Home რუბრიკები პოლიტიკა რუსული დათვი კუთხეშია მიმწყვდეული, კონტრშეტევისთვის ემზადება და ვაი მას, ვისაც დატორავს

რუსული დათვი კუთხეშია მიმწყვდეული, კონტრშეტევისთვის ემზადება და ვაი მას, ვისაც დატორავს

1058
რუსული დათვი კუთხეშია მიმწყვდეული, კონტრშეტევისთვის ემზადება და ვაი მას, ვისაც დატორავს

რეზიუმე ამა თუ იმ სტატიის მოკლე შინაარსს, დასკვნის გამოტანას, მთავარი თემის ხაზგასმას ნიშნავს და სწორედ ამიტომ ამას, როგორც წესი, წერილის ბოლოს აკეთებენ ხოლმე ავტორები. აღნიშნულწესსთუწესრიგსუდისციპლინო მოსწავლესავით დავარღვევ წინამდებარე წერილში და ეპილოგად სათქმელს მოკლე პროლოგად გამოვიყენებ. შემდეგ კი შევუდგები უკვე მომხდარის, სამომავალო და სავარაუდო მოვლენების ანალიზს.

მაშ ასე, წინამდებარე წერილის პროლოგში, რომელიც, ზემოაღნიშნული წესით, ეპილოგი უნდა ყოფილიყო, ვაპირებ, შევაფასო ჯერ მიხეილ გორბაჩოვის მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად სსრკ-ის დაშლისა და შემდეგ ასევე მოღალატე ბორის ელცინის მიერ სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის დაუძლურება-გაძარცვით მსოფლიო გეოპოლიტიკაში ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის რამდენიმე ნაწილად დაშლას ისახავდა მიზნად. და რომ არა პოლიტიკურ ასპარეზზე ვლადიმერ პუტინის დროული გამოჩენა (რაც, დარწმუნებული ვარ, უფლის ნების გარეშე ვერ მოხდებოდა), დასავლეთის ნეოლიბერალურ “დემოკრატიას” (წაიკითხე, აშშ) დასახული ამოცანა უკვე კარგა ხნის შესრულებული ექნებოდა. დაჩოქილი რუსეთის სასწაულებრივი წამოდგომა, ძველი სამხედრო ძლიერების (გნებავთ, ძლევამოსილების) აღდგენა ისტორიაში პიროვნების როლის მნიშვნელობის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია.

წინამდებარე წერილის ეპილოგ-პროლოგი შეპირებულზე გრძელი გამომივიდა, ამიტომ მოკლედ დავასრულებ _ სირია იქნება ეს, უკრაინა, ბელარუსი თუ აგერ, მთიან ყარაბაღში გაჩაღებული ომი _ ყველაფერი ერთად თუ ცალ-ცალკე რუსეთის წინააღმდეგ ომია. უფრო შორსაც წავალ _ 30 წელიწადია, მთელი .. ლიბერალური მსოფლიო ებრძვის მართლმადიდებელ რუსეთს, რომელიც ანტიქრისტეს მეფობის ჟამს ნამდვილად მესამე რომია. ეს სულაც არ არის გადაჭარბებით ნათქვამი, რადგან ანტიქრისტეს მეფობა არ ნიშნავს აუცილებლად ჩლიქებიანრქებიანი არსების ცხადში დანახვას. ანტიქრისტეს მეფობაა ლგბტ თემის აღლუმები, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებები და სხვა მრავალი გარყვნილება, რომლებსაც გვთავაზობსგანათლებულიდასავლეთი _ “პროგრესულღირებულებაფასეულობებს, რომელთა მიღება ვერაფრით აიძულესველურრუსეთს (და ჯერჯერობით ჩვენც). იმ უბედურების ანალიზისას, რომელსაც მთიან ყარაბაღში სრულმასშტაბიანი ომი ჰქვია, რუსი პოლიტოლოგები, გასაგები მიზეზების გამო, მტყუან-მართალს კი არ ეძებენ, არამედ იმის დადგენას ცდილობენ, როგორ და რატომ დაიწყო ეს კონფლიქტი და ამ ძებნას ზემონახსენებ გორბაჩოვ-ელცინის აშკარა ღალატამდე მივყავართ.

