Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთმა ევროკავშირის სამი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა ევროკავშირის სამი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

187
რუსეთმა ევროკავშირის სამი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

5 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სანქტპეტერბურგში შვედეთისა და პოლონეთის საკონსულოების წარმომადგენლები და მოსკოვში გერმანიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად არიან გამოცხადებულნი, რადგანისინი მონაწილეობდნენ 2021 წლის 23 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ უკანონო აქციებში”. ასეთი მოქმედებები კი მათ სტატუსს არ შეესაბამება.

ზემოაღნიშნულმა დიპლომატებმა უახლოეს ხანში უნდა დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here