Home სხვადასხვა დაიჯესტი როდის შეუცვლიან ვაშინგტონში თეთრ სახლს სახელს და დაარქმევენ შავ სახლს

როდის შეუცვლიან ვაშინგტონში თეთრ სახლს სახელს და დაარქმევენ შავ სახლს

სარჩულით ამობრუნებული ამერიკული რასიზმი

128

ამერიკულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია Dallas Justice Now ინტერნეტში განათავსა ღია წერილი, რომელშიც მოითხოვს, რომ თეთრკანიანებმა შეწყვიტონ თავიანთი შვილების გაგზავნაპლუშის ლიგის” (“პლუშის ლიგა” _ ეს არის აშშის ჩრდილოაღმოსავლეთით 8 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის ასოციაცია _ ..) უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და იქ გამოათავისუფლონ ადგილები შავკაჰნიანებისთვის.

წერილის ავტორებმა გააკრიტიკეს დემოკრატიული პარტიის თეთრკანიანი მომხრეები ფარისევლობისთვის. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათთვის საკმარისი არ არის მოძრაობა Black Lives Matter-ის ფირნიშის განთავსება “ფეისბუქში”. თუ თეთრკანიან ლიბერალებს სურთ, დაამტკიცონ თავიანთი გულწრფელობა შავკანიანების მიმართ, მაშინ “დროა, სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ”.

ღია წერილი

“ჩვენ გვესმის, რომ თქვენ _ თეთრები ხართ და ცხოვრობთ ჰაილენდ-პარკის რაიონში (დალასის (ტეხასის შტატი) პრესტიჟული რაიონი) და ამიტომ სარგებლობთ ფერადკანიანი საზოგადოებისთვის წართმეული უზარმაზარი პრივილეგიებით”, _ ნათქვამია წერილში. აქედან გამომდინარე, DALLAS JUSTICE NOW-ი მოითხოვს, რომ თეთრებმა შეწყვიტონ თავიანთი შვილების გაგზავნა “პლუშის ლიგის” უნივერსიტეტებში, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში თეთრკანიანთა პრივილეგიას წარმოადგენდა.

Dallas Justice Now-ის აქტივისტების თქმით, თეთრკანიანები ფულს გამოიმუშავებენ და მემკვიდრეობით გადასცემენ იმიტომ, რომ აქვთ “რასობრივი უპირატესობები” და ეს “სასტიკი უსამართლობა” უნდა აღმოიფხვრას. ამერიკელთა უმრავლესობამ ორგანიზაციის მოწოდებები დაცინვად აღიქვა.

ტელეწამყვანმა კენდის ოუენსმა ამ განცხადებებზე თეთრი ლიბერალების მშვიდ რეაქციაში “პოლიტიკური მაზოხიზმი” დაინახა, მან მიუთითა შავკანიანთათვის შეურაცხმყოფელ ალოგიკურობაზე მსგავს მოწოდებებში. “შეიძლება ამოვიკითხოთ აკვიატებულობა. აი, აფროამერიკელები არასაკმარისად ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ ამ უმაღლეს სასწავლებლებში დამოუკიდებლად და დამსახურებულად მოხვდნენ”, _ აღნიშნა ოუენსმა. მისი თქმით, Dallas Justice Now-ის მოწოდებები ნიშნით ხელოვნურად გამორჩევის შესახებ გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ ყველაზე ჭკვიან აბიტურიენტებს. “ამერიკა აშკარად ყალიბდება ისეთ ქვეყნად, რომელშიც სისტემური რასიზმი პროგრესირებს”, _ განაცხადა კენდის ოუენსმა. მისი აზრით, დემოკრატიულ ლოზუნგებს ამოფარებული შავკანიანი აქტივისტები მოითხოვენ, რომ აშშ-ში ყველაფერი განისაზღვროს მხოლოდ კანის ფერის მიხედვით. ასეთი დემოკრატია კი ქვეყანას ნორმალური განვითარების გზით ვერ წაიყვანს.

