Home რუბრიკები პოლიტიკა როცა მუნჯი ყრუს ელაპარაკება

როცა მუნჯი ყრუს ელაპარაკება

რამდენი შეიძლება აიტანოს ადამიანმა: მსოფლიო ისევ ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა. რუსეთი დაჟინებით აცხადებს, რომ არავისზე თავდასხმას არ აპირებს. კოლექტიური დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთის სტრატეგიის სადღეხვალიო ამოცანა, მაინცდამაინც, ეს არის. რუსეთი აცხადებს, რომ ცდილობს (შეეცდება), აიძულოს დასავლეთი, შეისმინოს მისი მოთხოვნები.

დასავლეთი ჯიუტად იყრუებს თავს.

რუსეთი უმეორებს, უხსნის, რომ სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, განხორციელებადი ხელშეკრულებები; სჭირდება მშვიდობა ევროპაში, მაგრამ არ აპირებს, დახურდავდეს მეორეხარისხოვან საკითხებზე შეთანხმებით.

დასავლეთს კი ამის გაგება არ სურს: მაშინ ერთბაშად დაეშლება მისი პოლიტიკური ტაქტიკის ხუხულა, რომელიც იყო და დღესაც მსოფლიო ბატონობის ყავლგასული დოქტრინისა და სამხედრო-სამრეწველო პლატფორმაზეა დაფუძნებული.

ვაშინგტონის პოზიცია, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. პრინციპულად მიუღებელი და რუსეთის წინააღმდეგ კრიტიკულად მიმართული. ამტკიცებენ, აშშ-ს აშფოთებს არა რუსეთის მისწრაფება თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ის ფორმა, რომელშიც ეს მისწრაფება არის შეფუთული; ის ბერკეტები, რომლებსაც იყენებს ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ფედერაცია. გარანტიების მიცემას არც ვაშინგტონი აპირებს და არც ბრიუსელი. რუსეთის ბერკეტები კი სამხედრო ძალის გამოყენებაა: სამხედრო მანევრები უკრაინის საზღვრის ახლოს და სხვა ამგვარი.

ილუზიების ადგილი ამ დაპირისპირებაში არ რჩება, თუმცა სადღაც ბჟუტავს მოლაპარაკების იმედის სანთელი, რომელსაც არ ჩააქრობს მხარეების კატეგორიულად შეურიგებელი პოზიციები.

ისტორიას ახსოვს ამის კონკრეტული მაგალითები.

დღეს დასავლეთის სახელმწიფოების დიდმოხელეების მაქოსებრი ვიზიტები მოსკოვში პუტინის განწყობილების გასარკვევად კომპრომისის პოვნის იმედისმომცემია.

კონფრონტაცია თუ მოლაპარაკება?

მსოფლიო ამ ალტერნატივის წინაშე დგას და ეს იცის ნებისმიერმა პროვინციელმა ექსპერტმა.

მაინც რაო?

მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების პერსპექტივა ილუზორული არ არის. მაგრამ, თუ ილუზია არ არის, მაშასადამე, ზემოქმედების პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც აშშ-ის სპეცსამსახურები თავს ახვევს სახელმწიფოს ხელმძღვანელობას.

რუსეთმა საკითხი კატეგორიულად დააყენა. ერთგვარად გაიმეორა 15 წლის წინათ მიუნხენში პუტინის წარმოთქმული სიტყვის პათოსი. მაშინ ამერიკელებმა მისი გამოსვლა შეაფასეს, როგორც წარმავალი მოვლენა, იბობოქრებენ რუსები და გაჩუმდებიანო. განსაკუთრებით აქტივობდა ცხონებული სენატორი მაკკეინი, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატად მიიჩნევდნენ და ამჟამად პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უპირველეს მეგობრად წარმოგვიდგენდა.

დრომ სხვანაირად განსაჯა: არნახულად გაძლიერებულმა რუსეთმა კვლავ წამოაყენა თავისი უშიშროების პრეტენზიები და დაფრთხა დასავლეთი _ ვაითუ? ეს უკვე ილუზია არ არის. ხისტი პოლიტიკაა თავდაცვის, რომელიც სერიოზული მოქმედებითა და რესურსებით არის განმტკიცებული. თუნდაც დემონსტრაციული ხასიათის. ატმოსფერო შეიცვალა რუსეთის სასარგებლოდ.

ეს, უპირველესად, დასავლეთმა იგრძნო და, როგორც ვთქვი, მოსკოვს მიაშურა, კრემლში რიგი დადგა მაღალი რანგის სტუმრების. თავდაცვის ინსტინქტი ამოქმედდა.

