Home სხვადასხვა დაიჯესტი როცა სტუმრად მიდიხარ, მასპინძლებს შენი ქუდით სიარული არ უნდა მოსთხოვო

როცა სტუმრად მიდიხარ, მასპინძლებს შენი ქუდით სიარული არ უნდა მოსთხოვო

როგორ იცვლება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა

2952
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში შეჭრასაშშის ისტორიის ყველაზე დიდი შეცდომაუწოდა. ის ჩაფლავებად მიიჩნევს, აგრეთვე, თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამას, მცდელობას, ერაყიდან ჯარი გამოეყვანა. კარგა ხანია, ტრამპი აკრიტიკებს აშშის საგარეო პოლიტიკას. ის, ფაქტობრივად, უარს ამბობსმორალური ლიდერობისკონცეფციაზე, არ სურს, ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების საქმეებში და ყურადღება გადააქვს საშინაო პრობლემებზე.

“მიუხედავად იმისა, რომ ობამა, შესაძლოა, არამართებულად მოიქცა, როცა იქიდან ჯარისკაცები გამოიყვანა, მაგრამ მათი იქ შეყვანა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომელიც კი დაუშვიათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, _ თქვა ტრამპმა და დასძინა, _ 7 ტრილიონი დოლარი და მილიონობით სიცოცხლე, მე ვითვალისწინებ დანაკარგს ორივე მხარეს, მილიონობით სიცოცხლე”.

ერაყში, ავღანეთსა და სირიაში ომების ამერიკის საგარეო პოლიტიკის ჩაფლავებით დასრულებაზე ტრამპს ადრეც არაერთხელ ულაპარაკია; მაგალითად, 2015 წელს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. მაშინაც, როცა მხოლოდუბრალომულტიმილიარდერი იყო, ყოველთვის გამოდიოდა ერაყში ინტერვენციის წინააღმდეგ. ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის მოქმედების კატასტროფულობის დასამტკიცებლად მოჰყავდა მრავლისმეტყველი მაგალითი: ისლამური სახელმწიფოსმებრძოლები სწორედ მაშინ დაეპატრონენ რეგიონის ნავთობსაბადოებს. ტრამპი ნეგატიურად აფასებდა მათ საომარ უნარებს, ვინც ეხმარებოდა ვაშინგტონს ერაყში დემოკრატიის დამყარებაში. მისი თქმით, “ერაყელები პირველი გასროლისთანავე გარბოდნენ ბრძოლის ველიდანდა მოწინააღმდეგეს უტოვებდნენ ამერიკულ შეიარაღებასა და ტექნიკას. “ორიათას სამასი ყველგანმავალი ჩაიგდო ხელში მტერმა”, _ დააზუსტა ტრამპმა.

ტრამპის წინამორბედებიც აღიარებდნენ, რომ შეცდომები დაუშვეს ახლო აღმოსავლეთში. ობამამ, როცა თეთრ სახლს ტოვებდა, 2016 წლის დეკემბერში თქვა: “2003 წელს ინტერვენციისას დაშვებულმა შეცდომებმა ხელი შეუწყო ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ორგანიზაციისა, რომელიც შემდეგ ცნობილი შეიქნა, როგორცისლამური სახელმწიფო”. პოსტის გადაბარებისას მას იმის აღიარება მოუწია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო ერაყიდან ამერიკელი სამხედრო შენაერთების გამოყვანის შემდეგ გაჩნდა.

2007 წელს თვით ჯორჯ ბუშიც ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ ერაყში ყველაფერი რიგზე არ იყო.

ვაშინგტონი, დიდი ხანია, ცდილობს ახლო აღმოსავლეთის ხაფანგიდან თავის დაძვრენას:

პრეზიდენტები ათვითცნობიერებდნენ პრობლემის მასშტაბს, მაგრამ იცვლებოდა მხოლოდ რიტორიკა. ტრამპს უფრო ეკონომიკური მიდგომა აქვს. ის ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკისთვის ამას არაფერი მოუტანია, ხარჯების გარდა. და ეს ყოველთვის მოჰყავდა, როგორც ფულის უყაირათოდ ხარჯვის მაგალითი. რატომ იყო ის სირიის წინააღმდეგი? იმიტომ, რომ ეს მესამე კონფლიქტია, რომელშიც ჩათრეულია აშშ. ობამაც ამბობდა: უკვე ათი წელიწადია, ამერიკა ომობსო, მაგრამ მის შეწყვეტას ვერ ახერხებდა, და ეს ყველაფერი მემკვიდრეობით ერგო ტრამპს.

