ცივილიზებული მსოფლიოს ნათელი მომავლისთვის ბრძოლის ახალი მწვერვალი დაპყრობილია: როგორც ვიუწყებოდით, ევროპაში ამობრწყინდა პირველი ტრანსგენდერი მინისტრი, 57 წლის პეტრა დე სუტერი _ ბელგიის ვიცეპრემიერი და სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის საქმეთა მინისტრი. მან სქესის შეცვლა დაიწყო ჯერ კიდევ 2004 წელს. მანამდე ბატონი პეტერი გენტის უნივერსიტეტის გინეკოლოგიის პროფესორი და უნივერსიტეტის საავადმყოფოში რეპროდუქტიული მედიცინის განყოფილების გამგე იყო. ირწმუნება, რომ ბავშვობიდან თავი ქალად მიაჩნდა.
2014 წელს დე სუტერი პოლიტიკაში ჩაერთო და დაიწყო ბრძოლა ტრანსგენდერთა უფლებების დასაცავად, როგორც ბელგიის სენატის დეპუტატმა. პარალელურად მუშაობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მხარს უჭერდა სუროგატულ დედობას. შარშან ევროპარლამენტის დეპუტატი გახდა. დღეს უკვე მინისტრია და ეტყობა, რომ ეს მისი კარიერის მწვერვალი არ არის. შემდეგ ნაბიჯს საერთო ევროპულ დონეზე გადადგამს, ევროკომისიისკენ, ანუ ერთიანი ევროპის მთავრობის წევრი გახდება, ოთხ-ხუთ წელიწადში, როცა ახალი კაბინეტი ჩამოყალიბდება.
ბელგია, ერთ დროს შემთხვევის წყალობით ჩამოყალიბებული სამეფო, კარგა ხანია, ხელმძღვანელი კადრების სამჭედლოდ ჩამოყალიბდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი ევროკავშირის დედაქალაქია. ბელგიის ელიტა, ფაქტობრივად (და ძირითადად), აყალიბებს საერთოევროპული პოლიტიკის დღის წესრიგს.
ის, რაც ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იყო ქრისტიანული ევროპისთვის, წესად ჩამოყალიბდა, ათიოდ წლის შემდეგ კი მოწმენი გავხდებით, რომ შემოიღებენ “აუცილებელ კვოტებს” და “პოზიტიურ დისკრიმინაციას” ტრანსგენდერებისთვის, როგორც უწინ _ გეებისა და ლესბოსელებისთვის.
არ გყავთ მთავრობაში არც ერთი ტრანსგენდერი? მაშასადამე, ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის!
პეტრა (ახლა უკვე ქალბატონი) დაუფარავად აცხადებს, რომ მისი მაგალითი სხვებისთვის გაკვეთილია.
ვინ მიგიშვებს ევროკავშირში, როცა შენი ქვეყნის სკოლებში არ ტარდება სექსუმცირესობათა მიმართ ტოლერანტობისა და პატივისცემის გაკვეთილები, აკრძალულია ლგბტ-პროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის. უფრო მეტიც, კონსტიტუციით დადასტურებულია, რომ ქორწინება არის “ქალისა და კაცის კავშირი”.
არნახული ბნელეთის მოციქულობა!..
დასავლეთში კი ყველაფერი ლეგალიზებულია, ამიტომ ჩანს, რომ ბებერი ევროპა გაპედერასტდა, თორემ სექსორიენტაცია აღრეულები ყოველთვის თავზე საყრელად ჰყავდათ.
ჰყავდათ კი არა, იყოლიეს _ რეკლამამ თავისი გააკეთა, ქრისტიანობის დემონტაჟმა და ტრადიციულობის უგულებელყოფამ ნაყოფი გამოიღო.
შხამიანი.
დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ იმავე ევროპაში დასავლეთი და აღმოსავლეთი მკვეთრად არის გამიჯნული. მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ აქტიურად ეწინააღმდეგებიან “რევოლუციურ თავისუფლებას”, დასავლეთში ნებისმიერი ლგბტ-ს ნათელი მომავლის გავრცელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრინციპულად შეუძლებელია.
ლესბოსელებისა და ჰომოსექსუალების წახალისებით ევროპაში, ნახევარ საუკუნეზე მეტია, დაკავებულები არიან. ტრანსგენდერებს კი მხოლოდ ამ საუკუნეში მიხედეს. დაიწყო მათი ჩანერგვის ახალი სტადია, მსოფლმხედველობის მათეული პოზიცია ხდება მისაბაძი, როცა “ახალ მსოფლიოში” ადგილი არ აქვს არა მხოლოდ ოჯახსა და ტრადიციებს, არამედ ქალი ქალად არ აღიქმება, კაცი _ კაცად.
ეს შემოტევა ტერორზე უარესია და საერთო არაფერი აქვს ტოლერანტობის პრინციპთან, რომელსაც თითქოს ქადაგებენ და იცავენ ტრანსგენდერები და მათი მფარველები.
ეს მხოლოდ ევროპის პრობლემა არ არის: თუ ევროპა ვერ შეძლებს გამოფხიზლებას, დაავადდება მსოფლიო.
თუმცა ისიც უეჭველია, რომ ამგვარი ტრანსევროპული ცივილიზაცია დიდხანს ვერ იბოგინებს.