Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი სამხრეთის საზღვრებს ახალი სარაკეტო ბრიგადით აძლიერებს

რუსეთი სამხრეთის საზღვრებს ახალი სარაკეტო ბრიგადით აძლიერებს

905
სერგეი შოიგუ

პასუხი რუსეთის საზღვრებთან ნატოს მანევრებზე საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით

კონკურენციის გამწვავება ძალის მსოფლიო ცენტრებს შორის გაურკვევლობის ფაქტორების გაძლიერებით, არასტაბილურობისა და ძალადობის ფაქტები პლანეტის სხვადასხვა რეგიონში, კონფლიქტური პოტენციალის ზრდა რუსეთის მეზობელ ტერიტორიებზე”, _ ასე დაახასიათა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ საერთაშორისო ვითარება თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე.

“2-ჯერ და მეტად გაიზარდა მასშტაბები და ინტენსივობა სწავლებებისა, რომლებშიც სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ ნატოს არაწევრი უკრაინა და საქართველო. მსგავსი ქმედებები ანგრევს უსაფრთხოების არსებულ სისტემას მსოფლიოში”, _ განაცხადა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ბლოკი “მოწინავე ბაზირებისთვის” ახალ-ახალ ადგილებს პოულობს ბალტიის ქვეყნებში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ალიანსის 200-ზე მეტმა ეკიპაჟმა კი უკვე შეიძინა ფრენის უნარ-ჩვევები ბალტიისპირეთის ტერიტორიის თავზე და ბალტიის ზღვის აკვატორიაში.

“ასეთ ვითარებაში იძულებულნი ვართ, ადეკვატური რეაქცია გვქონდეს, შევუთავსოთ სტრატეგიული შეკავების ღონისძიებები შენაერთების საბრძოლო შესაძლებლობების გეგმურ მატებას”, _ აღნიშნა მინისტრმა. კოლეგიაზე ითქვა, რომ უახლოეს ხანში სამხედრო ნაწილები მიიღებენ ახალი და მოდერნიზებული ტექნიკის 1200 ერთეულს, შედეგად ამ ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობები 1,3-ჯერ მოიმატებს. წლეულს უკრაინის ახლოს ჩატარდება 3079 ღონისძიება და სწავლება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ კოლექტიური უსფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ე.წ. ტაშკენტის პაქტი _ საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი _ ნ.კ.) ოპერატიული რეაგირების ძალები, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მოექცევა მეთვალყურეობის ქვეშ ახალი სარაკეტო ბრიგადისა, რომელშიც შევა სანაპირო სარაკეტო კომპლექს “ბალის” დივიზიონი. ამასთანავე, სამხრეთის სამხედრო ოლქში შეიქმნება მობილიზაციური გაშლის უზრუნველყოფის ცენტრი.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. როცა ამხელა ქვეყანა ცდილობს გააძლიეროს თავისი ქვეყნის დაცვა ჩვენ რისი იმედი გვაქვს,,ნატოსი” მეტი არაა ჩემი მტერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here