Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსული ვაქცინა ევროპის კიდევ ერთხელ გადასარჩენად

რუსული ვაქცინა ევროპის კიდევ ერთხელ გადასარჩენად

რუსული ვაქცინა ევროპის კიდევ ერთხელ გადასარჩენად

ევროკავშირმა დაიწყო კაპიტულაციის პროცესი რუსული ვაქცინასპუტნიკ V”-ის წინაშე. ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომლებიც რუსულ ვაქცინას სულ ცოტა ხნის წინათარასაიმედოს”, “სახიფათოსადაპოლიტიზებულსუწოდებდნენ, ახლასპუტნიკ V”-ის ვაქცინაციისთვის ვარგისიანობის აღიარების პროცედურებს ახორციელებენ. ამ მხრივ კიდევ უფრო აქტიურია ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელი.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა განაცხადა, რომ პრეპარატების ევროპულმა სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის სარეგისტრაციო დოსიეს (rolling review) თანმიმდევრული ექსპერტიზა დაიწყო.

ბიუროკრატები კლავენ

სერტიფიკაცია სწრაფად უნდა ჩატარდეს _ ევროკავშირს ხომ კატასტროფულად არ ჰყოფნის ვაქცინა?! შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირში რეგისტრირებულია 3 ვაქცინა _ მოდერნა”, “ფაიზერიდაასტრაზენეკა”. პირველი თითქმის მთლიანად ხმარდება აშშ-ის მოსახლეობის ვაქცინაციას, “ფაიზერმა” და “ასტრაზენეკამ” კი განაცხადეს, რომ ევროპას კონტრაქტით გათვალისწინებულ მოცულობას ვერ მიაწვდიან. ევროკავშირის მიერ შეკვეთილი 2,6 მლრდ დოზიდან მიწოდებულია მხოლოდ 51,5 მლნ. ჩანს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

ყველაფრის მიუხედავად, ევრობიუროკრატები არ ჩქარობენ. თვით სერტიფიკაციის პროცესი იანვრიდან მიმდინარეობს (როცა რუსეთმა შესაბამისი დოკუმენტები შეიტანა EMA-ში). ევროკავშირის პრეზიდენტ ურსულა ფინ დერ ლაიენის თქმით, EMA-ს თანამშრომლებმა რუსული ვაქცინის ყველა მონაცემი დაწვრილებით უნდა შეამოწმონ და გააანალიზონ, ისევე, როგორც ეს სხვა ვაქცინის მიმართ გააკეთეს. მთლიანობაში, ამ პროცედურას შეიძლება დასჭირდეს 2-დან 4 თვემდე. “ამასთანავე, _ ამბობს ფრაუ ფონ დერ ლაიენი, _ ევროპას სურს, თავისი სპეციალისტების მეშვეობით ჩაატაროს იმ ქარხნების შემოწმება, რომლებიც აწარმოებენ რუსულ ვაქცინას”.

რა არის ზოგიერთი ევროპელისთვის სასიკვდილო დაყოვნების მიზეზი? უწინარესად _ ბიზნესი.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერენ, რომ უცხოური ვაქცინის შემოტანის დაყოვნების გამო საფრთხე ექმნება ევროკავშირის გეგმებს “კორონავირუსის პასპორტების” გაცემის შესახებ. თუ ევროკავშირის მილიონობით მოქალაქე გაიკეთებს რუსულ ან, მაგალითად, ჩინურ ვაქცინას, მაშინ მათაც უნდა მისცენ ასეთი პასპორტი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი უნდა გამოეთხოვოს დასავლური ვაქცინებით სხვა ქვეყნების მოქალაქეების იძულებით აცრის წყალობით თავიანთი კომპანიების გამდიდრების გეგმას.

რუსული ვაქცინა ევროპის კიდევ ერთხელ გადასარჩენად

პოლიტიკა

სერტიფიკაციის დაყოვნების კიდევ ერთი მიზეზი არის პოლიტიკა. იგივე ურსულა ფონ დერ ლაიენი არ არის მზად, აღიაროს, რომ რუსმა მეცნიერებმა შეძლეს ეფექტიანი ვაქცინის დამზადება, თანაც დასავლურ კომპანიებზე სწრაფად. “ჩვენთვის საინტერესოა, რატომ გვთავაზობს რუსეთი ვაქცინის მილიონობით დოზას, როცა თავისი მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ არ დაუსრულებია”, _ ამბობს ფრაუ ურსულა. თუმცა მას ეს საკითხი სერიოზულად რომ აინტერესებდეს, რჩევას პროფესიონალებს დაეკითხებოდა. ისინი კი აუხსნიდნენ, რომ რუსეთში ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე მიზეზის გამო მიმდინარეობს ნელა. მათგან ერთერთია ვაქცინის გაკეთების სურვილის უქონლობა, რომლის მიზეზიც, თავის მხრივ, სხვადასხვაა: საერთო უნდობლობა ვაქცინების მიმართ, აგრეთვე, შიშის უქონლობა კორონავირუსის მიმართ _ აშშისა და ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში არ არის სიკვდილის შემთხვევების დიდი რაოდენობა და არც ძალიან მკაცრი კარანტინი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 50%-ს ეშინია კორონავირუსით ინფიცირების. ბოლოს, ეს არჩევანის უფლებაცაა. რუსეთის მოსახლეობის ნაწილს არ სურს, აიცრას “სპუტნიკ V”-ით იმიტომ, რომ 1-2 თვის შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება სხვა ვაქცინა _ ჩუმაკოვის სახელობის ინსტიტუტის მიერ დამზადებული (პირობითად _ ვაქცინის კლასიკური ტიპი). მას ელოდებიან ინფორმირებული მოქალაქეები, ექიმები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

