Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი თუ გვაქვს, თურქებმა, არაბებმა და სპარსელებმა რა...

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი თუ გვაქვს, თურქებმა, არაბებმა და სპარსელებმა რა დააშავეს?!

ანუ პოლიტიკა “ჩაცუცქულთა” ძველბიჭობა არ არის

1866
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი თუ გვაქვს, თურქებმა, არაბებმა და სპარსელებმა რა დააშავეს?!

გაზეთის წინა ნომერში თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აიასოფიას ტაძრის კვლავ მეჩეთად გადაკეთების სამწუხარო ფაქტზე ვწერდი. კვლავ, ანუ აიასოფია ერთხელ უკვე იყო მეჩეთი _ მას შემდეგ, რაც 1453 წელს მსოფლიოს კათოლიციზმის ცენტრ ვატიკანის უშუალო მონაწილეობით თუ მისი ჩუმი თანხმობით მსოფლიო მართლმადიდებელი ქრისტიანობის ციტადელი _ კონსტანტინოპოლი თურქსელჩუკთა მოდგმის ველურმა ტომებმა აიღეს და აიასოფიას დიდებულ ტაძარში სულთანი მეჰმედ II ცხენზე ამხედრებული შეიჭრა. აიასოფია მეჩეთად გადაკეთდა. მოგვიანებით მას მიაშენეს 4 მინარეთი, რომლებიდანაც მუეძინები ლამის 5 საუკუნის განმავლობაში მოუხმობდნენ ალაჰის მიმდევართ დილის თუ საღამოს ლოცვისკენ.

პირველი მსოფლიო ომის შედეგად ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ეს უსამართლობა ნაწილობრივ გამოსწორდა. ნაწილობრივ, რადგან, მართალია, მსოფლიო მართლმადიდებელი ქრისტიანობის სიმბოლო თურქეთის ხელისუფლებას კანონიერი მფლობელისთვის, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, არ დაუბრუნებია, მაგრამ ახალი ევროპული თურქეთის მშენებელმა და დღემდე ყველა თურქისთვის შეუვალმა ავტორიტეტმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა 1935 წლის ბრძანებით აია-სოფიის დიდებული ტაძარი მუზეუმად გამოაცხადა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ა.წ. 6 ივლისის ბრძანებით, აია-სოფია კვლავ მეჩეთად გადაკეთდა. ერდოღანმა ათათურქის გადაწყვტილებას შეცდომა უწოდა, რადგან მიხვდა, რომ ათათურქის მცდელობა თურქეთის ევროპიზაციისა უტოპია იყო, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის “დემოკრატიული” რესპუბლიკა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის შექმნისთანავე ნატოს რიგებში პოლიტიკური მოტივაციით მიიღეს (თურქეთი დასავლეთისთვის ისლამურ სამყაროში მთავარი დასაყრდენია), ევროკავშირში ინტეგრაციისთვის კი თურქეთის “დემოკრატიის” დონე საკმარისი არ აღმოჩნდა. და, რადგან შიბაქიდან სალამურის გაკეთება შეუძლებელია, თურქეთსაც ხსენებულ კავშირში მიღების ფუჭი დაპირებებით კვებავენ. რატომ “ც”? იმიტომ, რომ საქართველოც თურქეთის დღეშია, ოღონდაც თურქეთთან შედარებით გაცილებით ნაკლები სტაჟით. საქართველოსთვისაც, წლებია, ნატო-ევროპაში მიღების ფუჭი დაპირებები არ ენანებათ ჩვენს დასავლელ “მეგობრებს”… რატომ? ვეჭვობ, ამ შემთხვევაშიც შიბაქისა და სალამურის ამბავთან გვაქვს საქმე, ოღონდ სხვა რაკურსით…

საქართველოში დემოკრატიის ნაკლებობაზე საუბარი, სულ ცოტა, უნამუსობაა _ ჩვენი დასავლელიმეგობრებისმიერ პოლიტპატიმრის სტატუსმინიჭებული ხაზინის ქურდი და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები, დასავლეთისვე რეკომენდაციაბრძანებით, ციხიდან გაათავისუფლეს, მათ რიგებს, დიდი ალბათობით, კიდევ ერთიპოლიტპატიმარი” _ სერიული მკვლელი, გიორგი რურუაც, შეემატება და ამაზე მეტიდემოკრატიაგაგონილა სადმე?!

