Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთისგან ყველაზე მეტ სურსათს ევროკავშირი ყიდულობს

რუსეთისგან ყველაზე მეტ სურსათს ევროკავშირი ყიდულობს

153

დასავლელისტრატეგიული მეგობრებირუსეთისგან ყველაფერს ყიდულობენ, საქართველოს კი ამ მეზობელ ქვეყანასთან დაახლოებას უკრძალავენ.

1 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთმა 16,9 მლრდ დოლარის პროდუქცია გაიტანა უცხოეთში გასაყიდად, რაც 16%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, ზრდის ტემპის მიხედვით, ექსპორტში ლიდერია ცხიმპროდუქტები, რომლის გაყიდვამ 39%-ით მოიმატა და 3,85 მლრდ დოლარს მიაღწია, თუმცა, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტი გაიყიდა მარცვლეული _ 4,76 მლრდ დოლარის. ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტმა 25%-ით მოიმატა და 774 მლრნ დოლარს მიაღწია, თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების ექსპორტმა კი _ 2,93 მლრდ დოლარს.

მიმდინარე წელს, ექსპერტთა აზრით, რუსეთი 47 მლრდ დოლარის პროდუქციას გაიტანს საზღვარგარეთ. შესყიდვების მიხედვით ლიდერია ევროკავშირი, რომელმაც ჩინეთს გაუსწრო, მესამეა თურქეთი, მეოთხე _ სამხრეთი კორეა, მეხუთე _ ყაზახეთი.

eadayly.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here