Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც გადარჩენის ერთადერთი საშუალება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც გადარჩენის ერთადერთი საშუალება

822
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც გადარჩენის ერთადერთი საშუალება

რუსეთის ეკლესია აღმოჩნდა ერთადერთი საშუალება 35 წლის ანასთვის, რომელიც თავის შვილებთან ერთად გამოექცა ნორვეგიელ პედოფილ ქმარს. ამჟამად შეფარებულია შორეულ ვლადიმირის ოლქის მონასტერს და ეშინია, რომ სამეურვეო ორგანოებმა შეიძლება წაართვან ბავშვები და გარყვნილ მამას დაუბრუნონ.

ანა ეთნიკური რუსია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ესტონეთში. იქ გაიცნო თავისი მომავალი ნორვეგიელი ქმარი. მისგან ეყოლა ორი გოგონა. თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ შემდეგ რაღაც უცნაურობამ იჩინა თავი.

პირველი შემაშფოთებელი ზარი გაისმა მაშინ, როცა ქმარმა გოგონების დაბანა იკისრა. არადა, ადრე მას ასეთი სურვილი არ გასჩენია. ანას ამ “სიახლისთვის” თავიდან განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ერთხელ “ბანაობისას” რომ შევიდა აბაზანაში, ასეთი სურათი დაინახა: მამა და შვილი შიშვლები დგანან და გოგონა ეთამაშება ქმრის ერეგირებულ სასქესო ორგანოს.

ანამ აუკრძალა ქმარს გოგონების დაბანა და დახმარებისთვის დაუყოვნებლივ მიმართა ნორვეგიის ბავშვთა დაცვის სამსახურს, მაგრამ იქაურმა მუშაკებმა ვერაფერი უცნაური ვერ შენიშნეს მამის საქციელში. თუმცა იცოდნენ, რომ ანას ქმრის მამა უწინ პედოფილიის ბრალდებით იყო გასამართლებული. მადლობა ღმერთს, რომ ეს ამბავი დედისთვის არ დაუმალავთ. ანამაც არ დააყოვნა და ქმართან გაშორების განცხადება შესაბამის უწყებაში შეიტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვები დედას მიაკუთვნეს, მაგრამ მამას ნება დართეს, ორ თვეში ერთხელ ერთი კვირით ბავშვები თავისთან, ნორვეგიაში წაიყვანოს იმ პირობით, რომ შვილებთან მარტო არ დარჩებოდა. ასე გაგრძელდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ სიტუაცია თანდათან გაუარესდა.

2016 წლის მაისში ყოფილმა ქმარმა ბავშვები ტალინში ჩაიყვანა, რათა პირადად ჩაებარებინა ისინი დედისთვის, მაგრამ დამშვიდობების დროს უმცროსმა გოგონამ მამასთან მიირბინა და რამდენჯერმე აკოცა ფეხებს შორის, საზარდულში. როცა უფროსები დაინტერესდნენ მისი უცნაური საქციელით, ბავშვმა უპასუხა, რომ ნორვეგიაში ყოველთვის ასე ეთამაშებოდა მამას. ანამ ისიც შეამჩნია, რომ გოგონებს ყოველთვის ტკიოდათ საზარდული. ექიმმა გასინჯა: სასქესო ორგანოები გოგონებს ძლიერ ჰქონდათ გაღიზიანებული. ეს ყველაზე “უწყინარი” ფაქტია იმ ამბების რიგიდან, რომლებზეც ანამ ილაპარაკა. მაგრამ ესტონეთის სამართალდამცავებმა და ბავშვთა მეურვეობის სტრუქტურის მუშაკებმა ამ ყველაფერზე თვალი დახუჭეს. ბავშვები პედოფილი მამის ხელში რომ არ ჩაეგდო, დედა რუსეთში გადაიხვეწა. იგი და მისი გოგონები ვლადიმირის ოლქში მონასტერმა შეიფარა.

“მადლობელი ვარ რუსი მართლმადიდებელი ადამიანების, რომლებმაც შეგვიფარეს და დახმარება აღმოგვიჩინეს. რა იქნება შემდეგ, არ ვიცი, მთელი ცხოვრება მონასტერში დამალვას ვერ შევძლებთ. სამუშაოს დაწყება ჯერ არ შემიძლია, რადგან არ მაქვს საბუთები, მაგრამ ეს პედოფილ მამაზე მაინც უკეთესია”, _ იმეორებს ანას სიტყვებს გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა” ამ საზარელი ამბისადმი მიძღვნილ თავის პუბლიკაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here