Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ლენინის დაკრძალვას ითხოვს

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ლენინის დაკრძალვას ითხოვს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს სახელმწიფოს და შესაბამისს  ორგანოებს რუსეთის რევოლუციის ლიდერი ვლადიმერ ლენინი როგორც წესია ისე მიაბარონ მიწას. მღვდელმსახურები დარწმუნებულნი არიან, რომ ადრე თუ გვიან ცერემონია მაინც გაიმართება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ქმედება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოების აზრიც და ხელისუფლების გადაწყეტილებაც სრულ თანხვედრაში იქნება ერთამანეთთან.

2016 წლის დასაწყისში, თვით რუსეთის პრეზიდენტი პუტინის აცხადებდა, რომ “სწორედ ლენინის რიგმა არასწორმა  იდეამ დაშალა ისტორიული რუსეთი.

„ჯალათების სახელები არ შეიძლება ერქვას ქუჩებს და მოედნებს, ტერორისტების და რევოლუციონრების სახელები უკვდავყოფას არ იმსახურებენ, მათი ძეგლები არ უნდა იდგეს ჩვენს ქალაქებში, მათი გვამები არ შეიძლება იყოს გამოფენილი მავზოლეუმებში“, – განაცხადა ტელეკომპანია “რასია 24” -ის ეთერში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა.

“ჩვენ მეოთხედი საუკუნით დავაგვიანეთ, 90-იანი წლების დასაწყისშივე, როცა ძერჟინსკის ძეგლი ავიღეთ, მაშინვე უნდა გამოგვეტანა ლენინი მავზოლეუმიდან, “- განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here