Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოს ცვლიან

რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოს ცვლიან

2175
რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოს ცვლიან

ვლადივოსტოკში პუტინმა და სი ძინპინმა ერთობლივი პასუხისმგებლობა აიღეს ევრაზიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაზე

ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის მე-4 ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების _ ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის _ შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ამ ლიდერების ეს უკვე მესამე შეხვედრაა. პირველი გაიმართა ივნისში ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, რომლის შემდეგაც სახელმწიფოების მეთაურები მონაწილეობდნენ ცინდაოში მიმდინარე თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაციის სამიტში. პუტინი და სი ძინპინი მეორედ შეხვდნენ ივლისის ბოლოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში გამართულ ბრიჩსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) სამიტზე. და ახლა _ მესამე სამიტი.

ის, რომ ჩინეთისა და რუსეთის ხელმძღვანელები წელს უკვე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს, მიუთითებს უპრეცედენტო დონეზე, რომელსაც მიაღწია ორმხრივმა ურთიერთობებმა. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მხარეები შეთანხმდნენ საკითხების ფართო სპექტრზე. მათ შორის მთავარია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და რუსული პროექტის _ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის _ სტრატეგიის შესაბამისობაში მოყვანა ჩინეთის ინიციატივასთან “სარტყელი და გზა”. აღსანიშნავია ორივე მხარის მზადყოფნა ამ გეგმებში მონაწილეობის შესახებ. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პროექტი პერსპექტივაში დიდი ევრაზიული პარტნიორობის ღერძად იქცევა, რომელიც გააერთიანებს თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაციის სამ წამყვან სახელმწიფოს _ რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთს; ხოლოსარტყელი და გზა”, თავის მხრივ, გაივლის თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე, და ასე გამოკვეთს ორმხრივ ინტერესებს რუსეთ-ჩინეთისა. ის ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად გადაიქცევა ღერძად, რომლის გარშემოც განლაგდება დიდი ევრაზიის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურა.

არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ამ საკითხის სამხედრო ასპექტსაც. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი მჭიდროდ არის დაკავშირებული კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ორგანიზაციასთან (“ტაშკენტის შეთანხმება”), რომლის მონაწილეთა უმრავლესობა თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაციის წევრიც არის. ამას გარდა, ჩინეთის აღმოსავლეთით, კერძოდ, კორეის ნახევარკუნძულზე, ხოლო რუსეთის დასავლეთით და სამხრეთით, ბელარუსსა და ამიერკავკასიაში მიემართება ორივე ორგანიზაციის კავშირები, რომლებიც ქმნის, თუ ასე შეიძლება ითქვას, “სტაბილურობის სარტყელს”, რომელზეც უკვე დაიმსხვრა რეგიონის დესტაბილიზაციის ბევრი მცდელობა.

სიმბოლურ და არცთუ შემთხვევით დამთხვევად შეიძლება ჩაითვალოს ვლადივოსტოკის ფორუმის პარალელურად პოსტსაბჭოთა ეპოქაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლების _ “აღმოსავლეთი-2018”-ის დაწყება, ამ სწავლებაში 300 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის, რუსეთის, ჩინეთისა და მონღოლეთის სამხედრო მოსამსახურეები.

დემონსტრირებამ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაახლოებისა, რომელზეც ჯერ კიდევ 2 წლის წინათ საუბარიც არ იყო, ახლა კი რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო შტაბები იქმნება, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს საშუალება მისცა, განეცხადებინათ ორი ქვეყნის ერთობლივ პასუხისმგებლობაზე მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის საქმეში. რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური დიალოგი გაგრძელდა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგაც. 17 სექტემბერს მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში დაიწყო და 21 სექტემბრამდე გასტანს მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, ჩინეთი და მონღოლეთი. თემა: “ჩინეთ-მონღოლეთ-რუსეთის ეკონომიკური დერეფანი: ღიაობა, ინოვაციები, ერთობლივი განვითარება”.

ამ ფორუმს მონღოლეთის დედაქალაქი მეორედ მასპინძლობს, პირველი 2015 წელს გაიმართა, 2016 და 2017 წლებში კი ამ სამი ქვეყნის მასპინძელი იყო ჩინეთის ქალაქი ხუხ ხოტო და რუსეთის _ ულან-უდე. ფორუმის ფარგლებში მოეწყობა მეწარმეთა მრგვალი მაგიდა, რომელზეც ბიზნესმენები იმსჯელებენ თანამშრომლობის გზებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. რუსეთ-ჩინეთის ურთიერთქმედების ინტენსიურობა მნიშვნელოვანია ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის წინ, რომელზეც ამერიკელების მხრიდან მოსალოდნელია სირიასა და უკრაინაში ვითარების შესახებ პროვოკაციული საკითხების წინა პლანზე წამოწევა. საიდუმლო არავისთვის არის, რომ პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე “აგრესიულ-მორჩილი” უმრავლესობა აშშ-ის გავლენის ქვეშაა მოქცეული და, ფინანსური ნაკადების სანაცვლოდ, კენჭისყრისას მხარს უჭერდა ვაშინგტონის პოლიტიკას.

მაგრამ ვითარება აქაც იცვლება, სექტემბრის დასაწყისში პეკინში გამართულ ჩინეთისა და აფრიკის ფორუმებზე გამოცხადდა ჩინეთის მხრიდანშავი კონტინენტისქვეყნების დახმარების პროგრამა. ეს ქვეყნები კი გაეროში ქმნიან გავლენიან ჯგუფს, რომელსაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას.

მოვლენების ინტენსივობა იზრდება მათი ურთიერთწინააღმდეგობის პროპორციულად, თუმცა დღეს უკვე ნათელია _ ამ რთულ ვითარებაში სტაბილიზაციის ფაქტორი არის რუსეთჩინეთის ურთიერთობა და ამ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც ნელნელა მტკიცდება. და ეს ღერძი თანდათან იზიდავს სხვა სახელმწიფოებს, რაც მთავარია, ხალხებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here