ობამას ადმინისტრაციის მცდელობამ, ერთი დარტყმით გაეკვეთა პრობლემების კვანძი ახლო აღმოსავლეთში, ვითარება უფრო გაამწვავა. თუ გავიხსენებთ ქრონოლოგიას _ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა, ტერორისტებისთვის პასუხის გაცემის საბაბით, გაეროს თანხმობით განახორციელა ინტერვენცია ავღანეთში, ერაყში კი საკუთარი ინიციატივით შეიჭრა, როცა სადამ ჰუსეინი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა. ობამა შეეცადა, თამაშიდან გასულიყო. ავღანეთში საომარი მოქმედებები მან, პარტნიორებზე გავლენის გამოყენებითა და მათზე წნეხის მეშვეობით ნატოს ოპერაციად გადააქცია _ შეამცირა ამერიკის მონაწილეობა და ჩართო მოკავშირეები. ობამამ დაიწყო ერაყიდან ჯარების გამოყვანა, მაგრამ ეს წამოწყებაც ჩაფლავდა: ამერიკელების თანდასწრებითისლამურმა სახელმწიფომნახევარი ქვეყანა დაიპყრო, ანუ შედეგი საწინააღმდეგო აღმოჩნდა.

ექსპერტთა აზრით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოჩვენებითი გაბედულება და საბრძოლო განწყობილება საზოგადოების აზრზე თამაშია და მეტი არაფერი.

ახლო აღმოსავლეთის საქმეებში მონაწილეობა, საჩვენებელი დარტყმები სირიაზე, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდა _ ეს ტაქტიკური ნაბიჯებია შიდაპოლიტიკური ბრძოლისთვის გაკუთვნილი. მიზანი პატრიოტობის წარმოჩენაა, აგრეთვე იმის, რომმაგარი ბიჭია”.

ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ტრამპი დროებით კომპრომისზე მიდის ნეოლიბერალებთან და ე.წ. სიღრმისეულ სახელმწიფოსთან _ Dეეპ შტატე (ამ ტერმინით აღნიშნავენ ბიუროკრატიასა და უმაღლესი დონის სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას და ქმნიან მის სახელმწიფო პოლიტიკას მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თვალსაზრისის გაუთვალისწინებლად). ტრამპი არ იზიარებს ნეოლიბერალობის ფილოსოფიას, რომელსაც აღიარებდა ბუში-უმცროსი და გარკვეულწილად _ ბარაკ ობამა. ტრამპი პრაგმატიკოსია. მას აქვს იზოლიაციონისტური პოზიცია. აი ეს არის მისი კონფლიქტის არსი სიღრმისეულ სახელმწიფოსთან: ტრამპის მოწინააღმდეგეები ამერიკის შეერთებული შტატების მისიას ხედავენ ლიბერალური ფასეულობების აქტიურად დამკვიდრებაში, პლანეტა დედამიწის გარდაქმნაში ლიბერალური თარგების მიხედვით; ისინი მიიჩნევენ, რომ მორალური კუთხით უფლება აქვთ, მიუთითონ ყველა დანარჩენს, როგორ იცხოვრონ; ამ დანარჩენმა კი, თავის მხრივ, ყველა მითითება უსიტყვოდ უნდა შეასრულოს. ასეთ მიდგომას ისინი “მორალურ ლიდერობას” უწოდებენ. ტრამპი კი მისიონერი არ არის, ის “ოჯახის მამაა” და მზად არის, იომოს არა მოჩვენებითი “მსოფლიო კეთილდღეობისთვის”, არამედ ამერიკის კონკრეტული ეკონომიკური სარგებლისთვის. და, როდესაც ნეოლიბერალებისა და მის თვალსაზრისში განსხვავება თვალში საცემი გახდა, ტრამპს სერიოზული კონფლიქტი შეექმნა მათთან.

აშშ-ში ბევრისთვის სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან “მორალური ლიდერობის” პრინციპზე უარის თქმა იყო მისი სიტყვით გამოსვლა ერ-რიადში _ საუდის არაბეთის დედაქალაქში 2017 წელს. “ჩვენ აქ იმიტომ არ ვართ, რომ ვასწავლოთ სხვებს, როგორ იცხოვრონ, რა გააკეთონ და რას სცენ თაყვანი”, _ თქვა მან. ტრამპის პოლიტიკას ბევრი მომხრე ჰყავს რიგით მოქალაქეებს შორის და ეს პოლიტიკა რევოლუციურ გარდაქმნებს იწვევს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ სრულიად მსოფლიოში. ამერიკელებს არ სურთ, იყვნენ განსაკუთრებული ერი დედამიწაზე; სურთ, იყვნენ ყველაზე ძლიერი და მდიდარი, მაგრამ არა _ განსაკუთრებული.

ტრამპი დაუფარავად ამბობს: ჩვენ სულაც არ გვანაღვლებს დემოკრატია ავღანეთში თუ სხვა ქვეყანაში, ჩვენ გვსურს, ამერიკელებმა იცხოვრონ ნორმალურად. და ამ საკითხში ხალხი მხარს უჭერს ტრამპს.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here