Home სხვადასხვა დაიჯესტი რომელი წერტილები იქნება ცხელი 2021 წელს მსოფლიო რუკაზე

რომელი წერტილები იქნება ცხელი 2021 წელს მსოფლიო რუკაზე

357
გასული წლის ბოლოს მსოფლიოში ყურადღების ცენტრში იყო მთიანი ყარაბაღი

რუსეთთან გამოუცხადებელი ომის ხაზს დასავლეთი კვლავინდებურად სამხრეთ კავკასიაზე ავლებს და პოსტსაბჭოთა სივრცეს ანტირუსულ პლაცდარმად იყენებს.

ყარაბაღის რუკა

2020 წლის ბოლოს მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში მთიანი ყარაბაღი მოექცა _ სისხლისმღვრელი ომი, რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანა, შეჯახებები აზერბაიჯანელების ხელში გადასულ რაიონებში…

კონფლიქტი შეიძლებოდა დასრულებულად ჩათვლილიყო, მის შედეგებს მხარეები რომ დაეკმაყოფილებინა. სომხეთი თავს დამარცხებულად მიიჩნევს, მაგრამ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყარაბაღი დაკარგულია. აზერბაიჯანმა გამარჯვების აღლუმი ჩაატარა, მაგრამ უკმაყოფილოა მისი მოკავშირე თურქეთი, რომელსაც მიაჩნია, რომ შეიძლებოდა უფრო რადიკალური შედეგის მიღწევა და არ გაფორმებულიყო შეთანხმება.

თურქეთი შევიდა რეგიონში. ბევრი ექსპერტის ვარაუდით, ეს შენელებული მოქმედების გეოპოლიტიკური ნაღმია, მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ელემენტიდიდი თამაშისა”, რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ეწევა. ლონდონს არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი, დიდ სახელმწიფოს დაუპირისპირდეს და თავისი ჯარი სადმე გაგზავნოს, მაგრამ მას აქვს ისეთი რესურსის მართვის ბერკეტები და პოტენციალი, როგორიც არის თურქეთი, პლუს გავლენა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ბრიტანეთი ოდესღაც თავისად მიიჩნევდა. ეს არის ცენტრალური აზიის, ინდოეთისა და შუა აზიის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ცენტრის ქვემოთ მდებარეობს. სწორედ ამიტომ აამოქმედეს ძველი ინსტრუმენტები. ბრიტანულ პრესაში ახლა სულ უფრო ხშირად ჩნდება სიტყვები დიდი თამაში”. თურქეთის ექსპანსიის უკან, მიუხედავად იმისა, რომ მას სუსტი ეკონომიკა აქვს, დგანან უფრო ძლიერი სახელმწიფოები, რომლებსაც მძლავრი ფინანსური რესურსი აქვთ. მათ შეუძლიათ, ეს რესურსი დანიშნულებისამებრ მიმართონ. აქ შეიძლება გავიხსენოთ, როგორ ეხმარებოდნენ და აძლიერებდნენ ფაშისტურ გერმანიას ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდში (1919-1933 წწ.). გერმანიას იმხანად არანაირი რესურსი არ ჰქონდა. ევროპის სივრცეზე არიული ბატონობისა და ღირსების აღსადგენად მას არც ძალა ჰყოფნიდა და არც სახსრები, მაგრამ ყველაფერი მისცეს სხვა ქვეყნებმა და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მეორე მსოფლიო ომით დასრულდა.

ბორის ჯონსონი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ბორის ჯონსონი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ახალი ოსმალეთის იმპერიის, “დიდი თურანის” სტრატეგია თუ სურვილი _ სწორედ ეს არის პროგრამული განაცხადი, რომელიც აზრად მოუვიდათ თურქეთის გარკვეული წრეების წარმომადგენლებს და ამას დაემატა ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ფლობს ბრიტანეთის სამეფო და მისი მმართველი წრეები, მათ შორის ფინანსური. თურქეთი მარტო რომ გამოსულიყო, პოპულიზმი იქნებოდა, მაგრამ, რადგან ანკარა ბრიტანეთისა და სხვა ფინანსური წრეების სტრატეგიული იდეის გამტარებელია, სწორედ ეს მოთამაშეები ქმნიან ლაიტმოტივს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს თურქეთმა.

