურისძიების წყურვილი მათ მიმართ, ვინც ამ ამბიციებს ღიმილით უყურებს. საბოლოო ჯამში, ესსააკაშვილის კომპლექსიადა მომავალში ის შეიძლება გაცილებით სახიფათო ფორმით გამოვლინდეს, ვიდრე გასულ კვირას ირაკლი კობახიძის მიერქართული ოცნებიდანდავით ჭიჭინაძის გარიცხვა იყო.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here