რუსეთის ორივე იმპერიის (მეფის რუსეთის, რომელსაც ლენინმა ხალხთა საპყრობილე უწოდა, და ბოლშევიკების წითელი) არსებობისას ერთაშორისი კონფლიქტები, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო, რადგან ორივე მრავალეროვნული იმპერია მსგავს მცდელობას ჩანასახშივე სასტიკი მეთოდებით სპობდა და, მიხეილ გორბაჩოვსაც ანალოგიური რამ რომ გაეკეთებინა, მთიან ყარაბაღში დღეს ომი არ იქნებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება იწყებოდა, მოღალატე გორბაჩოვს ამისთვის არ ეცალა, რადგან ე.წ. პერესტროიკის კამუფლაჟით სსრკ-ის დანგრევა-გაყიდვით იყო დაკავებული, თუმცა გაყიდვაც არის და გაყიდვაც… ამას წინათ ბერლინის კედლის დანგრევისა და ორი გერმანიის გაერთიანების 30 წლისთავი იზეიმა დასავლეთმა. გორბაჩოვმა გერმანიის გაერთიანების საფასურად 15 მილიარდი მარკა მოითხოვა და, როგორც იმჟამინდელი ბუნდესკანცლერი მოგონებებში წერს, როდესაც ეს თანხა დაგვისახელეს, ყურებს არ დავუჯერე, რადგან 100 მილიარდის და კიდევ უფრო მეტის გადახდისთვისაც მზად ვიყავითოგორბაჩოვის დაწყებული საქმე დააგვირგვინა მეორე მოღალატემ _ ბორის ელცინმა, რომელიც სიტყვაზე ენდო დასავლეთს (წაიკითხე, აშშ-ს), რომ ნატო ერთი დუიმითაც არ მიუახლოვდებოდა რუსეთის საზღვრებს და გალეშილმა რუსეთის პრეზიდენტმა ცეკვათამაშით, სულ რაღაც, 2 მილიარდად აღმოსავლეთ გერმანიიდან, მათ შორის გერმანიის დედაქალაქ ბერლინიდან, გაიყვანა ბირთვული იარაღით აღჭურვილი უძლიერესი სამხედრო ბაზები. იმ ბერლინიდან, რომელიც გენიოსი სტალინის სარდლობით ჩვენმა მამაპაპებმა 1945 წლის 9 მაისს ზღვა სისხლის ფასად აიღეს და მას შემდეგ სსრკ ევროპის შუაგულიდან კონტინენტს აკონტროლებდა. ხოლო როგორც შეასრულა ძია სემმა დაპირება, ვხედავთ _ მთელი აღმოსავლეთი ევროპა შეიყვანეს ნატოში და სწორედ ამან ათქმევინა ვლადიმერ პუტინს: ბერლინის კედელი კი არ დაინგრა, არამედ რუსეთის საზღვრებთან გადმოიწიაო…

რა გეოპოლიტიკური ვითარებაა ამჟამად რუსეთის საზღვრებთან?

დონბას-ლუგანსკში ომია; ბელარუსში _ სამოქალაქო ომის რეალური საფრთხე; ლანძღვა-გინება ისმის აწ უკვე ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან; ერთადერთი ამიერკავკასიაში იყო შედარებით სტაბილური ვითარება და ნატოს წევრმა თურქეთმა ბაქოს მეშვეობით ამიერკავკასიაშიც ააგიზგიზა ცეცხლის ალი. რა თამაშები მიმდინარეობს გეოპოლიტიკურ კულისებში, ძნელი სათქმელია. იმაში კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თურქეთის ამჟამინდელი თავხედობა ადრინდელის გაგრძელებაა, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საჯაროდ განაცხადა: თურქეთის საბოლოო მიზანი .. დიდი თურანის, ბათუმიდან სარაევომდე იმპერიის აღდგენაა, რასაც ტანკების გარეშე გავაკეთებთო იქიდან გამომდინარე, რომ აჭარა ჩვენს “მეგობარ” თურქეთს პოლიტიკურ-ეკონომიკურად თითქმის უკვე ათვისებული აქვს, თურქეთის ამიერკავკასიაში აქტიურობა შეიძლება ჩავუშოღლუს მიერ გახმაურებული გეგმისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი არ დაუშვებს ნატოში საქართველოს გაწევრებას, რადგან ეს, უკრაინასა და ბელარუსში ვითარების გათვალისწინებით, რუსეთის სრულ ალყაში მოქცევას ნიშნავს. მის ერთადერთ მოკავშირედ სომხეთიღა რჩება და, არ არის გამორიცხული, რუსეთმა ნეიტრალური განცხადებები შეცვალოს და საქმეზე გადავიდეს, რადგან, დიდი ალბათობით, შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს _ ბაქო ან ერევანი. და, იქიდან გამომდინარე, როგორი იქნება რუსეთის არჩევანი, ამთავითვე ცნობილია, რომ ეს რუსეთთურქეთს შორის სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს.

