Home რუბრიკები საზოგადოება როდესაც ბერეზოვსკი სახიფათო შეიქნა გადაბირებული რუსი პოლიტიკოსებისთვის, ის დასავლეთის სპეცსამსახურებმა მოიშორეს

როდესაც ბერეზოვსკი სახიფათო შეიქნა გადაბირებული რუსი პოლიტიკოსებისთვის, ის დასავლეთის სპეცსამსახურებმა მოიშორეს

2680
ბორის ბერეზოვსკი

2013 წლის 23 მარტს 67 წლის ბიზნესმენის _ ბორის ბერეზოვსკი მისმა პირადმა მცველმა ინგლისში, ქალაქ ასკოტში, ბერეზოვსკის ყოფილი ცოლის, გალინა ბეშაროვას, კუთვნილი სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვა.

გვამის გაკვეთისას მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ბერეზოვსკის ნეკნი გატეხილი ჰქონდა. როდესაც ცხედარი იპოვეს, მის გვერდით ეგდო რაღაც საგანი, რომელიც ჰგავდა ზონარს თუ გადასახვევ მასალას. აქამდე დადგენილი არ არის, ვის ეკუთვნის ცერის ანაბეჭდი აბაზანაში. ექსპერტები, რომლებმაც ნახეს ფოტო აბაზანისა, რომელშიც, ოფიციალური ვერსიით, ბერეზოვსკიმ სიცოცხლე მოისწრაფა, ამბობენ, რომ იქ თავის ჩამოხრჩობა შეუძლებელი იყო _ ძელი ვერ გაუძლებდა მამაკაცის სიმძიმეს, ამის მიუხედავად, ბრიტანელი სამართალდამცველები მაინც გაიძახიან, რომ ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა. მას შემდეგ ოთხი წელიწადი გავიდა, მაგრამ გამოძიება წინ არ წაწეულა. ბიზნესმენის გარდაცვალებაზე კი უამრავი ვერსია არსებობს.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, რუსეთიდან გაქცეული ოლიგარქი საშინელ დეპრესიას განიცდიდა ვალების გამო და ამიტომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, მაგრამ ბიზნესმენის გარემოცვას ამ ვერსიის არ სჯერა.

სერგეი სოკოლოვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბორის ბერეზოვსკის უსაფრთხოების დაცვას რუსეთში, ამბობს, რომ ბერეზოვსკის ანგარიშებზე მილიარდამდე დოლარი იყო:

“ბერეზოვსკის სიკვდილი ჩემთვის ამოხსნილი რებუსია. დარწმუნებული ვარ, ეს დასავლეთის სპეცსამსახურების ნახელავია. ბორისი მოკლეს იმიტომ, რომ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებასაც აპირებდა. ეს ზუსტად ვიცი. ბერეზოვსკი არ იყო ღარიბი. მისი სიკვდილის შემდეგ სასწრაფოდ გავრცელდა ხმა, რომ რომან აბრამოვიჩთან სასამართლო პროცესის შემდეგ ისე გაღარიბდა, თვითმფრინავის ბილეთის ყიდვაც არ შეეძლო და ფული ნაცნობი ბიზნესმენისგან ისესხაო. ეს მტკნარი სიცრუეა. მას სიკვდილის მომენტში დაახლოებით მილიარდი დოლარი ჰქონდა ანგარიშებზე. პირადი ცხოვრებაც აწყობილი ჰქონდა: შვილები, ცოლები და ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც თავს ეხვეოდნენ, ყველა კმაყოფილი ჰყავდა. არც დეპრესიას განიცდიდა.

