Home სხვადასხვა დაიჯესტი რომისა და ბრიუსელის კონფლიქტი ევროკავშირს ანგრევს

რომისა და ბრიუსელის კონფლიქტი ევროკავშირს ანგრევს

რომი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ცდილობს, ევროკომისია წინააღმდეგია

710
რომისა და ბრიუსელის კონფლიქტი ევროკავშირს ანგრევს

ევროკომისიის მორიგ სხდომაზე განიხილეს იტალიის ბიუჯეტის საკითხი და არ დაამტკიცეს წარდგენილი დოკუმენტი. ქვეყანას წინ უდევს .. გადაჭარბებული დეფიციტის პროცედურა, უარის შემთხვევაში _ სანქციები. იტალიელების რეაქცია მყისიერი იყო: მოსახლეობის უმრავლესობა მზად არის, ევროკავშირიდან გამოვიდეს ახალი მთავრობის კურსის შესანარჩუნებლად. ამ თემაზესაქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში (#42) გამოქვეყნდა წერილიიტალიასა და ევროკავშირს შორის უფსკრული ღრმავდება”. დღეს დამატებით ინფორმაციას გთავაზობთ.

ულტიმატუმების ენა

მკაცრი ეკონომიის პოლიტიკით დაღლილმა იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, გაზარდოს ხარჯები, რათა, ბოლოს და ბოლოს, დაიწყოს ეკონომიკის გაზრდა. ასეთი იყო იმ პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებიც მმართველ კოალიციაში გაერთიანდნენ. შედეგად 2019 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის გაზრდის უზრუნველყოფის გათვალისწინებით შედგა. ევროკავშირს ეს ძალიან არ მოეწონა, თუმცა ფორმალურად განაცხადა, რომ ბიუჯეტი ვერ დაფარავს გაზრდილ ხარჯებს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ მათ უკეთ იციან, რა უკეთესია იტალიელებისთვის და რა _ უარესი.

იტალიის მთავრობა რადიკალურად განსხვავებული აზრისაა. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხალხის ინტერესები ბრიუსელის წინაშე აღებულ ვალდებულებებზე მაღლა დგას და არ ვაპირებთ, გავაღარიბოთ ადამიანები სხვათა მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და მოთხოვნების გამო”, _ ხაზგასმით აღნიშნა მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის _ “ჩრდილოეთის ლიგისერთერთმა ლიდერმა ლორენცო ფონტანამ.

ევროკომისიამ უარი თქვა იტალიის ბიუჯეტის დამტკიცებაზე, რადგან ზომაზე მეტი ხარჯი გაზრდის იტალიის სახელმწიფო ვალს.

ევროკომისია რომს დაემუქრა დიდი ჯარიმით, რომლის მოცულობა 3,4-დან 8.5 მილიარდ ევრომდე იქნება. იტალიელებმა, რომლებიც თავიანთი ტემპერამენტით გამოირჩევიან, პასუხი არ დაუგვიანეს: მათ ჩვენი დასჯა სურთ, მაგრამ ეს უფრო მეტად ევროკავშირს დააზარალებს. ისინი ნამდვილად გაგიჟებულან, თუ მართლა აპირებენ ჩვენს დაჯარიმებას”, _ განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრის მოადგილე მატეო სალვინიმ და დასძინა, რომ, თუ ასეთ ღონისძიებებს განახორციელებენ იტალიის მიმართ, მაშინ ევროკავშირის წინააღმდეგ მოსახლეობის 60 პროცენტი გამოვა, “ეს უფრო მეტია, ვიდრე იმ ბრიტანელების წილი, რომლებმაც ხმაბრექსიტსმისცეს”.

როცა ზომას ვერ საზღვრავენ

დაჯარიმების სცენარი იტალიის დაშინების მცდელობაა. სანქციებით რომ ემუქრება, ევროკომისია რომის დაყოლიებას ცდილობს ე.წ. ზედმეტი დეფიციტის მოთხოვნის პროცედურის შესასრულებლად. ეს პროცედურა გულისხმობს, რომ სამიდან ექვსი თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა წარადგინოს ბიუჯეტის იმ ხარჯვით ნაწილზე უარის თქმის გეგმა, რომელიც უარყო ევროკომისიამ. ახალ ბიუჯეტში უნდა აისახოს იმ ღონისძიებების განხორციელების დეტალური გეგმა, რომელიც უპასუხებს ევროპულ წესებს.

მსგავსი ღონისძიება 2009 წელს განხორციელდა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი) მიმართ.

მაშინ სანქციების მუქარით ბრიუსელმა აიძულა აღნიშნული ქვეყნები, დათანხმებულიყვნენ ევროკომისიის მოთხოვნებს, რამაც მკვეთრად უარყოფითი მოვლენები გამოიწვია ამ ქვეყნების ეკონომიკაში, მაგალითად, უნგრეთში ნეგატიურად აისახა ჯანდაცვისა და საპენსიო გადასახადებზე, გაუქმდა და შემცირდა სასოფლოსამეურნეო სუბსიდიები; პოლონეთში გააუქმეს პენსიაზე ადრე გასვლის წესი, საპენსიო ასაკი 67 წლამდე გაზარდეს; ჩეხეთში გაყინეს სოციალური დახმარებები; სლოვაკეთში შეამცირეს სასოფლოსამეურნეო სუბსიდიები და პენსიის რეფორმა განახორციელეს.

ამას გარდა, ყველა ქვეყანაში გაზარდეს პირდაპირი და ირიბი გადასახადები. ყველგან გაიზარდა აქციზები, ჩეხეთში კი უძრავ ქონებაზე გადასახადი გაორმაგდა.

რომი არ აპირებს დამორჩილებას, თუმცა პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ ფორმალურად განაცხადა, რომ იმედოვნებს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟან-კლოდ იუნკერთან. ამასთანავე, მთავრობა არ აპირებს, უარი თქვას პენსიისა და უმუშევართათვის დახმარებების გაზრდაზე.

იტალიელებს განზრახული აქვთ ბიზნესისთვის გადასახადების შემცირება, რადგან ზოგიერთი ქალაქის ბიუჯეტს ეს გადასახადები მოგების 70 პროცენტს აკარგვინებს. შედეგად ბიზნესმენებს არ რჩებათ ფული წარმოების მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის. ისე ჩანს, რომ ამ ვითარებაში იტალიისთვის უფრო ადვილი იქნება ევროკავშირიდან გასვლა, ვიდრე ბრიუსელის მითითებების შესრულება.

დომინოს პრინციპი

თუ რომი უარს იტყვის ზედმეტი დეფიციტის პროცედურაზე, ევროკომისია იძულებული იქნება, დაიწყოს სანქციების დაწესებაზე ხმის მიცემის პროცედურა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ “ევროპული კონცერტი” ერთხმად მხარს დაუჭერს ამ ღონისძიებებს, რადგან ევროკავშირში ბევრი გულწრფელად თანაუგრძნობს იტალიას.

ასე რომ, თუ მაინც დააწესებენ სანქციებს, რეალურად დადგება ევროკავშირიდან იტალიის გასვლის საკითხი, თუ არა, მნიშვნელოვნად შემცირდება ბრიუსელის გავლენა პრობლემურ ქვეყნებზე. თუ ეროვნული მთავრობები გადაწყვეტენ, განახორციელონ დამოუკიდებელი საბიუჯეტო პოლიტიკა, ევროკავშირი ფორმალურ გაერთიანებად გარდაიქმნებათუ დარჩება საერთოდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here