Home ახალი ამბები საქართველო როცა დალაპარაკების უფლებას არ გაძლევენ

როცა დალაპარაკების უფლებას არ გაძლევენ

ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოსთხოვა, არ აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან

240

საქართველოში აშშის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ დაუშვებელია საქართველოს მონაწილეობა ახალ რეგიონულ .. 3+3-ის ფორმატში, ერთი მხრივ, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს; მეორე მხრივ, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

“რუსეთი შემოიჭრა და დაგიპყროთ, თქვენს მეგობრებს ერჩივნათ, თქვენგან მოესმინათ სიტყვა “შეუძლებელია” ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე”, _ ასეთი იყო ამერიკელი დიპლომატის რეაქცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის 8 ოქტომბრის განცხადებაზე, რომ “რთულია, საქართველო “3+3”-ის ფორმატში ჩაერთოს, მაგრამ ქვეყანამ რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში ჩვენ წარმოდგენილი უნდა ვიყოთ რაღაც ფორმით, ოღონდ არა სახელმწიფო ინტერესების ან რაღაცის დათმობის ფასად”.

2020 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეაზე განაცხადა, რომელიც გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის თანამშრომლობას რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ გაიმეორა 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანში ვიზიტისას და განაცხადა, რომ კავკასიაში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი, რაც სრულიად მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

P.S მოგვიანებით იან კელიმ, ასე ვთქვათ, გაასწორა თავისი ტვიტი და დაწერა: “სასიამოვნოა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ განმარტა პოზიცია “3+3” ფორმატზე. საქართველო არ განიხილავს რუსეთს ამ ფორმატში. საქართველო ხალხთა დემოკრატიულ ოჯახს მიეკუთვნება”.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here