Home რუბრიკები საზოგადოება როდესაც სახალხო ხუმრობებში ერის წინგასახედი მინიშნებაა, ანუ ეროვნულ-სახალხო ამოგმინვა: “ნუ წახვალ,...

როდესაც სახალხო ხუმრობებში ერის წინგასახედი მინიშნებაა, ანუ ეროვნულ-სახალხო ამოგმინვა: “ნუ წახვალ, შვილო, ამერიკაში!”

დიდი მოიდა მტრის ჯარი,

გარს შემოგვერტყა ღობედა

ვაჟაფშაველა

2021 წლის 28 დეკემბერს აშშის ელჩი საქართველოში და იმავე დროს, როგორც ჩანს, ლიბერასტული გადამთარეშებლობის რეგიონული ინსტრუქტორი, ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტში ინსპექტირების წესითა და თითის ქნევითი დილაუთენია მიიჭრა, რათა მისივე სახელმწიფოს მიერ აქ, სახელისუფლებო ბერკეტებთან მედღეურად დაყენებული დესანტისთვის მორიგი ინსტრუქტაჟი ჩაეტარებინა. მისთვის შემაშფოთებელი და საგანგაშო აღმოჩნდა ის, რომ ამ უკანასკნელებმა მისდა დაუკითხავად მოისურვილეს სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი უწყების რეფორმა. საუბარია სახელმწიფო ინსპექციის გარდაქმნაგაძლიერებაზე, რაც მისი იმჟამინდელი მესვეურის, ქალბატონ ლონდა თოლორაიასთვის პოლიტიკური დემარშის საფუძველი შეიქნა, ამის გასწვრივ იგი ჩვენს ქვეყანაში დისლოცირებული .. არასამთავრობოებისა თუ მათი მსგავსი ლეგალური აგენტურისთვის ძირგამომთხრელობის მორიგ საქუდზეკაცო დარაზმულობის მიზეზად იქცა.

წინა დღით მან, ღრმად პატივცემულმა ელჩმა, საჯაროდ გაკიცხა ხელისუფლება ძალისხმევისთვის, ის კი არადა, პა სტოიკე სმირნა ასმენინა თავისი მითითებები სრულიად საქართველოს და დაუფარავად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამანგრეველ, ქართველ ერს დაპირისპირებულ საეჭვო დაჯგუფებებს.

ეს კიდევ არაფერი, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებამ უკან არ დაიხია და მიიღო შესაბამისი კანონი. აქედან გამომდინარე, ქალბატონმა კელი დეგნანმა 2022 წლის 3 იანვარს იმგვარი ფეხების ბაკუნით დაუცაცხანა საქართველოს დღევანდელნამესტნიკურადმინისტრაციას, იმგვარი გაანჩხლებით უწოდა ამ კანონს სახელმწიფოს გამანადგურებელი და დემოკრატიის დამსამარებელი, მეტიც _ ლიბერასტულითავისუფლებისშემფერხებელი, რომ გეგონებოდა, საქართველოს ცისქვეშეთში თემურლენგის ურდოებმა მიზნობრივად გადაიგრიგალეს შობაახალი წლის ჩასაშხამებლად.

მეტიც, აშშ-ის ელჩის ნიღაბს ამოფარებული ამ თვითმხილებული ოკუპანტის “შეშფოთებამ” გამახსენა თავის დროზე კრემლიდან სკკპ ცკ-ის 1956 წლის 10 ივნისის მრისხანე დადგენილება Об ощибках а равоте ЦК КП Грузии”, რომელიც იმასაც კი ითვალისწინებდა, რომ ქართველი ერი ციმბირში გადაესახლებინათ.

ცხადია, ისიც გემახსოვრებათ, რომ იმავე სკკპ ცკ-მა ცოტა ხანში ისევ გადაგვაჩექმა 1972 წლის 6 მარტის დადგენილება სკკპ XXIV ყრილობის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის კომიტეტის ორგანიზატორული და პოლიტიკური მუშაობის შესახებ”.

გასაგებია, რომ კრემლიდანური დადგენილებები საქართველოსადმი ველიკოდერჟავნიკობის უმრისხანესი თითის ქნევები გახლდათ, მაგრამ კრემლს ეყო თავშეკავება, იგი საბჭოთა კავშირის მართვის უმაღლეს ორგანოში მიეღო და ფარისევლურ “კეთილმოსურნეობაში” შეენიღბა.

