Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი და ბელარუსი თანასწორობის პრინციპით ერთიანდებიან

რუსეთი და ბელარუსი თანასწორობის პრინციპით ერთიანდებიან

1294
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო

ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრას უსწრებდა სამოკავშირეო სახელმწიფოს მოწინააღმდეგეთა გააფთრებული საინფორმაციო ომი. ამ ომში ყველაზე მეტად იყო ჩართული, გასაგები მიზეზების გამო, დასავლეთი, რადგან რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანება მსოფლიოს ბედის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ საკითხებს მიეკუთვნება. ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის მოლაპარაკებების მკაფიო შედეგები, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ზედაპირზე ამოტივტივდა, ჩანს, რომ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.

ვლადიმერ პუტინს შეიძლება რაღაც არ გამოუვიდეს დიპლომატიურ ფრონტზე ან შიდაეკონომიკურ პოლიტიკაში, მაგრამ ერთი რამ უეჭველია _ ის ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული მომლაპარაკებელია. მას არ წაუგია არც ერთი მოლაპარაკება, რომელშიც კი მონაწილეობდა. მაშინაც კი, თუ მოწინააღმდეგეები შემდეგ ახერხებენ რაღაცის განეიტრალებას, ეს არ აკნინებს მის უნარს, მიაღწიოს გამარჯვებას მოლაპარაკებათა მაგიდასთან.

ბელარუსთან გაერთიანების რთულ საკითხშიც მიაღწია ვლადიმერ პუტინმა გამარჯვებას _ პუტინსა და ლუკაშენკოს შორის აღდგა ნდობა. უამისოდ მოლაპარაკებები დასრულდებოდა 2 საათში, მაგრამ ის 3 დღეს გაგრძელდა, შედეგების მთავარი ნაწილი გასაიდუმლოებულია. ეს ნიშნავს _ მოილაპარაკეს და დასავლეთს არ გააგებინებენ, რაზე. მედიასაშუალებებს კი წარუდგინეს საერთო სურათი.

მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვდნენ. ვითარება მომწიფდა _ ბელარუსში უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა; ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ხელშეწყობით მატულობს მოსახლეობის პროდასავლური განწყობილება, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობის; ქვეყანაში მოქმედებს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსოფობიული ძალების შესაქმნელად გამოყოფილია კოლოსალური თანხა.

დერუსიფიკაციისკენ მოძრაობა, დირექტივებისა და ლათინურის თავს მოხვევა _ ეს არის ყველაფერი, რასაც უწოდებენ “მცოცავ ბელარუსიზაციას” და რაც ბელარუსს ნელ-ნელა აქცევს რუსეთის მტრად და გადაანაცვლებს მას პოლონურ-ლიტვურ კულტურულ სივრცეში.

ლუკაშენკო ყველანაირად ცდილობდა, ეგრძნობინებინა რუსეთისთვის _ ის მზად არის, ბელარუსი წაიყვანოს დასავლეთისკენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის შემდეგ იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებს. ეს, დიდი ალბათობით, არის ბლეფი, რადგან ლუკაშენკოს მთავარი მოტივი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ბლეფი კი იმით არის სახიფათო, რომ შეიძლება გადავიდეს ზღვარს და იქცეს რეალობად. ლუკაშენკომ სიგნალი გაუგზავნა რუს პარტნიორებს, რომ უჯობს, ჩააბაროს ბელარუსი პოლონეთს, ვიდრე იყოს რუსი გუბერნატორი. ამ განზრახვის შესასრულებლად მზადყოფნას ის თავგამოდებით წარმოაჩენს _ და კვლავ განაგრძობს წარმოჩენას, სანამ არ მიიღებს ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიას.