რას ითხოვენ?

ჯერ კიდევ 2008 წელს რუსეთმაპარტნიორებსშესთავაზა უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმება. გაჯიუტდნენ მაშინ ჭირვეული პატარძალივით, გაგონებაც არ გვინდაო. დღეს იკრიბებიან ევროპის წამყვანი სახელმწიფოების _ საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, პოლონეთის ლიდერები და რუსეთს სთავაზობენ, დაიწყოს მოლაპარაკება ევროპის უსაფრთხოების საკითხის გადასაწყვეტად.

მოითხოვენ კატეგორიულად თავდაჯერებული ფალავნებივით ცირკის სარბიელზე საასპარეზოდ გამოსვლის წინ, _ ცინიკურად შენიშნავენ ექსპერტები.

თანმიმდევრობით ჩადიან მოსკოვში დიდი ბრიტანეთის ჯერ საგარეო საქმეთა, შემდეგ თავდაცვის მინისტრები. ხვდებიან კოლეგებს. მათთან თათბირის შედეგებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისელი სერგეი ლავროვი ასე შეაფასებს: ბრმისა და ყრუს საუბარივით იყო. თითქოს ყურს ვუგდებთ ერთმანეთს, მაგრამ არ გვესმოდა. ჩვენი გამოწვლილი ახსნაგანმარტებანი ისეთ მოუმზადებელ ნიადაგზე დაიფანტა, როგორიც არის პოზიცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ელოდება ყინვისგან მიწის გაქვავებას, რათა ტანკები დაუბრკოლებლად შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. დავეჭვდით, ვაითუ, ანგლოსაქსები რაღაცას ამზადებენ, რადგან თავიანთი დიპლომატიური მისიების თანამშრომლების უკრაინიდან ევაკუაციას აპირებენ. დავაკვირდით მათ მოქმედებას და, ალბათ, ვურჩევთ ჩვენი დიპლომატიური დაწესებულებების არაძირითად პერსონალს, დროებით შინ წავიდეს. არ ვიცით, რა ჩანაფიქრი აქვთ ჩვენს ანგლოსაქს კოლეგებს. და ეს სამწუხაროა”.

რატომ გადაწყვიტა ევროპამ რუსეთთან დალაპარაკება და რატომ მიმდინარეობს ეს შეხვედრები მუნჯის ყრუსთან ლაპარაკის რეჟიმში? ამ შეკითხვაზე პასუხს ეძებს ექსპერტთა კლასი და პოულობს. ყველა თავისას.

ზოგი თვლის, მაგალითად, რომ დასავლეთის თანამეგობრობა ისტერიკაშია, დაბნეულია, მაგრამ ხვდება, რომ ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდება, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი არ მალავდა მოსკოვში ვიზიტის დროს. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები რუსეთის თითქოს უკომპრომისო კრიტიკის ფონზე აღიარებენ, _ გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს, საჭიროა კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკება _ უმოქმედოდ ყოფნა დამღუპველია. ეს ნარატივი დომინირებს ევროპაში, რომელზეც მიანიშნებდა მოსკოვში ვიზიტად ჩასული დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.


ლიზ ტრასმა ესტონეთში ნატოს ტანკით „იმარიაჟა“

ხანძარი შეიძლება ეს-ესაა აბრიალდესო…

ცალკე საკითხია უკრაინის კრიზისის დეესკალაცია, რადგან, ამბობენ ანალიტიკოსები, დასავლეთში ყველამ ერთმანეთი დაარწმუნა, რომ რუსეთი დღე-დღეზე თავს დაესხმება ნეზალეჟნაიას.

ისტერიკის შედეგია. დრო გადის, აფორიაქებულ ტვინებში მოზომილი დღეები, კვირები და არაფერი ხდება. ვითარება ისეთია, როგორც წლების წინათ ამერიკელების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ერაყში “აღმოჩენის” დროს იყო.

მაკრონისა და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენციით თუ ვიმსჯელებთ, მათ შეხვედრას გარღვევა არ მოჰყოლია. მაშ, თითქმის ექვსაათიანი შეხვედრის დროს რაზე ლაპარაკობდნენ? ფუჭად დროის ხარჯვა პრეზიდენტების “კარაბადინში” არ წერია.

ამის გარკვევის პერსპექტივა წინ გვაქვს. ვივარაუდოთ, რომ ადრე თუ გვიან ნაყოფს გამოიღებს. დადებითს.