მაგრამ ამაზე ქვემოთ. ახლა დაწყებულ თემას დავუბრუნდეთ.

აია-სოფიას კიდევ ერთხელ გამეჩეთება რაღაც ფორმით ყველა თავმოყვარე პოლიტიკოსმა გააპროტესტა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ იყო. არადა, ორი ქვეყნის “მეგობრობის” ისტორიას თუ გადავხედავთ, ამ საქმეში პირველები ჩვენ უნდა ვყოფილიყავით.

თურქები, ალბათ, ერთადერთი ერია, რომელსაც არაფერი შეუქმნია და, რაც აქვთ, მხოლოდ სხვისთვის წართმეულია. შემთხვევითი არ იყო, რომ ხელახლა გამეჩეთებულ აია-სოფიაში “მართლმორწმუნე” ალაჰის შვილებს დილის ნამაზისკენ ცალ ხელში ხმლით მოუწოდეს.

ბერძნებმა პროტესტის ნიშნად თურქეთის სახელმწიფო დროშა დაწვეს, რასაც ერდოღანმა უხეში ფორმით უპასუხა _ დროა, ბერძნებმა კონსტანტინოპოლზე ოცნებას თავი დაანებონ, სხვებსაც, ვისთვისაც ოსმალებს რამე წაუგლეჯიათ, არავის არაფერს დავუბრუნებთ, რადგან ასეთი რამ ჩვენი წინაპრების სულების შეურაცხყოფა იქნება, რომლებმაც სწორედაც ხმლით ხელში შექმნეს ოსმალეთ-თურქეთის უზარმაზარი იმპერია სტამბოლი-ბათუმი-სარაევოს ხაზითო.

თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პირდაპირ განაცხადა, რომ თურქების საბოლოო მიზანი .. დიდი თურანის იმპერიის ზემოთ ხსენებულ საზღვრებში აღდგენაა და ამას ტანკების გარეშე გააკეთებენ. ჩავუშოღლუს ნათქვამი რომ მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის, აჭარის მაგალითიც მოწმობს _ ბათუმი, პრაქტიკულად, ფინანსურად ოკუპირებულია თურქების მიერ, ხოლო ზემო აჭარაში, სადაცმოღალატეასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ქრისტიანული ნათლობები მასობრივად მიმდინარეობდა, ახლა უკუპროცესი დაიწყო _ მეჩეთებსა და მედრესეებს სათვალავი აღარ აქვს.

ახლა ცოტა რამ ისევ შიბაქისა და სალამურის იგავიდან _ თუ რამ აქვთ ამ ველურების შთამომავლებსა და საქართველოს “ისტორიულ მეგობრებს” ევრაზიულ კულტურასთან მიახლოებული, ეს ქართული გენით (ძირითადად, დასავლეთ საქართველოს შვილების) გაკეთილშობილებული სისხლის ბრალია, რომ არაფერი ვთქვათ ზოგიერთ უნამუსო თავად-აზნაურთა თუ უაზნოთა მიერ სარფიან პროფესიად ქცეულ სამარცხვინო საქციელზე _ ტყვეთა სყიდვაზე. ამასთანავე, ყოველ წელიწადს იმერეთის მეფენი თუ სამეგრელოს მთავარნი ოფიციალური ხარკის სახით ას-ას ულამაზეს ქალ-ვაჟს უგზავნიდნენ ოსმალეთის სულთნებს ჰარამხანების შესავსებად.

ყოველივე ზემოთქმული ისტორიული ფაქტია, რომელზეც საქართველოს ფარჩაკი ხელისუფლება პოლიტიკური “მიზანშეუწონლობის” გამო ხმის ამოღებას ვერ ბედავს, თქვენი მონა-მორჩილი კი ოსმალოებთან “ისტორიული მეგობრობის” ხათრით ვერ გავუჩუმდები. ქოცი იქნება თუ ნაცი, ყოველ ცისმარე დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 22%-ის დროებით (?!) ოკუპაციაზე რომ ღვრიან ნიანგის ცრემლებს, თურქების მიერ სამუდამოდ ოკუპირებულ 34%-ზე რატომ არ იღებენ ხმას?!

ან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი თუ გვაქვს, თურქებმა, არაბებმა და სპარსელებმა რა დააშავეს?! რატომ არ გვაქვს არაბების, ოსმალების, სპარსელების მიერ ქართველი ერის გენოციდის მუზეუმები?