პროცესები, რომლებიც ახლა ბელარუსში სრული სვლით მიმდინარეობს, პერსპექტივაში გამოიწვევს მაიდანს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ლუკაშენკო შეიძლება აღმოჩნდეს ჩიხში. ეს კი ის სიტუაციაა, როცა არ მიიღება რაციონალური გადაწყვეტილება. პუტინის მთავარი ამოცანა იყო, ლუკაშენკო გამოეყვანა ამ ჩიხიდან, რომელშიც თვითონვე შეიყვანა თავი. ამის გარეშე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკება შეუძლებელი იქნებოდა.

პუტინისა და ლუკაშენკოს მოლაპარაკებები სწორედ ორი სუვერენული სახელმწიფოს თანდათანობით გაერთიანებასა და ორივეს სუვერენიტეტის შენარჩუნების კალაპოტში წარიმართა. ეს არის რეანიმაცია სამოკავშირეო სახელმწიფოს აშენების სქემისა ნაციონალური რესპუბლიკებით. მასში თითოეულ მხარეს შენარჩუნებული აქვს უფლებამოსილებები და სტატუსი, ხოლო მოგების გაყოფის ნაცვლად განხილულია მისი მომატების მეთოდები. ყველაზე ზუსტი რეაქცია ჰქონდა დასავლეთს, იქ წყნარი პანიკაა. დასავლეთის პოზიციის სპიკერად მოგვევლინა ოპოზიციური ბელარუსული ვებგვერდის _ “ქარტია-97”-ის რედაქტორი ნატალია რადინა, რომელმაც ინტერვიუ მისცა უკრაინულ ტელეარხ “112 უკრაინას”, რადგან ბელარუსში ოპოზიციას აქვს თავისი მიზანი _ ბელარუსისა და რუსეთის მაქსიმალური დეზინტეგრაცია, და ეწევა საინფორმაციო ომს. ამისათვის გამოყენებულია შესაბამისი ენაც. რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებას ნებისმიერი ფორმით, როგორიც უნდა იყოს ის, ჯიუტად უწოდებენ “რუსეთის მიერ ბელარუსის ჩაყლაპვას”.

ბელარუსის ოპოზიციამ, კარგა ხანია, აირჩია პატრონი და მას ძალ-ღონის დაუზოგავად ემსახურება, ნატალია რადინა ამ შემთხვევაში ნატოს “მოლაპარაკე თავია”. ეს გამოხატულია მის თეზისში: რუსეთისა და ბელარუსის კავშირში ჯერჯერობით ხიფათს ხედავენ მხოლოდ უკრაინასა და ნატოში, აშშსა და ევროპაში კი ჯერჯერობით ვერ გაუთვითცნობიერებიათ მოახლოებული უბედურების მასშტაბი”. რადინა ცრუობს _ გაათვითცნობიერეს, ამის მტკიცებულება სწორედ მისი გამოსვლაა. ყოველთვის ჰქონდათ გათვითცნობიერებული და არასდროს გამოჰპარვიათ მხედველობიდან.

რადინას პირით ნატო გაჰყვირის: თუკი რუსეთი და ბელარუსი გაერთიანდებიან, რუსეთის ზომებისა და რესურსის უპირატესობის გათვალისწინებით, მინსკი მოსკოვს დაემორჩილება. სახელდობრ, დამორჩილებისა და ინტერესთა კონფლიქტის ტერმინებით გადმოიცემა მოვლენების სურათი. აზრი იმის შესახებ, რომ მინსკისა და მოსკოვის ინტერესები შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს და ისინი ერთ მთლიან ორგანიზმად იქცნენ, ხოლო ბელარუსის თანხმობის გარეშე რუსეთი ნაბიჯსაც რომ ვერ გადადგამს სამოკავშირეო სახელმწიფოს ჩარჩოებში, მიჩუმათებულია, როგორც საშინელი საიდუმლო. მოსკოვისგან საფრთხობელა უნდა შეიქმნას, უამისოდ მანიპულაცია არ გამოდის.

