Home რუბრიკები საზოგადოება რუსოფობთა თავყრილობა და გნიასი

რუსოფობთა თავყრილობა და გნიასი

247

ახლახან, 23 აგვისტოს, უკრაინის დედაქალაქ კიევში დასავლეთის 40-ზე მეტი ქვეყნის ანტირუსული გნიასი და ისტერიკა ვიხილეთ. დიახ, გნიასი და ყეფა, რუსოფობიური კოლექტიური პროპაგანდისტული ყაყანი, რომელშიც, სამწუხაროდ, საქართველოც მონაწილეობდა; სამწუხაროდ იმიტომ, რომ ასეთი საქციელით ქვეყნის ავტორიტეტს ვაბაიბურებთ და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას უკიდურესად ვართულებთ.

“ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა”, “რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია”, “ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს კოლექტიურ სანქციებს დავუწესებთ” და ა.შ. და ა.შ. _ გაჰყვიროდნენ და ორატორობდნენ კიევში შეკრებილები.

ჩნდება კითხვები: ჯერ ერთი, კიევში შეკრებილებს ყირიმის ისტორიისა ან არაფერი გაეგებოდათ, ან ყველაფერი კარგად იციან და თავს შეგნებულად იბრიყვებდნენ. მეორეც _ თუ რუსეთი აგრესორია, მაშინ აგრესიაძალმომრეობის კლასიკოსებს _ აშშნატოს აგრესიული ბლოკის ვერაგ მესვეურებს _ რაღა ვუწოდოთ? ასეთ შემთხვევაში ცნობილი გამოთქმა _ “ჩემი შენ გითხარი _ გული მოგიკალიო” _ გვახსენდება.

რაც შეეხება სანქციებს, ომის წლებში ლენინგრადის ბლოკადის ხანგრძლივ საშინელებათა გამძლე-გადამტან ხალხს სანქციები შეაშინებს? სასაცილოა.

ბატონებო, კიევის თავყრილობის მონაწილეებო! ყირიმი არასოდეს არ ყოფილა უკრაინელთა საკუთრება; თათარ-მონღოლთა ოქროს ურდოს ბატონობის წლებში იქ თათრები დამკვიდრდნენ და ურდოს დაშლის შემდეგ, 1443 წელს, თათართა სახანო ჩამოაყალიბეს; საუკუნის შემდეგ კი, როგორც ყირიმის სახანო, ისე შავი ზღვის მთელი ჩრდილოეთის ტერიტორიები თურქ-ოსმალთა ხელში აღმოჩნდა.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში თურქეთრუსეთის ომებში გამარჯვებათა შედეგად, 1783 წელს, ყირიმი და შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიები მეფის რუსეთის ხელში გადავიდა. ამ ტერიტორიებს ჯერ მალოროსია, შემდეგ კი ნოვოროსია უწოდეს, ხოლო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ უკრაინა დაერქვა _ ასეთია ისტორიული სინამდვილე.

ახალშექმნილ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკას ლენინმა უპირატესად რუსებით დასახლებული ლუგანსკ-დონეცკის ტერიტორიები აჩუქა, ხოლო 1939 წლის ბოლოს მას სტალინმა ლვოვის ოლქი და ტერნოპოლის მიწები შეუერთა.

1954 წელს აღინიშნა უკრაინის რუსეთთან შეერთების 300 წლისთავი. უფრო ზუსტად, 1654 წელს რუსეთს შეუერთდა დნეპრის ჭორომების სამხრეთით არსებული პატარა ტერიტორია _ ზაპოროჟიეს სეჩი. მისი ტერიტორია დღევანდელ ზაპოროჟიეს ოლქს ორჯერ აღემატებოდა.

რუსეთთან შეერთების 300 წლისთავის აღსანიშნავად ტვინნაღრძობმა ხრუშჩოვმა 1954 წელს ყირიმი საქორწინო ბეჭედივით აჩუქა უკრაინას; აი ისტორია, რომელიც თქვენ და თქვენი პროპაგანდით გაბრიყვებულებმა, მათ შორის ქართველებმაც, კარგად უნდა იცოდნენ.

უკრაინელი კაზაკებით დასახლებული და მათ მიერ მართული ზაპოროჟიეს პატარა სეჩი შემდგომ რუსეთის ძალისხმევით ისე გაფართოვდა და გაძლიერდა, რომ ნახევარ მილიონ კვადრატულ კილომეტრს გადააჭარბა 50 მილიონზე მეტი მოსახლეობით.

მადლიერების ნაცვლად აშშ-დასავლეთის მიერ მოსყიდულ-მოშხამულმა უკრაინელმა თავკაცებმა რუსეთის მიმართ ისტორიაში არნახული უმადურობის კლასიკური მაგალითი აჩვენეს _ აშშ-დასავლეთს ჩაეხუტნენ, რუსეთს ზურგში მახვილი ჩასცეს. ბუნებრივია, რუსეთმა უკრაინას ღალატი არ აპატია და ჩუქებიდან 60 წლის შემდეგ _ 2014 წელს ყირიმი უკანვე დაიბრუნა.

აი, ნამდვილი ისტორია, რომელიც თქვენ, კიევის 23 აგვისტოს თავყრილობის მესვეურებმა და, საერთოდ, ყველამ, უნდა გაითავისოთ.

დასასრულ, საქართველოს ხელისუფალთ შევახსენებ: თქვენი არანაირი პარტნიორი და მეგობარი უკრაინა არ არის, რადგან დამნაშავე სააკაშვილი არა მხოლოდ შეიკედლა, თანამდებობაზეც წამოასკუპა. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ღირსების დამცველი ხელისუფლება უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებდა, თქვენ კი

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here