Home რუბრიკები სპორტი რონალდინიო გაუჩო _ ფეხბურთელი-გენიოსი

რონალდინიო გაუჩო _ ფეხბურთელი-გენიოსი

რონალდინიო

რონალდუ დი ასის მორეირა, იგივე რონალდინიო გაუჩო (გაუჩო _ სუბეთნიკური ჯგუფი არგენტინაში, ურუგვაისა და ბრაზილიის შტატ ნიუგრანდეში. ტერმინი გაუჩო ან გაუშო (პორტ.) შინაარსობრივად ჰგავს ამერიკულ კოვბოის) 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, არის 2005 წლისოქროს ბურთისმფლობელი, 2004 და 2005 წლებში დასახელებული იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, ფიფას ვერსიით.

რონალდინიო დაიბადა 1980 წლის 21 მარტს ბრაზილიის სამხრეთ შტატ რიუ-გრანდეს ქალაქ პორტუ-ალეგრიში. ის ოჯახში მესამე შვილია. 7 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. უფროსმა ძმამ რობერტომ, რომელიც იმედისმომცემ თავდამსხმელად ითვლებოდა, კონტრაქტი გააფორმა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “გრემიოსთან” და ოჯახის შემოსავლებმა ოდნავ მოიმატა. კლუბმა, იმის გამო, რომ რობერტოს შენარჩუნება სურდა, მას სახლიც კი აჩუქა, მაგრამ ტრავმის გამო რობერტოს კარიერა შეწყდა. ფეხბურთის სპეციალისტების ყურადღება უმცროსმა ძმამ მიიპყრო, რომელიც 7 წლიდან სწავლობდა ლანჯენდონკის საფეხბურთო სკოლაში. სწორედ იქ შეარქვეს მას რონალდინიო. მოგვიანებით, თანამემამულე რონალდოსგან განსხვავებული რომ ყოფილიყო, გვარისთვის გაუჩოს დამატება მოუწია. რონალდინიო 13 წლის იყო, პირველად რომ მიიპყრო ბრაზილიის მედიასაშუალებების ყურადღება, როცა მისმა გუნდმა ფუტზალში (მინი-ფეხბურთში) მეტოქე ანგარიშით 23:0 დაამარცხა და 23-ვე ბურთი რონალდინიომ გაიტანა.

რონალდინიო ბავშვობაში
რონალდინიო ბავშვობაში

“გრემიოს” ახალგაზრდულ გუნდში რონალდინიო 15 წლიდან თამაშობდა, პარალელურად გატაცებული იყო ფუტზალითა და პლაჟის ფეხბურთით. 1997 წელს მან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების მაისურიც მოირგო. “გრემიოს” ძირითად შემადგენლობაში რონალდინიოს დებიუტი 1998 წელს ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში შედგა.

1999 წელს კი ჭაბუკმა რონალდინიომ პირველი ტიტული მოიპოვა _ “გრემიო” შტატის ჩემპიონი გახდა. ფეხბურთის მოყვარულებმა და სპეციალისტებმა სათანადოდ შეაფასეს მისი თამაში _ ფონტები, ბრწყინვალე გადაცემები, გოლები… ეს შენიშნეს კლუბების მფლობელებმაც.

2000 წელს რონალდინიომ “გრემიოს” ხელმძღვანელობისგან მალულად გააფორმა წინასწარი კონტრაქტი ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენთან”, განაწყენებული გულშემატკივრები მინდორზე მის ყოველ გამოჩენას სტვენით ხვდებოდნენ. მან “გრემიოში” 35 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. “პარი სენ-ჟერმენში” პირველ წელიწადს რონალდინიო ხან ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, ხან სათადარიგოთა სკამზე იჯდა. 2002-2003 წლების სეზონში კი მან სრულად გამოავლინა თავისი ნიჭი და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სპეციალისტებს. რონალდინიოს შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავად, “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა და ამიტომ ბრაზილიელმა ფორვარდმა კლუბი დატოვა.

2003 წლის 19 ივლისს რონალდინიო “ბარსელონამ” შეიძინა. მოლაპარაკებები რთული იყო. რონალდინიოს გადასვლა კატალონიურ კლუბს 32,25 მლნ ევრო დაუჯდა. პირველივე სეზონში მან 22 ბურთი გაიტანა.

2005 წელს რონალდინიომ დიდი უპირატესობით მოუგო ფრენკ ლემპარდოს “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლა და მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.

2007-2008 წლების სეზონში ტრავმის გამო რონალდინიო გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან გამოიყვანეს, მოგვიანებით კი მან დატოვა “ბარსელონა” და მილანის “მილანში” გადაბარგდა. 2010-2011 წლების სეზონში ფეხბურთელს კონფლიქტი ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელებთან, მას ხშირად ხედავდნენ ღამის კლუბებში. ამ პერიოდიდან რონალდინიოს კონტრაქტების ვადები სულ უფრო მცირდებოდა. ის კლუბს კლუბზე იცვლიდა, მათ შორის იყო “ატლეტიკო მინეირო” (მინეს ჟერაისოს შტატის ჩემპიონი, ბრაზილია), “ფლამენგო” (ბრაზილია), “კერატარო” (მექსიკა), “ფლუმინენსე” (ბრაზილია), “ბარსელონა” (გუაიკილი, ეკვადორი).

რონალდინიო

ვარსკვლავის სტატუსს ხელი არ შეუშლია ფეხბურთელისთვის ნათესავებზე ზრუნვაში. ძმა რობერტო მისი აგენტი გადა, და დეიზი _ პრესმდივანი.

2000-იანი წლების დასაწყისში რონალდინიოს რომანი ჰქონდა ღამის კლუბის მოცეკვავე ბრაზილიელ ჟანაინა მენდესთან. 2005 წელს დაიბადა მათი შვილი, რომელსაც ჟოაო დაარქვეს, რონალდინიოს მამის პატივსაცემად. აღსანიშნავია, რომ რონალდინიო, რომელმაც ბევრი ქალის გული დაიპყრიო, თავს ულამაზო, თუმცა მომხიბვლელ მამაკაცად მიიჩნევს.

2016 წელს ფეხბურთელმა შექმნა საკუთარი მობილური დანართი Emojinho (android-ისა და ios-ის ბაზაზე), რომელიც “სმაილიკების” სტანდარტულ ნაკრებს რონალდინიოს გამოსახულებიანი სტიკერებით ავსებს.

რონალდინიო და მაიკლ ტაისონი
რონალდინიო და მაიკლ ტაისონი

2016 წლიდან რონალდინიო “ბარსელონას” ოფიციალური ელჩია აშშ-ში.

რონალდინიო მეუღლესა და შვილთან ერთად
რონალდინიო მეუღლესა და შვილთან ერთად

2016 წელს სახელგანთქმულ მოკრივე მაიკ ტაისონთან ერთად მონაწილეობდა გადაღებებში ფილმისაკიკმოკრივე ლამბერი”. ეს არ ყოფილა მისი პირველი გამოცდილება კინემატოგრაფში. პირველად ის გადაიღეს 2002 წელს ფილმშიითამაშე ისე, როგორც ზიზუ თამაშობს” (ითამაშა საკუთარი თავი). მონაწილეობსნაიკის”, “კოკაკოლას”, “პეპსის” EA Sportის, Danone რეკლამებში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here