Home რუბრიკები საზოგადოება რომელია შემდეგი ეპიდემია, რომელიც კაცობრიობას მოცელავს?

რომელია შემდეგი ეპიდემია, რომელიც კაცობრიობას მოცელავს?

ექსპერტთა პროგნოზით, კაცობრიობას მომაკვდინებელი ეპიდემია ემუქრება

1498
ეპიდემია

ბევრი სპეციალისტი ქოლერის მსგავსი დაავადების პანდემიას წინასწარმეტყველებს. გამოკითხვის შედეგად, რომელიც ეპიდემიოლოგმა ლარი ბრილიანტმა ჩაატარა, მისი კოლეგების 90-მა პროცენტმა ივარაუდა, რომ  უახლოესი ორი თაობის ფარგლებში გავრცელდება პანდემია, რომელიც ერთ მილიარდამდე ადამიანს დააავადებს, 165 მილიონს დახოცავს და გლობალური ეკონომიკის დაცემას გამოიწვევსმიყენებული ზარალი კი 3 ტრილიონ დოლარს გადაჭარბებს.

თითქმის ასი წელიწადი შეალიეს ქოლერის დამარცხებას და სასიკვდილო პანდემიებთან ბრძოლას ისეთმა დიდმა და განვითარებულმა ქალაქებმა, როგორიცაა ნიუ იორკი, პარიზი და ლონდონი. წარმატების მოსაპოვებლად საჭირო შეიქნა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, წყალმომარაგების მოდერნიზაცია, ჯანდაცვის სისტემის აწყობა, საერთაშორისო კავშირების დახვეწა და ახალი სამედიცინო პარადიგმის შემუშავება.

ბოლო 50 წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ინფექციური დაავადება პირველად ან ხელმეორედ გავრცელდა ახალ ტერიტორიებზე. მსოფლიოს ექსპერტების პროგნოზით,  მომაკვდინებელი ეპიდემია გვემუქრება.

მეცნიერი ჟურნალისტი სონია შახი თავის წიგნში “პანდემია” პარალელს ავლებს ქოლერას, მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ პათოგენსა, და დღევანდელ დაავადებებს შორის.

ქოლერა თავის მსხვერპლს უცებ კლავს, დროს არ აცდენს ორგანიზმის თანდათან გამოფიტვასა და დაძაბუნებაზე. ინფიცირებული ადამიანი დასაწყისში თავს ნორმალურად გრძნობს, ნახევარ დღეში ქოლერა სრულად გამოწოვს ყველა სასიცოცხლო წვენს და გალურჯებულ, გამომხმარ ცხედარს ტოვებს.

დამაავადებელი მიკროორგანიზმი, ანუ პათოგენი, რომელიც მომდევნო მსოფლიო პანდემიას გამოიწვევს, სადღაც მის გვერდით არის გაყუჩული. როგორი მიკრობი იქნება და საიდან მოვა, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, გასაგებად იოლი რომ იყოს, მას “ქოლერის მემკვიდრე” შეიძლება ვუწოდოთ, რადგან იგი ქოლერის მიერ გაკვალული გზით გვეწვევა.

ქოლერა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პათოგენებს შორის, რომლებსაც დღესაც კი, შავ ჭირთან, გრიპთან, ყვავილსა და იმუნოდეფიციტთან ერთად, შეუძლია გამოიწვიოს პანდემია და მოსახლეობის უდიდეს მასებს შორის გავრცელდეს, თუმცა ქოლერა მაინც ცალკე დგას.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, შავი ჭირისა და ყვავილისგან განსხვავებით, მისი წარმოქმნა და გავრცელება იმთავითვე გამოწვლილვით აღირიცხებოდა დოკუმენტურად. ორი საუკუნის შემდეგაც იგი ძველებურად დაუოკებელია და სიკვდილსა და ქაოსს უწინდებური სიძლიერით თესავს; მეორე _ შედარებით ახალბედას, როგორიცაა იმუნოდეფიციტი, პანდემიების რაოდენობით დიდად უსწრებს. მოცემულ მომენტში მის ანგარიშზეა შვიდი პანდემია, რომელთაგან ბოლო 2010 წელს თავს დაატყდა ჰაიტის.

ქოლერის გამეორებულმა ეპიდემიებმა სერიოზულ ბრძოლაში გამოიწვია იმ ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტები, რომელთა ტერიტორიებზეც გავრცელდა ეპიდემია. დაავადების შესაკავებლად საჭირო იყო საერთაშორისო დონეზე ძალთა გაერთიანება, ეფექტიანი მუნიციპალური მმართველობის განხორციელება. ქოლერის საწინააღმდეგო წამლის მოსაძებნად (რომელიც სუფთა სასმელი წყალი აღმოჩნდა) ექიმებსა და მეცნიერებს მოუწიათ, სრულად გადაეხედათ ჯანმრთელობისა და ავადმყოფობების გავრცელების დამკვიდრებული წარმოდგენები.

