Home რუბრიკები საზოგადოება რუსუდან ჩიკვილაძე: სტალინს მხოლოდ დეგენერატები ლანძღავენ

რუსუდან ჩიკვილაძე: სტალინს მხოლოდ დეგენერატები ლანძღავენ

2646
სტალინი

სტალინი ან ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ, თუმცა მოძულეებმაც კი იციან, რომ ის უაღრესად ნიჭიერი და განათლებული პიროვნება იყომიუხედავად იმისა, რომ, უკვე წლებია, ცდილობენ, სტალინის სახელს ჩირქი მოსცხონ, მისი პიროვნების თაყვანისმცემელთა რაოდენობა არ იკლებს. საქართველოს უამრავი ტურისტი სტუმრობს და მათგან ბევრი სტალინის მშობლიური ქალაქისა და იმ ადგილების მოსანახულებლად ჩამოდის, რომლებიც გარკვეულწილად სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. ავლაბრის არალეგალური სტამბის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ რუსუდან ჩიკვილაძეს ვთხოვეთ, ეამბნა, რას ამბობენ ტურისტები სტალინზე, რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ სტალინის სტამბას და რა იციან მათ დიდი ბელადის შესახებ.

_ იმ პერიოდიდან, როდესაც საქართველომ ვითომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, დაიწყო ჩვენი გაჭირვება. მოსახლეობა შემცირდა, განადგურდა ეკონომიკა, დაეცა განათლების დონე, დაინგრა ქართული ოჯახი _ ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი განმსაზღვრელი.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ, როგორც ბევრს, მეც გამიჩინა იმედი, რომ დანგრეული აღდგებოდა, საქართველო წელში გაიმართებოდა. თვითონ გაჭირვებულმა, ივანიშვილის პარტიას ფული შევწირე… ახლა იუმედოდ ვარ, რაც გვქონდა, ისიც დაანგრიეს, სხვამ რაც დააკლო, ამ ხელისუფლებამ დაამატა. ღირსებააყრილია ჩვენი სამშობლო. გული მწყდება, როდესაც წარსულს ლანძღავენ, ისტორიას აყალბებენ და დიდებულ ადამიანებს ტალახს ესვრიან. სტალინისთვის, როგორც ქართველისთვის, ტალახის სროლა, სამშობლოს ღალატის ტოლფასია. სტალინის დიქტატორად მოხსენიება უწიგნურობის ბრალია. საკუთარ ისტორიას ივიწყებენ გრანტების გამო. სტალინს დეგენერატები ლანძღავენ.

მსოფლიოში არ მოიძებნება პოლიტიკოსი, რომელზეც იმდენი დაიწერა და იწერება, რამდენიც სტალინზე, წერენ ცუდსაც და კარგსაც. რას ვერ მიუტევებენ სტალინს? ვფიქრობ იმას, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში გლობალისტების ნეოიმპერიალისტური მსოფლიო რევოლუცია ჩაშალა, ხოლო შემდეგ ფაშიზმი დაამარცხა, როდესაც გერმანიამ საბჭოთა კავშირის საზღვრები დაარღვია.

თვითონ სტალინი ამბობდა: რადგან გვებრძვიან, ე.ი. ყველაფერს მართებულად ვაკეთებთო. დღეს გამძაფრებულია სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა, დასავლელი .. პარტნიორების დაკვეთით სტალინის მშობლიურ ქალაქში ღამით მალულად აიღეს ბელადის ძეგლი. საბედნიეროდ, ამ ვანდალური ფაქტის შემდეგაც არ დაუკარგავს გორს აქტუალურობა, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ გორს, უამრავი ტურისტი ჩამოდის სტალინის გამო საქართველოში და ამითაც ეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას დიდი ბელადი.

სტალინის რევოლუციური გამოცემები მის მიერვე დაარსებულ ავლაბრის სტამბაში იბეჭდებოდა, სტამბაში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. სტამბა უდიდეს ინტერესს იწვევს ტურისტებში და სტალინის თაყვანისმცემლებში.

