Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი და ნორვეგია თავიანთი თავდაცვის სამინისტროებისთვის კავშირგაბმულობის პირდაპირ არხს ქმნიან

რუსეთი და ნორვეგია თავიანთი თავდაცვის სამინისტროებისთვის კავშირგაბმულობის პირდაპირ არხს ქმნიან

400
რუსეთი და ნორვეგია თავიანთი თავდაცვის სამინისტროებისთვის კავშირგაბმულობის პირდაპირ არხს ქმნიან

მოსკოვი და ოსლო მუშაობენ კავშირგაბმულობის პირდაპირი არხის შექმნაზე რუსეთისა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროებს შორის, _ განაცხადა რუსეთში ნორვეგიის ელჩმა რუნე რესალანმა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევთან შეხვედრისას.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად განიხილება საკითხი კავშირგაბმულობის პირდაპირი არხის შესახებ რუსეთისა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროებს შორის”, _ განაცხადა რუნე რესალანმა.

25 ოქტომბერს რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ნორვეგიის ქალაქ კირკენესში საბჭოთა ჯარების მიერ აღმოსავლეთ ფინმარკის (ნორვეგიის ჩრდილოეთში მდებარე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული) გათავისუფლების 75 წლის იუბილის გამო ვიზიტისას რუსეთ-ნორვეგიის საზღვარს ევროპაში ყველაზე მშვიდობიანი სასაზღვრო უბანი უწოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here