ბერეზოვსკი აპირებდა რუსეთში დაბრუნებას და სურდა, ინდულგენცია მიეღო რუსეთის ხელისუფლებისგან. ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას აპირებდა პუტინისთვის. ეს იყო აუდიო და ვიდეოჩანაწერები რამდენიმე ოლიგარქზე, რომლებიც მას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას სთავაზობდნენ მაღალი თანამდებობის სანაცვლოდ. ბერეზოვსკი ამ ადამიანებისთვის, რომლებზეც კომპრომატი შეაგროვა, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

ბერეზოვსკის სიკვდილი ხელს აძლევდა დასავლეთის სპეცსამსახურებს. მათ გარეშე ინგლისში არაფერი კეთდება. ყველა ყოფილი ჩვენიანი, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს ლონდონში, ასე თუ ისე, ინგლისის დაზვერვის ინტერესებს ემსახურებიან. მაგრამ გადაბირება ისეთი ფიგურისა, როგორიც ბერეზოვსკი იყო, ძალიან რთულია. ასეთები იდეოლოგიური მოსაზრებით ან თანამშრომლობენ სპეცსამსახურებთან, ან _ არა. ვიცი, რომ ბერეზოვსკის ახლო ურთიერთობა ჰქონდა “მი 6”-თან (დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახური), “მოსადთან” (ისრაელის დაზვერვა) და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან, რადგან ბევრი რამ, რასაც ბერეზოვსკი იღებდა ბრიტანეთის ხელისუფლებისგან, შეუძლებელი იყო ამ ქვეყნის სპეცსამსახურის ნებართვის გარეშე. და, როდესაც ბერეზოვსკი სახიფათო შეიქნა გადაბირებული რუსი პოლიტიკოსებისთვის, ის დასავლეთის სპეცსამსახურებმა მოიშორეს”.

ბერეზოვსკის მკვლელობა რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. როგორც ჩანს, ეს სპეცსამსახურების მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ოპერაცია იყო. თვითონ განსაჯეთ:

სახლი, რომელშიც შეწყდა ბერეზოვსკის სიცოცხლე

* ბერეზოვსკის სახლს დღე და ღამ იცავდა დაცვის სამსახური და მთელ პერიმეტრზე ვიდეოკამერები იყო დაყენებული. ოლიგარქის სიკვდილის დღეს კი დაცვის ყველა წევრი (ბერეზოვსკის პირადი მცველისა და მძღოლის _ ავი ნავამის გარდა, რომელმაც ოლიგარქის ცხედარი იპოვა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ბაბი (ბორის აბრამის ძე ბერეზოვსკი) დეპრესიაში იყო, სადღაც გაქრა, ხოლო ვიდეოკამერები, რომლებიც ყოველ 100 მეტრშია დამონტაჟებული, გათიშული იყო.

* ამ ოპერაციაში, როგორც ჩანს, მონაწილეობდა არა მხოლოდ “მი 6”, არამედ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც და ბერეზოვსკის გარემოცვაში იყვნენ ამ სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ადამიანები, მათ შორის, დაცვის წევრები.

სკოტლენდ-იარდის წარმომადგენლები ოლიგარქის დაღუპვის მიზეზებზე ბუნდოვნად საუბრობენ: “სიკვდილის მიზეზი შეესაბამება თავის ჩამოხრჩობის ვერსიას”.

ავი ნავამზე, რომელმაც ოლიგარქის ცხედარი იპოვა, არაფერი ისმის.

სხვათა შორის, ლონდონში გაურკვეველ ვითარებაში დაასრულეს სიცოცხლე ბერეზოვსკის ბიზნესპარტნიორებმაც _ ბადრი პატარკაციშვილმა და ალექსანდრე პერეპილიჩენკომ. ისინი ბერეზოვსკისთან ახლოს ცხოვრობდნენ. ნისლიანი ალბიონის ამ ფეშენებელურ ნაწილში მდიდრები ხშირად ყიდულობენ მამულს. სხვათა შორის, ლონდონში დაიღუპნენ ბერეზოვსკის ბრიტანელი პარტნიორებიც: 55 წლის ბიზნესმენი ჯონი ელიჩაოფი, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მაღაზიის სახურავიდან გადმოხტა, და 52 წლის სკოტ იანგი, რომელმაც ამ შემთხვევიდან ერთი თვის თავზე ანალოგიურად მოისწრაფა სიცოცხლე.

