“რუსეთმა და თურქეთმა გადაწყვიტეს, შექმნან დემილიტარიზებული ზონა იდლიბში, შეიარაღებულ ოპოზიციურ ძალებსა და სირიის ჯარებს შორის შეხების ხაზის გასწვრივ”, _ განაცხადა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს სამართლიანი პირობების შექმნას თურქეთის ბაზარზე საქონლის შესატანად. თავის მხრივ რეჯებ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის მალე განხორციელდება სავიზო ლიბერალიზაცია. სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები 18 სექტემბერს გაიმართა და 4.5 საათს გაგრძელდა.