Home ახალი ამბები საქართველო როდის აღდგება რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა

როდის აღდგება რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა

179

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განსახილვისთვის მზად არის. ამის თაობაზე ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განუცხადა.

“მზად ვართ, ეს საკითხი (ავიამიმოსვლის განახლების პრობლემა) განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, საკითხი გადაწყდება”, _ განაცხადა კარასინმა, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პირისპირ შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება, თუმცა, მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here