კიევში, სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად „ალფას“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც დავით საყვარელიძე წერს, სასტუმროსთან სპეცრაზმი „პოროშენკომ გააგზავნა“.
საყვარელიძე სააკაშვილის მხარდამჭერებს სასტუმროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.