თითქმის ასი წელიწადი შეალიეს ქოლერის დამარცხებას და სასიკვდილო პანდემიებთან ბრძოლას ისეთმა დიდმა და განვითარებულმა ქალაქებმა, როგორიცაა ნიუ იორკი, პარიზი და ლონდონი. წარმატების მოსაპოვებლად საჭირო შეიქნა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, წყალმომარაგების მოდერნიზაცია, ჯანდაცვის სისტემის აწყობა, საერთაშორისო კავშირების დახვეწა და ახალი სამედიცინო პარადიგმის შემუშავება.

ასეთია პანდემიების გარდამქმნელი ძალა.

მაგრამ კეთილდღეობის ზრდა ცვლის იმ დაავადებათა ხასიათს, რომლებიც საზოგადოებრიობას უდიდეს ზიანს აყენებს. ინფექციურ დაავადებებს ჩაენაცვლა ცხოვრების მჯდომარე წესის დაავადებანი, ქრონიკული, თითქოს არგადამდები გულის უკმარობა ან კიბო.

ამერიკის ქალაქებში, სადაც აწყობილია წყალმომარაგება, საკანალიზაციო ნარჩენების გაწმენდა და უტილიზაცია ქალაქგარეთ მოწყობილ სპეციალიზებული ობიექტების მეშვეობით და ეს ყველაფერი ჯანდაცვის სისტემასთან შეთანხმებულად მოქმედებს, ინფექციური დაავადებები არავის ახსოვდა.

მაგრამ დადგა დრო და მიკრობებმა თავი იჩინეს. ურბანიზაციამ, ქალაქებში მივარდნილი ადგილების ზრდამ და აგროსამრეწველო ფერმების გამრავლებამ ეპიდემიების აფეთქება გამოიწვია. თუ ქოლერა სამრეწველო რევოლუციის ნიადაგზე ვრცელდებოდა, მისი შთამომავლები ინდუსტრიალიზაციის შედეგებზე, კერძოდ, კლიმატის ცვლილების ნიადაგზე აღმოცენდა, რაც ატმოსფეროს ცვლილებამ გამოიწვია.

ახალ ინფექციურ დაავადებათა შორის პირველი, რომელმაც შეძლებული დასავლეთი დააავადა და დაარღვია თვალსაზრისი “პოსტინფექციური ეპოქის” შესახებ, იყო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცოდა, საიდან გაჩნდა და როგორ უმკურნალონ მისით დაავადებულ ადამიანს, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ მედიცინა დღე-დღეზე დაამარცხებდა ამ სენს _ გამოიგონებენ წამლებს, ააწყობენ ვაქცინაციას. ძირითადი პოლემიკა მიმდინარეობდა იმის გარშემო, როგორ უნდა აეწყოთ ჯანდაცვა, სწრაფად ემოქმედა. არავინ ითვალისწინებდა ბიოლოგიური საფრთხის სერიოზულობას, რომლითაც ეს ვირუსი კაცობრიობას ემუქრებოდა. ეს კი არა, დასაწყისში ისეთ ტერმინოლოგიას იყენებდნენ, რომელიც უარყოფდა მის ინფექციურ ხასიათს. ზოგიერთმა სპეციალისტმა, რომლებსაც არ სურდათ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ინფექციური ბუნების აღიარება, იგი “გეების კიბოდ” აღიარეს.

იმუნოდეფიციტს მოჰყვა სხვა ინფექციური პათოგენები, რომლებზეც არ მოქმედებდა პროფილაქტიკისა და შეკავების ჩვეული ღონისძიებები: დასავლეთ ნილოსის ვირუსი, ატიპური პნევმონია, ებოლას ციებ-ცხელება და ფრინველის გრიპის სახეობები, რომლებიც აავადებს ადამიანს. “არყოფნიდან აღმდგარმა” მიკრობებმა ისწავლეს ერთ დროს ეფექტიანი წამლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამჟამად ხელში შეგვრჩა წამლის მიმართ მედეგი ტუბერკულოზი, გამოცოცხლებული მალარია და იგივე ქოლერა.

1940 წლიდან 2004 წლამდე 300-ზე მეტი ინფექციური დაავადება გაჩნდა ან კვლავ წარმოიქმნა ადამიანების პოპულაციით დასახლებულ ადგილებში, სადაც უწინ არ არსებობდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ მორსმა განაცხადა, რომ ეს არნახული ფორმები შემოტანილია კოსმოსიდან და არის “ანდრომედას” ნატურალური შტამები, რომლებიც დედამიწაზე ცვივა.

2008 წელს ერთმა წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა აღიარა ის, რაც ბევრისთვის უკვე აშკარა იყო: მოარული ხმები იმის შესახებ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ინფექციური დაავადებები აღმოფხვრილია, “დიდად არის გაზვიადებული”.