ამერიკელი ექსპერტების აზრი ნარატივების რეალობის აღქმის შესახებ უთუოდ საინტერესოა. მაგალითად, ჯორჯ ბიბი, რომელიც თეთრი სახლის აპარატის ყოფილი თანამშრომელია, უმცროსი ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში კურატორობდა ეროვნული უშიშროების საკითხებს და ხელმძღვანელობდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რუსეთის საკითხების სამსახურს, აცხადებს, რომ მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ არის განწყობილი განსხვავებული ნარატივების შერიგების მიმართ. რომ არსებულ ვითარებაში უნდა ენდო ამა თუ იმ მხარის ძალისმიერ დემონსტრაციას. ყველა სხვა შემთხვევაში არავინ დაგიგდებს ყურს. საჭიროა უხეში არგუმენტები ტანკის მუხლუხების ხრჭიალის მსგავსი, მაგრამ, თუ ამ გზით სიარულს აირჩევ, ყოველთვის გადაეყრები ინციდენტებისა და ესკალაციის წინაღობებს.

იგი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკების გაგრძელება. როცა რუსეთმა პირველად წამოაყენა თავისი მოთხოვნები უკრაინისა და ევროპის მიმართ. ვაშინგტონში ბევრმა მიიჩნია, რომ ეს მოთხოვნები დაწერილია დასავლეთის მიერ მათ უარსაყოფად. დღეს ნათელია, რომ რუსეთს სურდა სრულფასოვანი მოლაპარაკების დაწყება, რათა დასავლეთთან ეფექტიანი კომპრომისისთვის მიეღწია.

დღეს, მისი აზრით, მთავარია, რომ აშშ-მა თავის წერილობით პასუხში უკვე განაცხადა მზადყოფნა, განიხილოს უშიშროების საკითხები. აქ არის ჩადებული კომპრომისის საფუძვლები.

მაშ რატომ აქვს ამოჩემებული შტატებს იმფეიკისგამეორება, რომ რუსეთი დღედღეზე თავს დაესხმება უკრაინას? ვითომ სჯერათ ვაშინგტონში, რომ ეს საშიშროება რეალურად არსებობს?

ამერიკელი ექსპერტის აზრით, დაზვერვის ცნობების ნდობა და დაჯერება საერთოდ ძნელი საქმეა. სიმართლის გარკვევა იოლი არ არის. შეცდომები ხდება ხოლმე, მაგრამ ისინი (შეცდომები) გულწრფელია (?!). მაგალითად ისევ ერაყის ფაქტს ასახელებს. იგი დარწმუნებულია, რომ დღეს ამერიკის მთავრობას გულწრფელად სჯერა, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავს უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას.

რუსი კოლეგები უპასუხებენ, რომ მართლაც იყო დრო, როცა გულწრფელობის სჯეროდათ და ეს იყო დრო “პერესტროიკის” _ გარდაქმნის აღმავლობის, მაგრამ შემდეგ ცხოვრებამ დაგვარწმუნა, რომ გულწრფელობას კარგი არაფერი მოაქვს. რაც მეტია გულწრფელობა, მით ნაკლებია სარგებელი. გულწრფელობა არაადეკვატურობას ნიშნავს. ნაკლები გულწრფელობა ნორმალურია.

ვაშინგტონის გულწრფელობა დამაფიქრებელია, რადგან, თუ აშშ-ის დედაქალაქში გულწრფელად სჯერათ თავიანთი პროპაგანდის, რუსეთისთვის ეს დიდი პრობლემაა.

რუსეთი, როგორც ცნობილია, მოითხოვს თავისი უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო დასავლეთის ყველა პარტნიორი მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიას უკრაინისთვის, რადგან ეს შეერთებული შტატებისთვის, ნატოსთვის ყველაზე აქტუალური თემაა.

ამერიკელი დიმიტრი საიმსის მტკიცებით, ფოკუსი ყოველთვის უკრაინისკენ გადაინაცვლებს, ხოლო ის გარანტიები, რომლებსაც მოსკოვი მოითხოვს, შეიძლება განხილული იყოს პუტინის მიერ მოხმობილი რუსული ანდაზის ჭრილში: Нравится, не нравится, терпи моя красавица.


ტანკის მუხლუხების დიპლომატია

ამასთანავე, ძალიან ძნელია, სრულად გამიჯნო ილუზიები და ადამიანის წარმოდგენები, რადგან, რაც ე.წ. პროპაგანდით იწყება, იოლად გარდაიქმნება გულწრფელ რწმენად ან პირიქით, როცა ფაქტებს უსადაგებენ იმას, რისი მოსმენაც სურთ.