სხვათა შორის, ყარაბაღის კონფლიქტის შეწყვეტის შემდეგ თურქეთმა დაიწყო უკრაინასთან კავშირის გაღრმავება. ვარაუდობენ, რომ ერდოღანს თვალი უჭირავს ყირიმზე და შეეცდება დონბასში სამხედრო ოპერაციის პროვოცირებას, რომელიც შეიძლება დაძაბულობის საბაბად იქცეს ყირიმის ნახევარკუნძულის გარშემო

რაც შეეხება ყირიმს, ის არამხოლოდ ერდოღანის ინტერესის ზონაა. იმ ნახევარკუნძულის მიმართ ინტერესს გამოხატავენ ბრიტანელებიცა და ამერიკელებიც. ერდოღანს კი მაშინაც არ უღიარებია ყირიმი რუსეთის კუთვნილებად, როდესაც მასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. ის ხშირად გამოთქვამდა საკმაოდ პროვოკაციულ მოსაზრებებს, ბოლოს კი სრულიად მოურიდებლად განაცხადა, რომ ყირიმი თანამედროვე თურქეთის ტერიტორია უნდა იყოს (ერდოღანი ყირიმსაც კი ეპოტინება და განა საკითხავია, რას ფიქრობს და როგორ მოიქცევა ის აჭარის მიმართ, როცა წელს ყარსის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურება?! _ რედ.).

თუ გავაანალიზებთ, როგორ არის დაკავშირებული უკრაინა თურქეთთან, ნათლად გამოჩნდება ბრიტანული ძაფი.

ლონდონში ჩასული ზელენსკის დაძმაკაცებამ ბრიტანეთის დაზვერვის (მი-6) ხელმძღვანელებთან და მათმა ვოიაჟებმა თურქეთის ტერიტორიაზე გააკეთა ის, რაც ვერ შეძლეს პოროშენკოს მთავრობის პერიოდში. იმხანად იყო კონტრაქტების გაფორმების მცდელობა, რათა დაეინტერესებინათ თურქეთი, დაეწყოთ იარაღის ერთობლივი წარმოება. ზელენსკის მმართველობის პერიოდში კი, როდესაც უკრაინის ეკონომიკის მაჩვენებლები დაცემულია, უცებ ყველაფერი გამოვიდა. უბრალოდ, გაიცა ბრძანება და ორივე ქვეყანაში ეს ბრძანება შეასრულეს. უკრაინის ეკონომიკა დოტაციურია, მაგრამ თურქეთისა და სხვა საფინანსო წრეების მეშვეობით, რომლებიც დაინტერესებულები არიან გლობალური სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტით, საჭირო დახმარებას მიიღებს.

მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანაზე ალაპარაკდა
მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანაზე ალაპარაკდა

გადატრიალება დნესტრისპირეთში

მოლდოვის ახალი პრეზიდენტიც, როგორც ჩანს, დაიწყებს ძველი მოუშუშებელი იარების გახსნას… მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანაზე ალაპარაკდა. სანდუ, სხვათა შორის, ხელისუფლების სათავეში დასავლური ტექნოლოგიების წყალობით მოვიდა _ არჩევნებში გაიმარჯვა უცხოეთში მყოფი მოლდოველების ხმების წყალობით. დნესტრისპირეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხი წამოიჭრა ნატოს დონეზე, როცა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს სთხოვა, 2019 წელს დაეტოვებინა დნესტრისპირეთი, და რუსეთს გაეროს რომელიღაც რეზოლუცია შეახსენეს. თუმცა ამ თემაზე ლაპარაკს მალე დაანებეს თავი.

2021 წლის კონფლიქტის ყველა წერტილი მითითებულია RAND CORPORATIONის (ამერიკელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს აშშის მთავრობის, მისი შეიარაღებული ძალებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეკვეთებს _ ..) 2019 წლის დეკემბრის მოხსენებაში, იქ მკაფიოდ არის აღნიშნული სამხრეთი კავკასია, დნესტრისპირეთი, შუა აზია. ამ მოხსენებაში უამრავი .. ქვემოხსენებაა, რომელთა ნაწილიც დახურულია.

Rand Corporation–ის მოხსენება ეძღვნება რუსეთის შეკავებასა და მის საწინააღმდეგოდ განსახორციელებელ ქმედებებს. მოხსენებაში საუბარია ეკონომიკურ ზომებზეც, რომლებიც აშშ-მა უნდა გაატაროს, ენერგეტიკის ხაზზე _ “ჩრდილოეთის ნაკადზე” და ა.შ. RAND CORPORATIONის მოხსენებაში ლაპარაკია გეოპოლიტიკურ შეკავებაზე და ეს არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, სირიელი ამბოხებულების დახმარება, ბელარუსის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა, პროცესები სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის გავლენის შემცირება ცენტრალურ აზიაში, გადატრიალება დნესტრისპირეთში. გეგმებში მკაფიოდ არის მონიშნული წერტილები, რომლებშიც უნდა იმოქმედონ.