სხვათა შორის, ამერიკის მარიონეტმა ქოც-ნაცებმა, თუ მაინცდამაინც რუსეთის “ზუბი” აქვთ, ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ იმ მუზეუმს, რომელიც ქალაქის ცენტრშია გახსნილი, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი უნდა ერქვას. ბოლშევიზმის, რომლისგანაც საქართველოზე არანაკლებ რუსმა ერმაც იზარალა. თუმცა, როგორც ისტორიამ წარმოაჩინა, წითელი არმიის შემოსვლამ საქართველო აზარალა კი არა, გადაარჩინა. ბოლშევიკებმა საქართველოს უძრავ-მოძრავი ქონების ნაციონალიაცია მოახდინეს და დამპალი მენშევიკების მიერ უცხოელ ფულის ტომრებზე მიყიდული ქვეყნის მიწა-წყალი დაგვიბრუნეს.

რაც შეეხება ერთმორწმუნე რუსეთის მიერ ქართველი ერის გენოციდს, ამაზე ფიქრიც კი სასაცილოა _ დიდი სამამულო ომის დაწყების წინ ქართველები 5 მილიონზე მეტნი ვიყავით და, რომ არა ის საშინელი ომი, რომელშიც საქართველომ 300 ათასზე მეტი, ძირითადად, უცოლშვილო მამაკაცი, ანუ გენოფონდი დაკარგა, დღეს ქართველები (რომელთა ფიზიკურ და, რაც მთავარია, სულიერ გენოციდს ახორციელებენ ჩვენი დასავლელი “მეგობრები”) 5 მილიონზე მეტნი ვიქნებოდით.

და აჰა, მივადექით წერილის მთავარ თემას.

ზემოთქმულის გამო ხშირად მომსვლია კამათი, ძირითადად, ახალგაზრდებთან, დაახლოებით ასეთი “არგუმენტებით” მიპირისპირდებიან ხოლმე: “თუ ერთმორწმუნენი არიან, დაგვიბრუნონ ცხინვალი და სოხუმი; ეს ხომ საქართველოს ტერიტორიებია?” “რატომ გვჩაგრავენ?” და ა.შ. ასეთ მიდგომებს მე საქმის ძველბიჭური გარჩევა ვუწოდე. კი, ბატონო, როგორც “ძველი ბიჭები” არჩევენ საქმეს, მათი ტერმინით “პრავები” ჩვენა ვართ და სოხუმ-ცხინვალი “ბეზ ბაზარა” ჩვენია, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკა არ არის ქუჩა, აქ არც კუნთების ზომა “მუშაობს” და არც ის, ვისი შვილი ან მამიდაშვილი ხარ და არც ე.წ. ქუჩის კანონებით ადგენენ მტყუან-მართალს, როგორც წესი, შეუმცდარად.

პოლიტიკაში, ვინც ძლიერია, ის ადგენს სამართალს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვინც ლაპარაკობს და ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, ან უნამუსო მატყუარაა, ან, როგორც იტყვიან, “ვერ არის თავის მატორზე”…

პოლიტიკური მთლიანობის აღდგენა უახლოეს თვალსაწიერში კი არა, საერთოდ გამორიცხულია. ერთადერთი ვარიანტი სიტუაციის მეტ-ნაკლებად ნორმალიზებისა აფხაზეთის რკინიგზის გახსნაა, რის შედეგადაც აღებ-მიცემობა, მცირე და საშუალო ბიზნესი აფხაზებსა და ქართველებს შორის ყოფით დონეზე შერიგებას ნიშნავს. ამის პოზიტიური გამოცდილება ქართველებსა და ოსებს ერგნეთის ბაზრობის სახით გვაქვს.

მაგრამ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ პირველი, რაც გააკეთა (წაიკითხე, გააფუჭა), იყო ის, რომ 2004 წელს იმხანად ქართლის გუბერნატორმა, რამდენიმე თვის წინათ კი დასავლელი სტრატეგიული “მეგობრების” მიერ პოლიტპატიმრად შერაცხილმა ირაკლი ოქრუაშვილმა ერგნეთის ბაზრობას ბულდოზერები მიაყენა და გადათხარა.

ჩემი აზრით, ეს საქმეც გამოსაძიებელია და ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ბოროტების ჩადენისთვისაც უნდა აგოს პასუხი.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here