ქალბატონ კელი დეგნანის მიერ გახმოვანებულმა ახალმა ოკუპანტმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა: მან თავის ცუდად გამოძინებულ ელჩს საქართველოსთვის დილაუთენია გამოაცხადებინა ანათემა და გადაშენება. არადა, დიდი მიხვედრა არ უნდა სჭირდებოდეს იმის გასიგრძეგანებას, რომ ქალბატონ კელის ტონში გაჟღერებულია დამპყრობის უბოდიშო მითითებები, რომლებმაც, დამკვეთის სურვილის შესაბამისად, ღვთისმშობლის წილხვედრილობაში აშშ-ის ნალამოჭედილი ბათინკებით უნდა გაიგამზირონ. ხმამაღლა უნდა ვთქვათ: კი ბატონო, კელი დეგნანს აქვს .. შეშფოთებები და მოითხოვს, ქართველმა ერმა სიტყვის შეუბრუნებლად დაუგდოს ყური მის მითითებებსა და თავხედურ თითის ქნევას, მაგრამ, აქედან გამომდინარე, გაცილებით გასაგები და, რაც მთავარია, სამართლიანი აღშფოთებები უჩნდება საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ღრმად პატივცემულმა კელი დეგნანმა, თუ ის მართლაა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, გულდადებით, ჩაუსაფრებლად და პატივისცემით უნდა დაუგდოს ყური. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური და საორგანიზაციო დასკვნები, რომლებსაც იგი განახორციელებს საქართველოში, შეიძლება იყოს კი არა, დიახაც არის და უნდა განიხილებოდეს ტერორისტულ აქტად ქართველი ერის წინააღმდეგ.

ახლა შეადარეთ, როდის უფრო ვიყავით დაპყრობილი და ამჟამად ვისი აღვირით მივშლიგინებთ უეჭველი აღგვისაკენ. ცხადია, გესაუბრებით იმ ადამიანზე, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისის შემგინებლური მოძრაობის არდამშვებებს მოძალადე უწოდა, ღიად დაუდგა გვერდით ლიბერასტელ გამრყვნელებს და მისი მითითებით დაპატიმრებული საქართველოს ახალგაზრდობის საუკეთესო წარმომადგენელთა “სასამართლოც” მისი “უხილავი” მესაჭეობით იმართება.

მიზნობრივად გამოინკუბატორებულ საზოგადოებაში, რომელშიც სამშობლოსა თუ სარწმუნოებისადმი ან კიდევ მოყვასისადმი თავგანწირვა განიხილება “ადამიანის უფლებათა შელახვად”, ამასთანავე, დივერსიული ეთნოფაბრიკაციების აღმგველობა იფუთება ისეთ პოლიტიკურ პაროლებში, როგორიცაა “ევროკავშირი”, “სტრატეგიული მოკავშირე”, “ვენეციის კომისია”, “სახალხო დამცველი”, “დემოკრატია” და ა.შ., ეს ყველაფერი მიზანმიმართული გადამთარეშობლობაა სვლაგეზით “დემოკრატიული” გადაგვარებით “ცივილური გადაშენებისაკენ”…

ასეთი “საადამიანო” ტერმინებით თავსმოხვეული და შენიღბული თავზარი ძალიან ჰგავს იმ მოსამართლის მიერ კორექტულობისკენ მოწოდებას, ყმაწვილკაცობისას ერთ ხუმრობაში რომ მომისმენია თელავის რვაასწლოვანი ჭადრის ქვეშ: მიხო ჩვენებას აძლევს სასამართლოს, _ ეგრე იყო, ბატონო მოსამართლე. შილდიდანა მოვდიოდი, გავიხედე, წყაროი თავზე, დიდყურაანთ თედუასა წამაექცია ჩემი ცოლი და ტ….და!..

მოსამართლემ შეაწყვეტინა, კულტურულად თქვი, სქესობრივად უკავშირდებოდაო… სიმწრის ოფლში გახვითქულმა მიხომ ამოიგმინა: შორიდანა მეც კულტურულად და სქესობრივად მეგონა, მაგრამ ახლოი რომ მივედი, მართლა ტ….დაო!

მსოფლიოს გამნჩინებელი ჩვენც ასე გვექცევა: ის, რაც ჩვენთან დემოკრატიად, ადამიანის უფლების დაცვად, პროგრესად და თავისუფლებად იწოდება, თან ასე დაძალებით გვაჩეჩებენ, სხვა არაფერია, თუ არა გამწარებული მიხოს ნათქვამი თავისი ღირსების გაბახებაზე.

ამგვარ განუკითხაობაში ქალბატონ კელი დეგნანის უბოდიშო გამოხდომათა საპირწონე ისევ მიხოს სიბრძნესა და წინგახედულებაშია დასაძებნი: ზის მიხო კუნძთან და ალესილი ცულით სარებს აწვეტიანებს. ამ დროს გამოიარა ორმა ახალგაზრდამ, ვივარაუდოთ, რომ მეოცე საუკუნის გიგა მაქარაშვილებმა, და ერთ-ერთი ეუბნება პაპისტოლა კაცს: _ ძია, გაღმა უბანში ქორწილში მივდივართ და ეგ ულვაშები მათხოვეო…

_ შენ ვერა, შვილო, მაგრამ, აი, შენს მეგობარს ვათხოვებო.