ბერეზოვსკი ლონდონის სასაფლაო განერბერიზე უნდა დაესაფლავებინათ _ ასე სურდათ გარდაცვლილის ნათესავებს, მაგრამ დაკრძალვის ცერემონია გარდაცვალებიდან თვე-ნახევრის შემდეგ გაიმართა ბრიტანეთის დედაქალაქიდან 50 კმ-ის მოშორებით _ დახურული კუბო, კონსპირაციული და საიდუმლო ცერემონია, თუმცა პაპარაცებმა მაინც შეძლეს მომღიმარი ადამიანების გადაღება, რომლებსაც მწუხარების არაფერი ეტყობოდათ.

ახლახან გაჩნდა ბერეზოვსკის მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია: ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოლიგარქს შეიძლება ხელში ჩაუვარდამამაკაცური ხუთშაბათის კლუბისდოკუმენტები.

აბაზანაXX საუკუნის 40-იან წლებში ლონდონის ბოჰემის წარმომადგენლები სამეფო სისხლის მქონე რამდენიმე პიროვნებასთან ერთად სექსუალური ორგიების ჩასატარებლად იკრიბებოდნენ, მათ შორის იყო ედინბურგის პრინცი ფილიპი _ ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცესა ელისაბედის ახალგაზრდა ქმარი. ამ ადამიანების გარყვნილება ფოტოებზე აღბეჭდა იმხანად სამეფო ოჯახის ფოტოგრაფმა ბერონ ნეიჰუმმა. მას შემდეგ, რაც ელისაბედ II ტახტზე ავიდა, “მამაკაცური ხუთშაბათის კლუბი” დაიხურა, ფოტოარქივი კი გაქრა. ექსპერტთა აზრით, სკანდალური ფოტოები ბერეზოვსკის ჩაუვარდა ხელში.

სხვა ვერსიით, ბერეზოვსკი მოკლეს იმის გამო, რომ ანდერძიდან, რომელიც სიკვდილამდე 9 დღით ადრე შეადგინა, ამოიღო მეორე ცოლი _ გალინა ბეშაროვა და შვილები, რომლებიც მასთან ჰყავდა _ 23 წლის არტემი და 20 წლის ანასტასია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ გალინამ განქორწინებისას ბაბს 100 მლნ გირვანქა სტერლინგი წაართვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერეზოვსკიმ მეორე ცოლი ანდერძიდან ამოიღო, რატომღაც მის სახლში მივიდა იმ საბედისწერო ღამეს. მეორე დღეს კი ბეშაროვამ პოლიციას აცნობა, რომ მის სააბაზანოში იპოვეს ბერეზოვსკის ცხედარი, რომელსაც ყელზე შემოხვეული აქვს ზეწარი თუ თოკი, რომლითაც ფარდა იყო ჩამოკიდებული.

სამართალდამცველების აზრით, სახლში შეღწევა შეუძლებელი იყო, თვითმკვლელობის ვერსიაც ძალიან საეჭვოა და, გამოდის, ბაბი მისი უახლესი გარემოცვის წარმომადგენელმა გამოასალმა სიცოცხლეს, ამას კი მკვლელი სპეცსამსახურის დაუხმარებლად ვერ შეძლებდა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით ბერეზოვსკი თავიდან მოიშორეს იმის გამო, რომ მზად იყო, მოსკოვთან შერიგების სანაცვლოდ ჩვენება მიეცა სკანდალებით განთქმული მაგნატის _ უილიამ ბრაუდერის ფონდ Hermitage Capital-იდან გამქრალ მილიარდებზე.

ბორის ბერეზოვსკიმ თავის დროზე მონანიების 2 წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბიზნესპარტნიორების ხელით. როგორც პუტინმა განაცხადა, ბერეზოვსკი წერდა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა და მიტევებას ითხოვდა, აგრეთვე, დაბრუნების უფლებას რუსეთში. ეს იყო დიდი ოპერაციის ნაწილი, რომელსაც ბიზნესმენი გეგმავდა.

ასეა თუ ისე, ბრიტანელი გამომძიებლების მიმართ, რომლებიც ბორის ბერეზოვსკის იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაღუპვის საქმეს იძიებდნენ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს…

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here