Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა ევროკავშირს დაარტყა

რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა ევროკავშირს დაარტყა

854
მაკრონი-მერკელი

ევროპელმა მოხელეებმა მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სენატის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სანქციების ახალი პაკეტი.

ვაშინგტონის ცალმხრივი ღონისძიებების მავნებლობაზე ამჯერად უმაღლეს დონეზე ალაპარაკდნენ. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ შემზღუდავი ღონისძიებები არა მხოლოდ ევროკავშირის ეკონომიკას დააზარალებს, არამედ უარყოფითად იმოქმედებს ბრიუსელისა და თეთრი სახლის ურთიერთობაზე და ევროკავშირის დაშლას შეუწყობს ხელს.

ამერიკული სანქციები ევროპულ კომპანიებს, რომლებიც ბუნებრივი აირის მილსადენჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობით არიან დაკავებული, 11 მილიარდი დოლარით აზარალებს. გერმანიამ და ავსტრიამ პირდაპირ დაადანაშაულეს აშშ, რომ იგი ცდილობს, ევროპული ბაზრიდან განდევნოს კონკურენტები და გამოათავისუფლოს ადგილი ამერიკული ბუნებრივი აირისთვის. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მოუწოდა ევროკავშირს, შეეწინააღმდეგოს ამ გადაწყვეტილებას. ბერლინში დაადასტურეს, რომ უარს ამბობენ სანქციებზე და შეამოწმებენ, შეესაბამება თუ არა ეს კანონი საერთაშორისო ნორმებს.

“ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ მოსაზრებას, რომ ამერიკული სანქციების მიზანი ევროკავშირის ეკონომიკა არ უნდა გახდეს იმ შემთხვევაში, როცა სანქციები რუსეთის ქმედების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ პრინციპულად უარვყოფთ ექსტერიტორიული მოქმედების სანქციებს, ანუ _ მესამე ქვეყნებზე მოქმედ ღონისძიებებს”, _ ნათქვამია განცხადებაში.

ანგელა მერკელი გერმანული ბიზნესის იგნორირებას არჩევნების წინ ვერ შეძლებს. დიუსელდორფის მიწის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა “გაზპრომისთვის” ადრე დაწესებული Opal-”ჩრდილოეთის ნაკადისთვის” დამატებითი სიმძლავრეების გამოყენების აკრძალვა (ეს გაზსადენი უკრაინისა და პოლონეთის შემოვლით გაჰყავთ). ერთ დღეში ამ გზით ტრანზიტმა 40 პროცენტით მოიმატა.

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები გააფთრებულები არიან. პოლონეთი სანქციების საკითხში სრულად უჭერს მხარს ვაშინგტონს. ღონისძიებების გაფართოება, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ვარშავის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება. ფინეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კი საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას.

ევროპულმა პრესამ, საერთო ჯამში, არ გაამწვავა ევროპულ კომპანიებზე სანქციების ამოქმედების ნეგატიური ზემოქმედების საკითხი. გაზეთმა “გარდიანმა” მხოლოდ მიანიშნა, რომ ღონისძიებების პაკეტმა კიდევ უფრო გახლიჩა ძველი ევროპა: აშშ-ისთვის ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად ქვეყნები თავიანთი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე ამოქმედდნენ.

სამაგიეროდ ხმა ამოიღო ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა. მან თქვა, რომ ევროკავშირი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს და ადეკვატურ პასუხს გასცემს შტატებს.

ჟან-კლოდ იუნკერმა ცოტა იეშმაკა: განცხადება მან შვებულებაში გასვლის წინა დღეს გააკეთა, _ არდადეგებზე დაითხოვეს საერთოდ ევროკომისია, ამიტომ შედეგების განმხილველი და საპასუხო ღონისძიებების დამსახველი პრაქტიკულად არავინ დარჩა. ამ საკითხს, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ შემოდგომაზე თუ დაუბრუნდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here