სტალინის სტამბაში 2002 წლიდან ვმუშაობ, სტუმარი არასოდეს გვაკლდა, მაგრამ 2013 წლიდან განსაკუთრებით მოიმატა ტურისტების ნაკადმა. სტუმრები თავიანთი სურვილით მოდიან, ინტერნეტში ნახულობენ მისამართს, ზოგი პირდაპირ გორიდან მოდის, რადგან გორის მუზეუმში ავლაბრის სტამბის მაკეტია. სტამბას ხშირად სტუმრობენ უცხო ქვეყნის მეცნიერები, ჟურნალისტები, რეჟისორები, ისტორიკოსები, ბლოგერები. უნდა აღვნიშნო, რომ ტურისტებს შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. გაგაოცებთ მათი ცოდნა ისტორიისა, ბევრმა ქართველ ახალგაზრდებზე უკეთ იცის ჩვენი ქვეყნისა და სტალინის ცხოვრების დეტალები, ისინი პატივს სცემენ მას, როგორც დიდ პოლიტიკოსს.

ერთხელ პირდაპირ აეროპორტიდან მოგვადგა ავსტრალიელი ახალგაზრდა, მელბურნის უნივერსიტეტის სტუდენტი. გვითხრა, რომ ინტერნეტით მოძებნა სტალინის სტამბის ადგილმდებარეობა; გვითხრა, რომ სტალინს პატივს სცემს, რადგან ფაშიზმი დაამარცხა, რომ ის უდიდესი პოლიტიკოსია და მის ბიოგრაფიას ინტერესით ეცნობა. იკითხა, გორამდე რა მანძილიაო და მაშინვე ბელადის მშობლიური ქალაქისკენ გაემართა.

ბრაზილიიდან ჩამოვიდნენ ტურისტები _ ახალგაზრდა სტუდენტები. ერთმა სტამბაში მოსვლის გადაწყვეტილების ამბავი მოგვიყვა: როდესაც მამას ვუთხარი, ჯორჯიაში მივდივარმეთქი, გადაირია: რა გინდა ჯორჯიაში, რა საქმე გაქვსო? ავუხსენი, რომ ჯორჯია პატარა ქვეყანაა და ამა და ამ ადგილას მდებარეობსმეთქი. ამის თქმა იყო და კაცი წამოხტა, სიხარულით დაფრინავდა და მითხრა: ეს სტალინის სამშობლოა, მესხის სამშობლოო (გამოჩენილმა ქართველმა ფეხბურთელმა მიხეილ მესხმა ბრაზილიაში სსრკის ნაკრების შემადგენლობაში 1965 წელს ისე კარგად ითამაშა ცნობილ სტადიონმარაკანაზე” (მატჩი დასრულდა ანგარიშით 2:2) პელესა და გარინჩას დიდი გუნდის წინააღმდეგ, რომ ბრაზილიელ გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა _ . .).”

ორი ამერიკელი მოვიდა, სტამბას ათვალიერებდნენ, როგორც ჩანს, არ იცოდნენ, აქ რა იყო. როდესაც საბეჭდი მანქანა დაინახეს, კინაღამ გაგიჟდნენ, თქვეს, რომ ბრაზილიაში ნახეს უნიკალური საბეჭდი მანქანა, რომელიც კომუნისტებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ის ამასთან ახლოსაც ვერ მოვაო. აღმოჩნდა, რომ კომუნისტური პარტიის მკვლევარები იყვნენ, მსოფლიოში დადიოდნენ და აღიარეს, რომ მსგავსი რამ არსად უნახავთ, რაც აქ, ავლაბრის არალეგალურ სტამბაში, ნახეს.

ერთ დღეს მოხუცი ცოლ-ქმარი მოგვადგა, ისრაელიდან იყვნენ. მოხუცებმა, დიდი ინტერესის მიუხედავად, ჭაში ჩასვლა ვერ მოახერხეს, ვერც ოთახებში შეძლეს ასვლა. ერთი წუთით გავედი, რომ დავბრუნდი, დავინახე, ერთმანეთს ეხვეოდნენ და ტიროდნენ. ვკითხე, რა გატირებთ-მეთქი. კაცი რუსი ებრაელი იყო, ქალი _ პოლონელი. ქალის ნათესავები ჰოლოკოსტის დროს დაუხოცავთ, ძალიან პატარა ობლად დარჩენილა და საბჭოთა კავშირში ჩამოუყვანიათ, ბავშვთა სახლში გაზრდილა, უმაღლესი განათლებაც მიუღია და შემდეგ ოჯახიც შეუქმნია. ტიროდნენ მადლიერების გამო. მამაკაცმა მითხრა, ისრაელში ყოველდღიურად მატულობს სტალინის პატივისმცემელთა რიცხვიო და მართლაც ტურისტებს შორის, ბევრია სტალინის მადლიერი ებრაელი.