ინფექციური პათოგენები დაბრუნდა არა მხოლოდ მიყრუებულ, გაღატაკებულ რაიონებში, არამედ აყვავებულ, ბედნიერ ქალაქებშიც. 2008 წელს ინფექციური დაავადებების სპეციალისტებმა მსოფლიო რუკაზე წითელი წერტილებით აღნიშნეს ახალი პათოგენების წარმოშობის ადგილები. ამ წითელი გამონაყარით დაიფარა დედამიწის სფერო ჩრდილოეთ განედის 30-60 გრადუსიდან სამხრეთ განედის 30-40 გრადუსამდე. ამ სარტყელში აღმოჩნდა აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი, დასავლეთი უკრაინა, იაპონია, ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთი.

მედიკოსთა მიერ ამ ფაქტის გააზრების შედეგად, შეუიარაღებელი თვალისთვის დაფარული მიკროორგანიზმების არმია _ ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, უმარტივესი, მიკროსკოპული წყალმცენარეები _ ყოვლისშემძლედ აღიქმება.

ინფექციური დაავადებების სპეციალისტები დღეს გამარჯვებას კი არ მოითხოვენ, არამედ უკან დახევას, რადგან მიაჩნიათ, რომ კიბოსა და ფსიქიკური დაავადებების ის სახეობები, რომელთა ახსნას თავის დროზე ცხოვრების წესითა და გენეტიკით ხსნიდნენ, სინამდვილეში არის სხვა, ჯერჯერობით დაუძლეველი მიკრობების “მუშაობის” შედეგი.

გამარჯვების საზეიმოდ აღნიშვნას არავინ ჩქარობს. “ირგვლივ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ მიკრობებზე, _ 2012 წელს კოლეგებით სავსე დარბაზს განუცხადა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან _ ბრედ სპელბერგმა, _ მათი ერთობლივი მასა ჩვენსაზე ასიათასჯერ მეტია. მიდი და გაიმარჯვე”.

ახალი პათოგენების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოკვდავობაც. მხოლოდ აშშ-ში 1980-დან 2000 წლამდე პერიოდში პათოგენებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტამდე იყო გაზრდილი. მათ შორის ცოტა არ არის იმუნოდეფიციტით გამოწვეული შემთხვევები.

ბევრი სპეციალისტი ქოლერის მსგავსი დაავადების პანდემიას წინასწარმეტყველებს. გამოკითხვის შედეგად, რომელიც ეპიდემიოლოგმა ლარი ბრილიანტმა ჩაატარა, მისი კოლეგების 90-მა პროცენტმა ივარაუდა, რომ  უახლოესი ორი თაობის ფარგლებში გავრცელდება პანდემია, რომელიც ერთ მილიარდამდე ადამიანს დააავადებს, 165 მილიონს დახოცავს და გლობალური ეკონომიკის დაცემას გამოიწვევს, მიყენებული ზარალი კი 3 ტრილიონ დოლარს გადაჭარბებს.

ჯერჯერობით ახალმოვლენილი პათოგენებით _ იმუნოდეფიციტითა და ღორის გრიპით _ გამოწვეული ორი პანდემიდან მოკვდავობითა და გავრცელების სისწრაფით ქოლერას ვერც ერთი ვერ შეედრება.

ღორის გრიპი 2009 წელს სწრაფად და ფართოდ გავრცელდა, მაგრამ სასიკვდილოდ გაიმეტა დაავადებულთა მხოლოდ 0,005 პროცენტი.

პანდემის მოსალოდნელი შემოტევა ნაწილობრივ განპირობებულია აღმგზნებთა რაოდენობის ზრდით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ბიოლოგიური პოტენციალი. მაგრამ, ამასთანავე, ამხელს ჯანდაცვის სისტემის, საერთაშორისო თანამშრომლობის რეჟიმის არასრულყოფილებას, საზოგადოებრიობის უუნარობას, დაირაზმოს ინფექციების წინააღმდეგ.

ახალ დაავადებებზე კაცობრიობის რეაქცია ჯერჯერობით ოპტიმისტური არ არის.

ებოლას ციებცხელებამ 2014 წელს გვინეის მიყრუებულ ტყიან მხარეში იფეთქა. ეპიდემიის ლოკალიზება შესაძლებელი იყო ყველაზე იაფი და უბრალო საშუალებებით და მაშინვე შეიძლებოდა მისი ჩაცხრობა. ამის ნაცვლად, ვირუსი, რომელიც მანამდე რამდენიმე ასეულ ადამიანზე მეტს არ აავადებდა, ერთ წელიწადში ხუთ მეზობელ ქვეყანაში გავრცელდა, დააავადა 26000-ზე მეტი ადამიანი და მის შეჩერებაზე მილიარდობით დოლარი დაიხარჯა.

კარგად შესწავლილი დაავადებები, რომელთა მოთვინიერება წამლებითა და აცრებით იოლად შეიძლებოდა, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც მათთან ბრძოლის ყველა პირობაა შექმნილი, კონტროლს აღარ დაემორჩილა.

რომელი ახალი პათოგენები გამოიწვევს ახალ პანდემიას, დრო გვიჩვენებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here