ასე ხდებოდა მაშინ, როცა მზადდებოდა აშშ-ის თავდასხმა ერაყზე. საიმსი ამბობს, ვერ დაიჯერებს, რომ თეთრ სახლში დასხდნენ და სრული შეგნებით გადაწყვიტეს ამერიკის კონგრესისა და ამერიკის საზოგადოებრივი აზრის მოტყუება. მაგრამ გაირკვა, რომ ასეთი იარაღი სადამ ჰუსეინს არასოდეს ჰქონია.

ასეთია თანამედროვე პოლიტიკის ბუნება.

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია მეორე მხარის პოზიციის თუნდაც მხოლოდ გაგება და არა შეტევის მორევში თავდავიწყებით გადაშვება, მაგრამ დაკნინდა თანამედროვე დიპლომატია _ ილუზორულ სურვილებს ისე ეჭიდება, როგორც წყალწაღებული ხავსს.

უაღრესად საინტერესო ფორმულა გახმაურდა ექსპერტების კამათის დროს. კერძოდ: არც ერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს უკანასკნელი ბირთვული აფეთქებების აკომპანემენტის ვითარებაში. ამის გათვალისწინებით გვსურს, ვირწმუნოთ მოლაპარაკების პრიორიტეტი მაშინაც კი, თუ გვჯერა ჩვენი სიმართლის და მეორე მხარის სიმართლის არარსებობის.

ამას ამბობენ ექსპერტები, რომლებიც, მაგალითად, უკრაინას განიხილავენ, როგორც კამათის საგანს. მთავარს, მნიშვნელოვანს, მაგრამ არა როგორც თავიანთ საარსებო სივრცეს.

ესმის თუ არა რუსული ტანკების ხრჭიალი უკრაინელ ანალიტიკოს მიხაილ პოგრებინსკის, რომელიც კიევში ცხოვრობს და მოღვაწეობს?

პოგრებინსკი: _ სადღაც, 200 კილომეტრს იქით, ტანკები თუ გადაადგილდებიან, აქ არაფერი ისმის. აშშ-ის საელჩო უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე თავის თვალსაზრისს ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთი ცდება და არასწორად ინტერპრეტირებს მინსკის შეთანხმებას.

ანალიტიკოსის აზრით, მინსკის შეთანხმება დონბასისთვის ითვალისწინებს სტატუსს, რომელიც ავტონომიაზე მეტია, კონფედერაციულ (რაზეც თავის დროზე საქართველომ სეპარატისტულ ოლქებთან დაკავშირებით უარი თქვა) დონეზეა. ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც უკრაინის ხელმძღვანელობის დამხმარე საშუალება მინსკის შეთანხმების მიღების გზაზე.

მაგრამ, მაკრონის განცხადებით, ზელენსკი თითქოს მზად იყო ამ შეთანხმების შესასრულებლად.

ზელენსკიმ ფრანგი კოლეგის ნათქვამი უარყო. გაგონებაც არ სურს. ჩვეულებრივი ფანდია _ თითქოს მზად არიან შეთანხმების განსახორციელებლად, მაგრამ არ მოსწონთ. შეიძლება შეასრულონ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ინტერპრეტაციით, რომელიც ცვლის ზოგიერთი პუნქტის აღსრულების წესსა და თანმიმდევრობას, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება დონბასი და მოსკოვი.

_ თუ ამჯერად უკრაინა იკისრებს, შეცვალოს თავის კონსტიტუციაში ჩაწერილი მისწრაფება ნატოში გაერთიანების, ეს მოხსნიდა ყველა ან თითქმის ყველა პრობლემას და ბიძგს მისცემდა ურთიერთობის მშვიდობიან მოწესრიგებას, მათ შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის, _ ასკვნის უკრაინელი ანალიტიკოსი.

საყურადღებო ფაქტია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში არიან საკმაოდ სერიოზული დონის თანამშრომლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი თანდათან უფრო მოქნილ პოლიტიკას ამჟღავნებს, უკანაც იხევს კოლექტიურ დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში. მაგალითად ასახელებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ჩასვლას, რომელსაც ბევრჯერ ნეგატიურად შეუფასებია რუსეთი, მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკა და ეს შეფასებები გასცდენია ჩვეულებრივი დიპლომატიის საზღვრებს. მიუხედავად ამ არაეთიკური ამოვარდნებისა მოსკოვმა მისი მიღება დასაშვებად მიიჩნია.