რადინა ამბობს: რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანება საფრთხეს უქმნის უკრაინასა და ბალტიისპირეთს, რადგან ბელარუსის არმია მათ საზღვრებთან რუსეთის არმიად გადაიქცევა (ნატოს ენა და აზროვნების სქემა). ეს კი შეცვლის ძალთა განლაგებას _ არა ნატოს სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. ამის თავიდან აცილება კი შეიძლება იმის მტკიცებით, რომ ბელარუსის მთავარი ინტერესი დასავლეთთან კოლაბორაციონიზმის გაღრმავება, დასავლეთის მარიონეტის სტატუსის შენარჩუნებაა რუსეთთან გეოპოლიტიკურ ომში”. შედის კი ეს ბელარუსის ინტერესებში? ტრივიალური შეკითხვაა. ომი რუსეთთან უკრაინის ინტერესებშია თუ დასავლეთის? ბელარუსის მიმართაც ანალოგიური რამ ხდება.

რუსეთ-ბელარუსის ამ პროექტის გამო ომი ჯერ კიდევ წინ არის _ ტერაქტებიც და ოპოზიციის პროვოკაციებიც. ის, რომ ლუკაშენკომ პლაცდარმი დაუთმო ოპოზიციას რუსეთის შანტაჟის მიზნით, ამ ოპოზიციის მიერ აუცილებლად იქნება გამოყენებული ლუკაშენკოს წინააღმდეგ, თუკი ის რეალურად დაადგება რუსეთთან გაერთიანების გზას, ბელარუსისთვის ძალიან სასარგებლო პირობებითაც კი _ სხვა პირობები არც იარსებებს.

რადინა ხაზს უსვამს ლუკაშენკოს მიმართ დასავლეთის მუქარას. ის ამბობს, რომ, სანამ ლუკაშენკო ხელისუფლებაშია, ბელარუსში “სტაბილურობას” არ უნდა ველოდოთ. სტაბილურობაში მეხუთე კოლონა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ბელარუსის გარედან მართვის სტაბილურობას. ეს ბრიყვებზეა გათვლილი. ყველაზე უხეში მანიპულაციაა, მაგრამ გამოუცდელ მასაში შეიძლება იმუშაოს.

დაემუქრო ლუკაშენკოს _ ეს ნიშნავს უბიძგო მას საწინააღმდეგო მხარეს. მაგრამ დასავლეთი ეძებს არა ლუკაშენკოს გაძლიერების, არამედ მასზე კონტროლის დამყარების გზებს, მისი დაყოლიების მიზნით, როცა ძალას მოიკრებენ ოპოზიციონერი მარიონეტები. ეს მშვენივრად ესმის ლუკაშენკოს, ამიტომ მისი თამაშის რესურსი დასავლეთსა და რუსეთს შორის ამოწურულია, მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა გაგრძელდება.

ამრიგად, ამ სამმა დღემ შეცვალა მსოფლიო. გადაიდგა კიდევ ერთი _ არა გადამწყვეტი და არა ბოლო, მაგრამ ნამდვილად სერიოზული ნაბიჯი ინტეგრაციისკენ. ჯერჯერობით ყველაფერი მძიმედ მიდის, თითოეული მხარე ათვითცნობიერებს პასუხისმგებლობას ყოველ ნაბიჯზე, უნდობლობა გამოვლინდება მოჭარბებული სიფრთხილით, თუმცა ნდობამ პირველად გადააჭარბა უნდობლობას. საერთო ინტერესებს საერთო ბედთან მივყავართ.

პუტინმა ძლიერი სვლა გააკეთა _ ჩართო ლუკაშენკო ერთობლივ საგარეო-პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, რომლებსაც რუსეთი აწარმოებს მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებთან. ეს დოკუმენტების შექმნამდე, ფაქტობრივად, რთავს ლუკაშენკოს იმპერიის თვითმმართველობაში. ეს ცვლის ლუკაშენკოს აზროვნების მასშტაბს. წინ გრძელი გზაა, რომელზეც განლაგდება ურთიერთქმედების კონკრეტული მექანიზმები, თუმცა საძირკველი ჩაყრილია.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here