ადვილია დნესტრისპირეთში ვითარების გამწვავება? სავარაუდოდ, დაიწყება პროვოკაციები დნესტრისპირეთში, არადა, იქ უზარმაზარი სამხედრო საწყობებია. დასავლეთის მხრიდან უკვე ისმის წინადადებები სანდუს პირით: მოდი, გავანადგუროთ ეს საწყობები!”. ეს მოწოდება გაისმის არა ჰუმანური მოსაზრებებით, არამედ იმისთვის, რომ გამოირიცხოს სხვა არგუმენტები და რუსეთს უთხრან: “ან მათ გაანადგურებს, ან რაღაც მოხდება”. Rend Corporationის გეგმა სახელწოდებითგადატრიალება დნესტრისპირეთშიტყუილუბრალოდ არ შექმნილა.

ბრიტანეთის დაზვერვის, მი-6-ის შეფი რიჩარდ მური
ბრიტანეთის დაზვერვის, მი-6-ის შეფი რიჩარდ მური

ბელარუსის საშინაო პრობლემები

ამ მოხსენებაში ბელარუსიც არის მოხსენიებული. იქ საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაუჭერენ მხარს. ბელარუსში ჯერ კიდევ სრულად ვერ შეაფასეს ამ საპროტესტო მოძრაობის მასშტაბი, თუმცა ბოლო ხანს უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის საზღვრები სერიოზულად არის მისახედი, ანუ საზღვრები უკრაინასთან, პოლონეთსა და ბალტიისპირეთთან. ბელარუსმა ამ საკითხებს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს იმიტომ, რომ უკრაინაში მომზადებული დივერსიული ჯგუფების შეჭრა ბელარუსში ტერორისტული აქტების მოსაწყობად, ყველაზე მოსალოდნელი სცენარია მოქმედი ხელისუფლების პროვოცირებისთვის.

ურჩი შუა აზია

2021 წელს დღის წესრიგში დადგება ჩრდილოეთის ზღვის გზისა და არქტიკის საკითხები. იქნება პროვოკაციები ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მაგალითად, ბერინგის სრუტე კიდევ ერთი ზონაა პროვოკაციების მოსაწყობად. ამერიკელები იქ ტყუილუბრალოდ არ აპირებენ საავიაციო დაჯგუფების გაძლიერებას და 54 ერთეული F-35-ის გაგზავნას. ეს არის პროვოკაცია შორეულ აღმოსავლეთში. რუსები ჩინეთის სახალხო არმიასთან ერთად ტყუილუბრალოდ არ პატრულირებდნენ ამ სივრცეში. იაპონელები კი განგაშს ტეხენ კურილიის კუნძულების გამო, რომ ეს კუნძულები კბილებამდე შეიარაღებულ რაიონად იქცა _ რუსეთი გაფრთხილებებიდან კონკრეტულ საქმეებზე გადავიდა.

ამასთანავე, არის სტრატეგიული ამოცანა _ შემცირდეს რუსეთის გავლენა ცენტრალურ აზიაში, მათ შორის ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთში. ეს კვლავ გაგრძელდება იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში არის გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც მზერა თურქეთისკენ აქვთ მიპყრობილი. ბევრი ახალგაზრდა, რომლებმაც განათლება თურქული გრანტით მიიღეს, თავის მომავალს თურქეთს უკავშირებს. ასეა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ლაპარაკი აღარ არის თურქმენეთსა და აზერბაიჯანზე. ეს ქვეყნები თურქეთისკენ იყურებიან. სწორედ მათზეა გათვლილი ერდოღანის ეპატაჟები. აღსანიშნავია, რომ ადამიანები, რომლებმაც განათლება თურქეთში მიიღეს და თურქეთში გაიარეს სტაჟირება, ზემოაღნიშნული რესპუბლიკების სახელისუფლო სტრუქტურებში სულ უფრო მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ასეთი ტენდენცია, კარგა ხანია, შეინიშნება _ დაახლოებით 2010 წლიდან. ამ ქვეყნებში რუსეთის გავლენის შესამცირებლად მოძრაობა მანამდე გაგრძელდება, სანამ ეს პროთურქული შემადგენელი ძალას არ მოიკრებს და რუსეთს დაუფარავად არ დაუპირისპირდება.

მასალა მომზადებულია მცირე შემოკლებით სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის ინტერვიუს მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებულია ვებგვერდ kp.ru-ზე.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here