Home ახალი ამბები საქართველო რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

1000
რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

2018 წელს საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია. ექსპორტი ყველაზე მეტად აზერბაიჯანში გაიზარდა _ 231 მლნ დოლარით; 2018 წელს აზერბაიჯანში 503 მლნ ლარის პროდუქცია შევიდა საქართველოდან. ზრდაში ყველაზე დიდი წილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მატებაზე მოდის. 2017 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 4 548 ცალი 88 მლნ დოლარის ღირებულების, ხოლო 2018 წელს 13 047 ცალი 190 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა.

მეორე ადგილი სომხეთს უკავია, სადაც საქართველოს ექსპორტი 75 მლნ დოლარით გაიზარდა.

მესამე ადგილზე ბულგარეთია 72 მლნ დოლარიანი ზრდით. ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 75 მლნ დოლარით გაიზარდა და 730 მლნ დოლარი შეადგინდა.

41 მლნ დოლარით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში. წლის ჯამური მოცულობით კი რუსეთს საქართველოს ექსპორტში მე-2 ადგილი უკავია 437 მლნ დოლარით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here