Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი და ბელარუსი “დამოუკიდებელი ინტეგრაციისთვის” ემზადებიან

რუსეთი და ბელარუსი “დამოუკიდებელი ინტეგრაციისთვის” ემზადებიან

1038
რუსეთი და ბელარუსი “დამოუკიდებელი ინტეგრაციისთვის” ემზადებიან

რუსეთსა და ბელარუსს შეუძლიათ, წავიდნენ დამოუკიდებელი ინტეგრაციის გზით”, _ განაცხადა რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა 17 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას.

“მინდა, აღვნიშნო ჩვენი ძმური სამოკავშირეო ურთიერთობების პერსპექტივა. ამ შეთანხმების ინიციატორი თქვენ იყავით. თუ ჩვენ კიდევ მეტ ძალისხმევას გამოვიჩენდით, ბელარუსსა და რუსეთში შევძლებდით კიდევ მეტი ახალი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ახლებურად წარმოაჩენდა სამოკავშირეო შეთანხმებას”, _ განაცხადა მიშუსტინმა. რუსეთის მთავრობის მეთაურის თქმით, “ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციაზე საუბრისას ჩვენ, რა თქმა უნდა, მხედველობაში გვაქვს დამოუკიდებელი ინტეგრაცია, ის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები იყოს აბსოლუტურად ურთიერთსასარგებლო, თანასწორუფლებიანი”.

17 ივლისს მინსკში გაიმართა ევრაზიული სამთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრო რუსეთის პრემიერიმინისტრი მიხეილ მიშუსტინი, რომელიც შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსი ადამიანისთვის ბელარუსის მიწა ყოველთვის იყო ახლობელი და მშობლიური და მომავალშიც ასე იქნება.

interfax.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here