ინსტრუქცია

Dallas Justice Now-ის მოთხოვნა, “პლუშის ლიგის” უნივერსიტეტებში არ დაუშვან თეთრკანიანი აბიტურიენტები, რაღაც განსაკუთრებული არ არის. New York Times-მა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა მეთოდური მითითებები, როგორ უნდა დაძლიონ დემოკრატიულად განწყობილმა ამერიკელებმა თავიანთი “თეთრი პრივილეგიები”. მითითებებში ნათქვამია, რომ თეთრკანიანი ქალი, რომელიც დანიშნულია მაღალ თანამდებობაზე თავის სასკოლო ოლქში, უნდა დაფიქრდეს “შავკანიანთა დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე”. ამ მითითებების ავტორები უფლებას აძლევენ ამ თეთრკანიან ქალს, არ დაწეროს განცხადება პოსტის დატოვების შესახებ, მაგრამ მისგან მოითხოვენ, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის პოლიტიკურიც, რათა ხელი შეუწყოს შავკანიანებს კარიერულ წინსვლასა დადისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

ამერიკელი ლიბერალები კიდევ უფრო შორს მიდიან, მათ უკვე იპოვეს რასიზმი იმის მტკიცებულებაში, რომ “ორჯერ ორი არის ოთხი”. ორეგანის შტატის განათლების დეპარტამენტმა მათემატიკა გამოაცხადა რასისტულ (?!) მეცნიერებად, რომელიც “თეთრების უპირატესობას აღიარებს და ამის დაძლევას პედაგოგებისთვის სპეციალურად შემუშავებული კურსით აპირებს. ამ კურსს კი ეწოდება “გზა თანასწორობისკენ მათემატიკაში”.

“მათემატიკის განსაკუთრებული ობიექტურობის შესახებ კონცეფცია ერთმნიშვნელოვნად მცდარია. მათემატიკის ასე სწავლება დაუშვებელია”. ამტკიცებენ დოკუმენტ EQUITABLE MATH (სამართლიანი მათემატიკის) ავტორები.

“რასიზმის ლიკვიდაციის” სახელმძღვანელოში კი ლაპარაკია იმაზე, რომ თვით ცნებები _ “ობიექტურობა” და “ნეიტრალურობა” თეთრი რასის უპირატესობისთვის არის დამახასიათებელი. სახელმძღვანელოს ავტორები პედაგოგებისგან მოითხოვენ, შეწყვიტონ მათემატიკაში სწორ პასუხებზე კონცენტრაცია და მოსწავლეებს შესთავაზონ, სულ ცოტა, ორი “მართებული” ვარიანტ. პედაგოგებმა, აგრეთვე, ყურადღება უნდა მიაპყრონ “ეთნომათემატიკას”.

ლიბერალურად განწყობილი ადმინისტრატორები უმაღლეს სასწავლებლებში რასიზმის გამოვლენად მიიჩნევენკონცენტრაციას ისეთ საგნებზე, როგორიც არის კლასიკური მუსიკა ან აღორძინების ეპოქის ხელოვნება; მოითხოვენ, პედაგოგებმა შეწყვიტონ სტუდენტებისთვის დაბალი ნიშნების დაწერა ორთოგრაფიული შეცდომებისთვის. აქაოდა, განათლებისკენ სწრაფვათეთრ მამაკაცურ ელიტარობასთანარის დაკავშირებული და იმ სტუდენტების უფლებებს არღვევს, რომლებისთვისაც სწავლების ენა მშობლიური არ არისო

ლონდონის სამეფო კოლეჯსა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინათ წამოაყენეს საკითხი ჭადრაკის წესების შეცვლის შესახებ… შავ ფიგურებს პარტიის დასაწყისში შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, ზედიზედ ორი სვლა გააკეთონ. ეს ანეკდოტი არ არის. ცოტა ხნის წინათ მსგავსი იდეებით პაროდისტები პურის ფულს გამოიმუშავებდნენ.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის შეუცვლიან ვაშინგტონში თეთრ სახლს სახელს და დაარქმევენ შავ სახლს, ეს ყველაფერი ამერიკელი “გონებათა მბრძანებლების” და თვითონ ამერიკელი საზოგადოების დეგრადაციაა და მეტი არაფერი.

fondsr.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here