Home სხვადასხვა დაიჯესტი რომის პაპმა ისაუბრა ლგბტ ბავშვების მიმართ ღმერთის სიყვარულზე

რომის პაპმა ისაუბრა ლგბტ ბავშვების მიმართ ღმერთის სიყვარულზე

რომის პაპმა ისაუბრა ლგბტ ბავშვების მიმართ ღმერთის სიყვარულზე

რომის პაპი ფრანცისკე შეხვდა ლგბტ მოზარდების მშობლებს და უთხრა, რომ ღმერთს ყველა თავისი შვილი უყვარს. ეს განაცხადა ქალმა, სახელად მარა გრასიმ, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, _ იუწყება CNN.

გრასიმ დააზუსტა, რომ პონტიფიკს არ ულაპარაკია მაინცდამაინც ლგბტ ბავშვებზე, მაგრამ გასაგები იყო, რომ იგულისხმებოდა ყველა ყმაწვილი. პაპის თქმით, კათოლიკურ ეკლესიას უნდა უყვარდეს ყველა კაცი და ქალი.

ვატიკანმა არ დაადასტურა, რომ პონტიფიკმა სწორედ ასე ილაპარაკა, დაადასტურა მხოლოდ ის, რომ პაპი ნამდვილად შეხვდა ლგბტ ბავშვების მშობლებს, რომლებიც ამ კატეგორიის ბავშვების მშობელთა იტალიის ასოციაციაში არიან გაერთიანებულნი.

11 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანცისკემ სექსი და გემრიელი საკვები ღვთაებრივ სიამოვნებად მოიხსენია. მან განმარტა, რომ კვებით მიღებული სიამოვნება ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობას, სექსი კი სიყვარულს ალამაზებს და ადამიანების მოდგმის გაგრძელებას ემსახურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here