_ მე რატომ არაო? _ აღშფოთდა მეოცე საუკუნის გიგა მაქარაშვილი.

_ იმიტომ, რომ დედაშენისას მიირთმევ და ულვაშები დამესვრებაო…

ეეე, ჩემო ქართველებო, მიზნობრივი მილევადობისგან თავის დასაღწევად როგორ გვჭირდება ახლა ძიამიხოსოდენი გამჭრიახობა და თადარიგი, რათა ამ არამკითხეთა “კეთილმოსურნეობითა” თუ “სტრატეგიული მოკავშირეობით” გადაჩექმილ საქართველოში ნეხვად არ მივყარ-მოვყაროთ ერის ღირსება.

კელი დეგნანი

აქვე მახსენდება მეოცე საუკუნის ცნობილი მწერალი ნინო ნაკაშიძე, დღეს საეჭვო ხელგამოღებით მივიწყებული. მას აქვს მაღალმხატვრული პიესა “ვინ არის დამნაშავე?!”, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს არაერთ თეატრში წარმატებით დაიდგა. ამ პიესის მიხედვით რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ კინოფილმიც კი გადაიღო (1966 წელს იგი სოხუმის მასწავლებელთა სახლის დრამატულ კოლექტივში წარმოადგინა საქართველოს სსრ სახალხო არტისტმა ლეო ჭედიამ. მე და ქალბატონ ლამარა კვარაცხელიას, იმხანად სტუდენტებს, მთავარი როლების განსახიერების პატივი გვხვდა). თითქოს დღევანდელ საქართველოს ასურათხატებს ეს ნაწარმოები: ორიოდე კაპიკისთვის სამშობლოდან უნდა გადაიხვეწო წლობით, აიყარო, ცოლ-შვილს მოსწყდე, ფეხზე რომ დადგე, ამერიკაში უნდა გადაცხრამთასიქითდე ქართველი კაცი…

ხედავს რა ამ უნებურ და დამღუპველ, დამანგრეველ ხვედრს, ამ ჭერქვეშეთში მთავარი გმირის ბაბუა, მახვშისდარი კაცი, განწირულის ხავსჩაჭიდებით ეხვეწება შვილიშვილს: ნუ წახვალო, შვილო, ამერიკაში!”

ამ როლს შემაძრწუნებელი ტრაგიზმით თამაშობდა აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი, 1903 წელს ქალაქ სოხუმში წმინდა ილია მართლის ერთ-ერთი მასპინძელთაგანის შვილიშვილი, დიდებული ხელოვანი და ქალაქის სახე პროკლე თურქია. დღემდე გულგამსერავად დამივლის სულში მისი საწინათგრძნობო ამობღავლება: ნუ წახვალ, შვილო, ამერიკაში!”

აქ რომელიმე ლიბერასტი და ძიქვაჩახდილი გიგა მაქარაშვილი შეჩერდება და ახალმისირღინებული კატასავით ამოიკნავლებს: _ შე, რუსეთუმეო…

წადი შენი …! როდესაც მე რუსისტულ ველიკოდერჟავნიკობას (და არა რუსულ სახალხო სულიერებას) “კოლხური კოშკისსწავლებათა შესაბამისად ვეპირწონებოდი, მაშინ მამაშენი ღამის ქოთნამდე დედამისის ხელჩაჭიდების გარეშე ვერ მიდიოდა. აი, ესაა მოცემულობა და მკაფიო სიცხადე.

მინაწერი: მე, სამშობლოსთვის ნაღვაწი კაცი, ვეკითხები საკუთარ ცხვირს იქით ვერგამხედავ თაობას: ნუთუ ასე შეუძლებელია, დაინახოთ ჭაობური “დემოკრატიის” პოლიტიკური აბრის ქვეშ დასაწყობებული, შინაარსისგან დაცლილი ქართველი ერი საეთნოდივერსიო ნედლეულად რომ განიხილება?

…და მე, დროის სიავისაგან ნაცემი, მაგრამ ვერგალახული, დაუზავებლად ვუჭექაქუხილებ თავსმოხვეულ წინგაუხედაობას: ნუ წახვალ, შვილო, ამერიკაში!..

სერგი (გიორგი) საჯაია,

გიორგი შარვაშიძის, ნიკო ნიკოლაძისა და ზვიად გამსახურდიას პრემიების ლაურეატი, უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი,

1992-93 წლების სამამულო ომის ვეტერანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here