Home ახალი ამბები საქართველო “როსპოტრებნადზორი”: ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა

“როსპოტრებნადზორი”: ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა

617
“როსპოტრებნადზორი”: ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზედამხედველო ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა.

კერძოდ, ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ შარშან გამოვლენილი იყო 203 ათასი ლიტრი ღვინოებისა, რომლებიც არ შეესაბამებოდა აუცილებელ მოთხოვნებს.

“2014-დან 2018 წლის ჩათვლით იმ ალკოჰოლური პროდუქციის რაოდენობამ, რომლებიც არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, 2,9-ჯერ მოიმატა და შეადგინა 203 ათასი ლიტრი”, _ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზედამხედველო ფედერალურმა სამსახურმა ჩამოთვალა ის ქართული კომპანიები, რომელთა პროდუქციის შეტანაც აიკრძალა რუსეთის ბაზარზე. ესენია: “ბაგრატიონი _ 1882”, “ბოლერო ენდ კომპანი”, “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, “ბადაგონი”, “ქართული ღვინის სახლი”, “კორპორაცია ქართული ღვინო”, “ქართული ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების კორპორაცია”, “ბატონო”.

“როსპოტრებნადზორმა” განაცხადა, რომ აძლიერებს კონტროლს საქართველოში წარმოებული და რუსეთში შეტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხზე.

საქართველოს მსოფლიოს 53 ქვეყანაში ყოველწლიურად გააქვს დაახლოებით 150 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. ამ ღვინოების 60%-ის ექსპორტი მოდის რუსეთზე. მხოლოდ 2018 წელს რუსეთში ექსპორტირებული იქნა 53,6 მლნ ბოთლი ღვინო.

როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 8 ივლისიდან აკრძალა ფრენები საქართველოს მიმართულებით. აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ იარსებებს ნებისმიერი მუქარა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here