Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი სომხეთის ეკონომიკაში 1 მლრდ დოლარს დააბანდებს

რუსეთი სომხეთის ეკონომიკაში 1 მლრდ დოლარს დააბანდებს

76

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა ტრადიციადქცეული მნიშვნელოვანი ღონისძიება _ სომხეთრუსეთის VIII ფორუმი, რომელიც ამ ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს მიეძღვნა. სომხეთისა და რუსეთის მთავრობები ფორუმს განიხილავენ, როგორც მოედანს, მიმართულს საქმიანი პარტნიორობის განმტკიცებისკენ ბიზნესის წარმომადგენლებსა და რეგიონებს შორის კავშირების გააქტიურებით. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ რუსეთისა და სოხეთის ლიდერები _ ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი.

რუსეთის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში, უწინარესად, აღნიშნა, რომ რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობა ნამდვილი სამოკავშირეო ხასიათისაა:

“რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობა, დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და პატივისცემის ტრადიციებზე, ნამდვილ სამოკავშირეო ხასიათს ატარებს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის წარმოებს შინაარსიანი პოლიტიკური დიალოგი, პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. რუსულ-სომხური კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონებს შორის კოოპერაცია, რომელიც ეკონომიკურ, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს იძლევა”, _ ნათქვამია მიმართვაში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ თამაშობს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და შენარჩუნების საქმეში, არამედ მას საკვანძო ადგილი უკავია სომხეთის ეკონომიკაში

რუსეთი სომხეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, აგრეთვე, ლიდერი ინვესტიციების მიხედვით სომხეთში და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა შეესაბამება მოთხოვნებს, რომლებიც გამომდინარეობს სამოკავშირეო ურთიერთობებიდან, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს სტატიკურ ვითარებას, პირიქით, მოითხოვს გამუდმებით მუშაობას, განვითარებასა და სრულყოფას”, _ აღნიშნულია სომხეთის ლიდერის მიმართვაში. და რადგან, _ განაგრძო ფაშინიანმა, _ მსოფლიო სწრაფად იცვლება, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა ამ ცვლილებებს უნდა შეესაბამებოდეს. “ჩვენთვის აუცილებელია, სრულვყოთ ეკონომიკური ურთიერთობები ისე, რომ მათ ხელი შეუწყონ კონკურენტუნარიანი ეკონომიკების განვითარებას ჩვენს ქვეყნებში. ამასთანავე, ვეძებოთ თანამშრომლობის სამომავლო განვითარების გზები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, ეკონომიკის მეცნიერულ სექტორებსა და ინოვაციებში”, _ აღნიშნა ფაშინიანმა.

1 მლრდ დოლარის დაბანდება _ სიტყვიდან საქმეზე

ფორუმის მონაწილეებმა აჩვენეს, რომ ზემოჩამოთვლილი თეზისები მხოლოდ სიტყვები არ არის და ისინი განმტკიცებულია კონკრეტული ნაბიჯებითა და მოქმედებებით. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩმა დააანონსა, რომ რუსეთს ახლო მომავალში განზრახული აქვს 1 მლრდ დოლარის დაბანდება სომხეთის ეკონომიკაში.

სომხეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობა საკმაოდ დინამიკურად იზრდება _ დღეს ეს 2,2 მლრდზე მეტია. რუსული დაბანდებები სომხეთში საგარეო ინვესტიციების 40%- შეადგენს. ეს წილი, სულ ცოტა, უნდა შევინარჩუნოთ. უკვე დაგეგმილია 1 მლრდ დოლარის კონკრეტული პროექტები. ამ თანხას სომხეთი მალე მიიღებს”, _ განაცხადა ვოლვაჩმა. მისი თქმით, ეს თანხა მიმართული იქნება ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისკენ და სერიოზული შენატანი იქნება ორი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში. რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის მოქმედებს 19 შეთანხმება, ეს კი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მტკიცე საფუძველია.

სომხეთში რუსისტიკის ერთერთი ძლიერი სკოლაა

ფორუმის ჩარჩოებში განხილული იყო არა მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის საკითხები, არამედ განათლებისაც. კერძოდ, მიღწეულია შეთანხმება სომხეთში რუსულენოვანი ლიტერატურის მიწოდების გაზრდაზე, რადგან სომხეთის უმაღლესი სასწავლებლები ამის დეფიციტს განიცდიან. სავაჭრო სფეროში რუსეთის წარმომადგენლის, ანა დონჩენკოს, განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთში კულტურული და ლიტერატურული ცენტრების გახსნა. ამ კონტექსტში მან განსაკუთრებით აღნიშნა რუსული წიგნის სახლის გახსნა. რამდენიმე დღის წინათ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლვაროვმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება დაინტერესებულია რესპუბლიკაში რუსული სკოლების შექმნით.

“ეს გააფართოებს განათლების მიღების შესაძლებლობებს, შრომით მოწყობას, ბიზნესის განვითარებას, ახალგაზრდების ნაკადების გაცვლებსა და ა.შ. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ სსრკ-ის პერიოდიდან სომხეთში რუსისტიკის ერთ-ერთი ძლიერი სკოლა იყო, მაგრამ რომელიღაც ეტაპზე ეს თანამშრომლობა დაიკარგა. ვიმედოვნებ, ჩვენ მალე შევძლებთ, სომხეთში რუსული სკოლების შექმნის იდეის განახორციელებს”, _ განაცხადა პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორმა მარგარიტა რუსეცკაიამ.

ტურიზმი: სომხებს აინტერესებთ რუსეთი, რუსებს _ სომხეთი

2019 წელს სომხეთს ეწვია დაახლოებით 680 ათასი ტურისტი რუსეთიდან, ხოლო პოსტკოვიდურ 2021 წლის პირველ ნახევარში სომხეთში ჩავიდა დაახლოებით 143 ათასი კაცი. მიუხედავად რიგი დადებითი ასპექტებისა, “რუსი ტურისტი სომხეთში არც ისე ბევრია”, _ ეს განცხადება ეკუთვნის რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცეპრეზიდენტ ალექსანდრე ოსაულენკოს. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ქვეყნები, რომლებსაც უფრო მეტი რუსი ტურისტი სტუმრობს. ფორუმის რუსმა მონაწილეებმა ურჩიეს სომხებს, იმუშაონ იმაზე, რომ ქვეყანა უფრო მეტად გააცნონ უცხოეთს.

სომხური კულტურის დღეები რუსეთში

მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია სომხური კულტურის დღეების ჩატარება რუსეთში. ამას გარდა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვის განცხადებით, დაგეგმილია რეალიზაცია ონლაინპროექტისა “კულტურის დღეები წინაღობების გარეშე”.

dalma.news.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here