ევროპას კი არჩევანის ფუფუნება არ აქვს. ევროპელები უნდა დაელოდონ, როდის მიიღებენ იაფფასიან და საეჭვო “ასტრაზენეკას” (ის ითვლება ყველაზე ცუდ ვაქცინად დასავლურ ვაქცინებს შორის) ან “ფაიზერს”, რომლის უამრავ თანამდევ უარყოფით მოვლენას დასავლური მასმედიაც კი ვერ მალავს, ან იმედი იქონიოს, რომ მთავრობა შეისყიდის რუსულ ვაქცინას.

დეზერტირები

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასე ვთქვათ, დეზერტირობით არიან დაკავებულები. ისინი ხედავენ ევროპული ბიუროკრატების პასიურობას და ცდილობენ, პირდაპირი კავშირით შეისყიდონ რუსეთისგან ვაქცინები. ამისთვის ევროკავშირის კანონმდებლობაში არსებულ ხვრელს იყენებენ.

საერთოევროპული დისციპლინა პირველმა დაარღვია უნგრეთმა, რომელიც რუსეთს ვაქცინის შესყიდვაზე შეუთანხმდა. ვაქცინის რეგისტრაცია დაიწყო სლოვაკეთმა. სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა იგორ მატოვიჩმა იხუმრა კიდეც, _ მზად ვარ, მოსკოვს “სპუტნიკ V”-ში უკრაინის ამიერკარპატები გავუცვალოო. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მოსკოვში დარეკა “ავსტრიისთვის ვაქცინის მიწოდებისა” და “ავსტრიაში ვაქცინის დამამზადებელი ერთობლივი საწარმოს აშენების შესახებ”. ჩეხეთის პრემიერმა ანჯეი ბაბიჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, EMA-ს თანხმობის გარეშე რუსული ვაქცინის სერტიფიკაცია ჩეხეთის ანალოგიურმა სააგენტომ ჩაატაროს.

ევროდეზერტირების სიაში ჩაეწერა ხორვატიაც, რომელმაც რუსეთიდან “სპუტნიკ V”-ის დოკუმენტაცია გამოითხოვა. “ეს არ შეაფასოთ ევროპული პროცედურებიდან გადახვევის მცდელობად. ეს მიდგომა არ ეწინააღმდეგება ევროპულ წესებს. ჩვენ, უბრალოდ, გვჭირდება ადრინდელ ცხოვრებაში დაბრუნება”, _ განაცხადა ხორვატიის ჯანდაცვის მინისტრმა ვილი ბეროშმა.

როგორც ჩანს, ამ სიას კიდევ დაემატება ევროპული სახელმწიფოები, თანაც _ არაერთი.

და კვლავ გადასარჩენად

დასავლელი პროპაგანდისტები განგაშს ტეხენ _ მათი გაგებით, “ვაქცინური დიპლომატია” მოსკოვს ეხმარება ევროპაში “გათიშე და იბატონეს” პოლიტიკის გატარებაში.

ამერიკული ტელეკომპანია CNBCის აზრით, იმ მომენტში, როცა ევროკავშირი ძალისხმევას არ იშურებს გაერთიანების წევრი 27 ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსაპოვებლად, რუსული ვაქცინა აღმოსავლეთ ევროპაში შედის და ევროპაში კიდევ ერთ პოტენციურ განხეთქილებას ქმნის, მაგრამ საქმე მხოლოდ განხეთქილებაში არ არის _ “სპუტნიკ V” რუსეთის ეფექტიანრბილ ძალადიქცა. გამოდის, რომ ევროკავშირის პოლიტიკური იმპოტენციისა და ამერიკული კომპანიების უუნარობის ფონზე, ევროპის მოქალაქეებს გადაარჩენს რუსეთი, ის რუსეთი, რომელსაც, დასავლურ მასმედიას თუ დავუჯერებთ, ევროპის დაპყრობა დანოვიჩოკითბრიტანელების მოწამვლა სურს.

რა თქმა უნდა, დასავლურ პროპაგანდისტებს რაღაც უნდა მოეფიქრებინათ ამ რუსული “რბილი ძალის” წინააღმდეგ, მაგრამ მათ შეუძლიათ, გაიხსენონ ისტორია. XIX და XX საუკუნეებში რუსეთმა, სულ ცოტა, ოთხჯერ გადაარჩინა ევროპა _ ნაპოლეონისგან, ბისმარკის მტაცებლური ამბიციებისგან 1875 წელს, შემდეგ I და II მსოფლიო ომში მონაწილეობით. დღეს ეს არც ისე ბევრ ევროპელს ახსოვს, მაგრამ არის იმედი, რომ “სპუტნიკ V” მეხსიერებას დაუბრუნებს ევროპის მცხოვრებლებს და ეს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელებმა უფრო ადრე გააცნობიერეს, ვიდრე ბრიუსელელმა მაღალჩინოსნებმა.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here