Home ახალი ამბები რუსთავში დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს

რუსთავში დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს

რუსთავში, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე გვიან ღამით, სახელმწიფო ელექტრო სისტემის ოფისის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცმა დაცვის სამსახურის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პაციენტს ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიღებული, მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული თუმცა ამ მომენტისთვის სტაბილურად მძიმეა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობ.

საქმე გაიხსნა ცხელ კვალზე და დაკავებულია ერთი პირი.

წყარო: inforustavi.ge

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here