2019 წელს რუსეთიდან შემოსულ პირთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 1 793 005 ადამიანი შემოვიდა, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი _ 1 705 217 იყო.
საქართველოს საზღვარი ყველაზე ხშირად გადმოკვეთეს შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებმა:
აზერბაიჯანის _ 2 015 435 (+12%)
სომხეთის _1 873 823 (+9%)
რუსეთის ფედერაციის _ 1 793 005 (+5%)
თურქეთის _ 1 365 004 (+4%)
ევროკავშირის ქვეყნების _ 541 895 (+25%)
უკრაინის_ 242 947 (+19%)
ისრაელის _227 728 (+31%)
წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.