Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთის ცინიკურად მოხსენიებას სჯობს,კობახიძემ მასზე ილოცოს,თორემ 50 წლის შემდეგ მისი შთამომავლობა და...

რუსეთის ცინიკურად მოხსენიებას სჯობს,კობახიძემ მასზე ილოცოს,თორემ 50 წლის შემდეგ მისი შთამომავლობა და საერთოდ ქართველი ერი აღარ იარსებებს

1359

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, მისივე სიტყვებით, სააკაშვილის მოწამლული პროპაგნადით გაჟღენთილ, პარლამენტის კულულა თავმჯდომარეს რუსეთის მიმართ გაკეთებული უარყოფითი განცხადებების ნაცვლად, ურჩევს მასზე ილოცოს,რადგან 50 წლის შემდგომ, შესაძლოა ქართველმა ერმა ურუსეთოდ, საერთოდ არ იარსებოს.

ცაგარელის თქმითვე, ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც მისი წინამორბედი, თინა ხიდაშელის მეუღლე , როგორც მას საზოგადოებაში იცნობენ, დავით უსუფაშვილი შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ სიმშვიდის განსახიერება არიან, თუმც კრიტიკულ სიტუაციაში ორივე არაპროგნოზირებადები ხდებიან :

– „ირაკლი კობახიძეს ვურჩევ შინაგანი სიმშვიდე წინა პლანზე წამოწიოს და სიტყვები გააკონტროლოს.

როგორც ჩანს, სააკაშვილის მიერ მოწამლული პროპაგანდით არის გაჟღენთილი და რუსეთს კარგად არ იცნობს.

სხვებისგან განსხვავებით, ჩრდილოელი მეზობელი ყველაზე ლმობიერი იმპერიაა.

რუსეთის ცინიკურად მოხსენიებას სჯობს, კობახიძემ მასზე ილოცოს, თორემ 50 წლის შემდეგ მისი შთამომავლობა და საერთოდ ქართველი ერი აღარ იარსებებს.“- აცხადებს ცაგარელი.

 

3 COMMENTS

  1. ნინი, რაში ხედავ ცაგარელის გამოშტერებას, სიმართლეს რომ ამბობს? როგორ გგონია, საქართველო იარსებებდა, რუსეთ რომ არა? ჩვენ გვეხატება თუ არ გვეხატება რუსეთი გულზე, მას ანგარიშს უნდა ვუწევდეთ, ვინაიდან თურქეთი და ირანი სრულ მზადყოფნაში არიან ჩვენს ჩასაყლაპად. კობახიძის ნაირმა ღლაპებმა მიიყვანეს, ზუსტადაც, ჩვენი ქვეყანა დაღუპვის პირამდე

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here