ახლა კი გავიხსენოთ ისტორია: XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან ისტორიამ რუსეთსა და თურქეთს შორის 11 ომი იცის, რომელთაგან, სამის გარდა, ყველა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს ომები ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რა სარგებელი ნახა საქართველომ ამ ომებიდან. ათვლა 1768-1774 წლების რუსეთოსმალეთის ომიდან იწყება და ყველა შემდგომ ომს მოიცავს.…ამ ომში საქართველოც ჩაება ირიბად: ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონ I. ერეკლე II-მ სამცხე-ჯავახეთის დაბრუნების განზრახვა ამოიჭრა გულში, ხოლო სოლომონ I-ს აჭარისა და თურქთაგან მიტაცებული სხვა მიწების დაბრუნების იმედი გაუჩნდა. საბოლოოდ, ორივე ქართველი მეფე ნაწილობრივ იმედგაცრუებული დარჩა რუსი გენერლის, ტოტლებენის, მუხანათური ღალატის გამო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერეკლეს სამხედრო ნიჭმა ასპინძის ბრძოლაში ტრიუმფალური გამარჯვება მოუტანა საქართველოს, რომელმაც დიდი ხნით დაუკარგა თურქებს ახალციხის საფაშოდან ქართლში თარეშის სურვილი. ქუჩუკკაინარჯის ზავის 23- მუხლი კი პირდაპირ საქართველოს ეხებოდა: ოსმალეთისაზეიმოდაცხადებდა, რომ იგი ამიერიდანსამუდამოდიღებდა ხელს ხარკის მოთხოვნაზე იმერეთისგან და საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროებაზე, თუმცა ზავი ხანმოკლე აღმოჩნდა. ოსმალეთმა 1787-1791 წლების ომში რევანშის აღება სცადა, მაგრამ ამჯერადაც სასტიკი მარცხი იწვნია _ იასის საზავო ხელშეკრულების პირობებით რუსეთმა სამუდამოდ დაისაკუთრა ყირიმი, ტამანის ნახევარკუნძული, ყუბანი და .. ამასთანავე, თურქეთმა აღიარა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის პროტექტორატი საქართველოზე და ივალდებულა, რომ მის მიმართ არავითარ მტრულ მოქმედებებს არ განახორციელებდა. რუსეთის იმპერიაში საქართველოს შესვლის შემდეგ კი ქართველები ერთმორწმუნე რუსებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ ჯერ 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, რომელიც ბუქარესტის ზავით დასრულდა და რომლის მიხედვითაც თურქეთმა აღიარა დასავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლა. შემდეგ 1828-29 წლების ომმა ახალციხე დაგვიბრუნა, ხოლო 1877-78 წლების ომის შედეგად აჭარა დაუბრუნდა დედასაქართველოს. ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის მეგობრობა პრინციპულად გამორიცხულია, რადგან ეს ქვეყნები ისტორიულად მტრები არიან. იქნება ჩვენმა ხელისუფლებამ ახლა მაინც გააკეთოს სწორი არჩევანი, მაგრამ არა! როგორც დიდი დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი იტყოდა, “კუდი ძაღლისა არა განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს” (“ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა”), ისევ “ნატო-ნატოს” ბღავილში ათენ-აღამებენ ქოცები და ნაცები.

არადა, რუსული დათვი კუთხეშია მიმწყვდეული, მკვეთრ განცხადებებს ჯერჯერობით არ აკეთებს, მაგრამ ჩანს, რომ კონტრშეტევისთვის ემზადება და ვაი მას, ვისაც დატორავს.

დავით მხეიძე

P.S. 5 ოქტომბერს დაპირისპირების კიდევ ერთი ხანძარი აგიზგიზდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე _ ამჯერად ყირგიზეთში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here