გერმანიაში მცხოვრები თურქები მოვიდნენ, ახალგაზრდა ქალმა სტალინის ფოტო ამოიღო ხელჩანთიდან და კოცნიდა, ფოტოს დავხედე, ბელადის ახალგაზრდობის ფოტო იყო, ჯერ კიდევ რევოლუციონერის, ცნობილი ფოტოა, კაშნე აქვს მოხვეული. გამეცინა, ვკითხე: ლაზები ხართ-მეთქი? არა, თურქები ვართ, გერმანიაში ვცხოვრობთო. სტალინმა მთელი მსოფლიო გადაარჩინა ფაშიზმისგან, ამის დავიწყება შეუძლებელია. აქედან დედამისის საფლავზე გვინდა წასვლა და ხომ ვერ მიგვასწავლით, სად არისო.

კანადიდან იყო სტუდენტი გოგო, გვითხრა, რომ ინტერნეტით შეიტყო, სად მდებარეობდა სტალინის არალეგალური სტამბა და სანახავად ჩამოვიდა. გვითხრა, რომ ლექტორმა ლექციაზე უამბო სტალინზე: “ძალიან საინტერესოდ მოგვიყვა ყველაფერი. აგვიხსნა, უდიდესი მთავარსარდალი და პოლიტიკოსი იყოო. მე და ჩემმა მეგობრებმა რუსული ვისწავლეთ სპეციალურად, რომ მის ენაზე გველაპარაკა, მთელი რუსეთი მოვიარეთ, სადაც კი სტალინს ფეხი დაუდგამს, ახლა საქართველოში, მის სამშობლოში, ჩამოვედით”. ცოტა ხნის შემდეგ ამ გოგომ მკითხა: _ რატომ არ გვაქვთ სტალინის ძეგლები, ბუშის ქუჩა რატომ გაქვთ და რეიგანის ძეგლი რატომ გიდგათო?.. რომ მეთქვა, რატომ გვაქვს ამ ადამიანების ძეგლები, და რატომ არ გვაქვს სტალინის ძეგლები ნეტავ, თუ მიხვდებოდა?

ინდოეთიდან იყო ჩამოსული ოჯახი. “ტაქსით” იყვნენ, მძღოლმა დაიჩივლა: გორში ვიყავით, მცხეთა მოვიარეთ, მაგრამ მთელი დღეა, გაიძახიან “ტიპოგრაფიაში” წაგვიყვანეო. ძლივს მოვაგენი აქაურობას, კითხვა-კითხვით მოვედი და მათ საიდან იცოდნენო?! იმავე მძღოლმა მოგვიყვა: “გუშინ გერმანელების ორი ოჯახი მყავდა გორში. სტალინის მუზეუმის შესასვლელთან სტალინის პატარა ბიუსტი დგას, მივიდნენ ეს გერმანელები და კოცნა დაუწყეს. არ მოვრიდებივარ და ვუთხარი, რაც თქვენ სტალინმა ბერლინში დაგმართათ, იმის მერე როგორ კოცნით მის ძეგლს-მეთქი?! გერმანელებმა მიპასუხეს: “ეს რომ არ ყოფილიყო, გერმანელი ერი ვერ გადარჩებოდა. ბერლინში საბჭოთა ჯარები რომ შემოვიდნენ, ჯარისკაცებს ბრძანება ჰქონდათ, რომ დასახლებული პუნქტები არ დაებომბათ, ინგლისელები და ამერიკელები კი დასახლებულ პუნქტებს ბომბავდნენო”.

უკრაინელმა ახალგაზრდა კაცმა გულისტკივილი გამოთქვა: “ლონდონში ჩერჩილის მუზეუმში ვიყავი და იქ თქვეს, მეორე მსოფლიო ომი ამერიკამ და ინგლისმა მოიგოო, საბჭოთა კავშირზე მხოლოდ ორი წინადადება ეწერა. არადა, ბაბუაჩემი იბრძოდა სამამულო ომში და მის წინაშე თავი დამნაშავედ ვიგრძენი”.