რატომ ისტუმრეს ეს ქალბატონი?

_ უწინარეს ყოვლისა, _ გვიპასუხებენ რუსი ექსპერტები, _ თუ უარს ვიტყვით ურთიერთობაზე იმიტომ, რომ მავანმა ჩვენზე ცუდად ილაპარაკა, მაშინ დასავლეთ ვექტორი თითქმის მთლიანად უნდა გავაუქმოთ.

_ იქნებ, ღირდეს?

_ შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიდი ბრიტანეთი ამჯერად უკრაინის ფრონტზე აქტიური მოთამაშეა. მისი მოსკოვში მიღება ნიშნავს, რომ მზად ვართ, ავუხსნათ ყველას, ვინც გინდა ჩამოვიდეს, ჩვენი პოზიცია, რომ არავითარ დათმობაზე არ ვართ წამსვლელები. ლავროვის რეაქციას თუ გავიხსენებთ, რუსეთი არაფერს დათმობს.

საინტერესო რეპლიკები გაისმა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს.

ბრიტანელი მინისტრი: “ფაქტები ღაღადებს, რომ ჩვენ წინაშეა ჯარის ნაწილების გარკვეული რაოდენობა, ასევე _ იარაღი უკრაინის საზღვართან და მიგვაჩნია, რომ ეს არის მუქარა, მოწმენი ვართ კიბერომის და ომის სხვა სახეობების, რომლებიც უკრაინაში დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული”.

ლავროვი: “ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავარია თავიდან ავირიდოთ ომი უკრაინაში.

ეს დრამა, რომელსაც დღეს აქ გაითამაშებს დასავლეთი, უფრო და უფრო ემსგავსება კომედიას. დასავლეთის ქვეყნები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რომ შეიტყობენ რუსეთბელარუსის სამხედრო სწავლების დამთავრებას და რუსეთის ჯარის ნაწილები რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან, მაშინვე ატეხენ დიდ ხმაურს იმის დასამტკიცებლად, რომ დასავლეთმა დეესკალაციას მიაღწია. თუმცა ეს იქნება ჰაერით ვაჭრობა, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ სწავლების შემდეგ რუსეთის ჯარის ნაწილები წესისამებრ თავიანთ განლაგებებში ბრუნდებიან”.

დასკვნისთვის: ექსპერტთა აზრით, რუსეთის ქმედების ნეგატიური აღქმა ამერიკის პოლიტიკაში ძალაში დარჩება. უახლოესი მომავლისთვის იქნება შენარჩუნებული.

აშშ ძველი დიდების პარადიგმაში რჩება დაცივ ომშითავისიგამარჯვებისკმაყოფილებით ტკბობას განაგრძობს. აღარ არის საყოველთაო ჰეგემონი, მაგრამ ჩაბღაუჭებულია თავის ყოფილ სტატუსს. ხოლო დასუსტებული ზესახელმწიფო უკიდურესად საშიშია. საერთაშორისო ურთიერთობების მდინარებაში ჩაყრილი მისი ყროლი ბაბაჯანას ქოშები აბინძურებს ატმოსფეროს.

რუსეთს ძალი შესწევს ქადილისა, გააჩნია თავმოყვარეობა და მდევრის როლში ყოფნა ხელს აღარ აძლევს.

დანარჩენს ხვალ-ზეგ მოვესწრებით და ნურავინ დაიბრალებს მოციქულობას.

არმაზ სანებლიძე

P.S. დანელიაგაბრიაძის ფილმარ დაიდარდოშიმობოჰემო სამეული, ჯიბეგახვრეტილი ქეიფის მოყვარულები შემთხვევით გადაეყრებიან თურქეთიდან შინ მიმავალ რუს ჯარისკაც ეგორსა და მის ძაღლს, რომელსაც ჰქვია ერზრუმი, სინამდვილეში _ შარიკი.

ეგორი გზას ასცდა.

“Православные, где тут Кутаис?

– Кутаис там, вы оттуда идете.

– Проскочил значит.

– А Тифлис там?

– Там Стамбул.

 (სხვა მიმართულებით მიანიშნებენმოყვარული გეოგრაფები”).

 -Стамбул нам не нужен. Мы там были. Там турки”.

რუსეთს ისე აინტერესებს უკრაინაში შეჭრა, როგორც ეგორს უკან, თურქეთში დაბრუნება:

“- Мы там были”.

ჩვენ იქ ვიყავითო.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here