Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სტალინის წარმატებების უკვდავყოფას

რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სტალინის წარმატებების უკვდავყოფას

803
სტალინი

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 62 პროცენტი მხარს უჭერს ასეთ ადგილებში დაფების, ბიუსტებისა და სხვა ძეგლების დადგმას, რომლებიც ასახავს საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის, წარმატებებს.

გამოკითხვამ, ამასთანავე, წარმოაჩინა, რომ ადამიანების 65 პროცენტი წინააღმდეგია მისი დანაშაულების ამსახველი ძეგლების დადგმისა.

შეკითხვებს აქტიურად უპასუხეს ახალგაზრდებმა. ხანდაზმული ადამიანები წინააღმდეგი არიან საბჭოთა კავშირის ლიდერის მადიდებელი ძეგლების დადგმისა, _ აღნიშნულია გამოკითხვის მასალებში.

აღნიშნული ცენტრის მიერ ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 40 პროცენტმა აღნიშნა, რომ საბჭოთა რეპრესიები იძულებითი ღონისძიება იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here