სანკტპეტერბურგიდან იყო ჩამოსული ახალგაზრდა ქალი, პეტრე პირველის მუზეუმის მეცნიერი მუშაკი: “მუზეუმში ერთი კუთხე სტალინს ეთმობა, სადაც ამ სტამბის მაკეტია განთავსებული. ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ამ პატარა კუთხის სანახავად მოდის, ყველაზე მეტი სტუმარი სტალინის კუთხეს ჰყავს, ამიტომ სპეციალურად ჩამოვედი არალეგალური სტამბის სანახავად, დილას კი გორში ვიყავი და მისი სახლ-მუზეუმი დავალთვალიერე. ამ ზაფხულს გადამღებ ჯგუფს ჩამოვიყვან”.

ჩინეთიდან ჩამოდის ბევრი ტურისტი. მათ ზუსტად იციან, სად არის ჭა და პირდაპირ მიდიან იმ ადგილამდე. რომ დაინახავენ, ძალიან უხარიათ, ამბობენ, ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოში ხატია ეს ყველაფერიო.

შვეიცარიიდან ოჯახი ჩამოვიდა, მშობლებთან ერთად ორი ბიჭი იყო. დედამ რუსული იცოდა კარგად. უფროს ვაჟს მაისური ეცვა, წინ ნამგალი და ურო ეხატა, უკან კი “კგბ” ეწერა რუსულად. ვკითხე, ამ მაისურის ჩაცმას არ უშლიდნენ მის სამშობლოში, ვუთხარი, რომ ჩვენთან აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკით სიარული-მეთქი. დედამ მიპასუხა: არავინ უშლის, თანაც სპეცსამსახურების ისტორიით არის დაინტერესებული, ყველაზე მეტად “კა-გე-ბე” მოსწონს, ბერიაზეც გიჟდება, _ უძლიერესი სპეცსამსახური იყოო. ეს ბიჭი 18 წლისა იყო. მეეჭვება 18 წლის ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა სპეცსამსახურების შესახებ ბევრი რამ იცოდეს და ბერიას ღვაწლზეც.

სტალინს საკუთარი თავისთვის არაფერი გაუკეთებია, მან დიდი სახელმწიფო ააშენა. საბედნიეროდ, ეს ყველა სტუმარმა იცის. მე კი ერთი სათხოვარი მაქვს ხელისუფლებისთვის: ნუ გადააკეთებენ სტალინის მიერ დაარსებულ ავლაბრის არალეგალურ სტამბას “მეხსიერების მუზეუმად”, ის მაინც გააკეთონ, რომ გორის სახლ-მუზეუმის დაქვემდებარებაში გადაგვიყვანონ!

ჩაიწერა

ეკა ნასყიდაშვილმა

3 COMMENTS

  1. მე ხნის კაცი ვარ, შეიძლება ბევრი არ წამიკითხავს მაგრამ ბევრი გამიგონია, მინახავს, ბაბუაჩემები ორივე და მამაჩემი ყველა სამამულო ომის მონაწილე იყო. სტალინი ცუდი რომ ყოფილიყო за родину за Сталина ას არ იყვირებდნენ ხალხი, სტალინი გენია იყო და მიტომაც არის რომ ვერ იტანს ზოგ ზოგიერთი ნაბიჭვარი, გამოვიდეს ვინმემ და დაგვანახოს რომ სტალინის ერთი ფრჩხილის ფასია…..

  2. კორეის სირბელადის სიკვდილზეც იხოკავდა ლოყებს მთელი ჩრდილო კორეა, მაგრამ ამის გამო გენია იყო კიმ ირ სენი? სტალინის იდეებზე გაზრდილი ტირანი?ატომის ბომბი აქვს, მაგრამ ცხოვრების დონით, საზოგადოების გავითარების დონით სამხრეთ კორეასთან ვერ “მისუნავს”…არ მითხრათ ახლა კიმ ჩენ ირის ჩრდილო კორეა უკეთესია სტალინური ფრენჩები აცვია ყველას მთელ ქვეყანაში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here