დღეს, როდესაც საქართველოში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი _ დაბალია შობადობა, მაღალი _ მოკვდავობა, დიდია ემიგრაციაში წასულთა და ქვეყანაში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, კატასტროფულადაა გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, მაღალია უმუშევრობის დონე, ძალიან ცოტაა პენსია და საარსებო მინიმუმი, უტევენ მართლმადიდებლობას, ქართულ ტრადიციულ ფასეულობებს და ყველა სახელისუფლო სტრუქტურა გაძეძგილია ანტიქართული, ე.წ. სოროსელი კადრებით.
ბევრ ადამიანს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ, 1960-1970-იანი წლების საქართველო მოენატრა, საქართველო, რომელშიც ქართველი, სხვა საბჭოთა რესპუბლიკის მოსახლეობასთან შედარებით, პრივილეგიურ პირობებში ცხოვრობდა, რადგან იმაზე 4-ჯერ მეტს მოიხმარდა, ვიდრე აწარმოებდა. დასავლური პროპაგანდისტული მანქანა და ადგილობრივი პროდასავლელები ცდილობენ, საბჭოთა კავშირი და, შესაბამისად, საბჭოთა საქართველო ბნელ, ჩამორჩენილ ქვეყნად წარმოაჩინონ, მაგრამ არის კი ასე?
XX საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს ტერიტორია 69,7 ათას კვ.კმ იყო. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მომენტში საქართველოში ცხოვრობდა 2,4 მლნ ადამიანი (გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე, 1770 წელს _ 761 ათასი), 1972 წელს _ 4,7 მლნ, ხოლო 1989 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე _ 5,4 მლნ.
2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს და დაბალი შობადობის, მაღალი მოკვდავობის, ემიგრანტთა და იმიგრანტთა უარყოფითი სალდოს (“საქსტატის” მონაცემებით 2016 წელს საქართველოდან გავიდა 98 288 კაცი, შემოვიდა 90 228, ანუ სალდომ შეადგინა მინუს 8,1971 ათასი კაცი) გათვალისწინებით, საქართველოში ქართველები მალე აღმოვჩნდებით უმცირესობაში.
1970-იან წლებში საქართველო იყო ინდუსტრიული ქვეყანა, რომელშიც განვითარებული იყო კვებისა და მსუბუქი მრეწველობები, მუშაობდა მეტალურგიული, ქიმიური, სამშენებლო და მანქანათმშენებლობის ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ ელმავლებს, გამომთვლელ მანქანებს, ავტომობილებს, წყალქვეშა ფრთიან საზღვაო კატერებს, ტრაქტორებს, ელექტროტექნიკურ მოწყობილობებს, ზუსტ ხელსაწყოებს, ჩაის საკრეფ მანქანებს და სხვ.
1970-იან წლებში საქართველო საექსპორტოდ აწარმოებდა 300 სახის პროდუქციას, რომლებიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში გაჰქონდათ, მათ შორის აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ამჟამად კი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8,8 მლრდ დოლარს შეადგენს და იმპორტი გაცილებით აჭარბებს ექსპორტს. სალდო უარყოფითია _ 4,1 მლრდ.
1971 წელს საქართველოს ეროვნული შემოსავალი 4,2 მლრდ მანეთი იყო. იმხანად მანეთი, ოფიციალური საშუალო კურსით, 1,5 დოლარი ღირდა, ანუ 1971 წელს საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი 6,04 მლრდ დოლარი იყო, ამჟამად კი, “საქსტატის” მონაცემებით, 3,5 მლრდ დოლარია(!). თანაც, 1970-იან წლებში დოლარის შემსყიდველობითი უნარი დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი იყო.
აი რამდენს აწარმოებდნენ და რამდენს მოიხმარდნენ საბჭოთა რესპუბლიკები (იხ.ცხრილი #1)
თუ რუსეთის ფედერაციაში წარმოებულ სახალხო დოვლათსა და მის მოხმარებას ერთეულად მივიღებთ, ცხადია, რომ სომხეთში თითოეულ ადამიანზე 2-ჯერ ნაკლებს აწარმოებდნენ, ვიდრე რუსეთში, ხოლო “ჭამდნენ” 2,5-ჯერ მეტს. ესტონეთში მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3-ჯერ აჭარბებდა რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, საქართველო კი 3,5-ჯერ უფრო მდიდრულად ცხოვრობდა რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაზე და, საერთოდ, ყველაზე მდიდარი იყო საბჭოთა კავშირში.
საქართველოს ხელისუფლებები მოსახლეობას ყოველი არჩევნების წინ ჰპირდებოდნენ პენსიის მომატებას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ 2003-დან, როცა პენსია 14 ლარი იყო, 2016 წლამდე პენსიამ თითქმის 13-ჯერ მოიმატა და მხოლოდ 180 ლარი შეადგინა (66,6 დოლარი), რაც, ლარის კურსის დაცემის, პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი სამომხმარებლო საგნების გაძვირების ფონზე, კატასტროფულად დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174 ლარია (იხ. geostat.ge), რაც ძალიან შორსაა საერთაშორისო ნორმებისგან. ბოლო (2014 წ.) აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში პენსიონერია მოსახლეობის 14,3%, ანუ 500 ათასზე მეტი ადამიანი. საშუალო პენსია 180 ლარია (2016 წლიდან), საპენსიო ასაკი მამაკაცისთვის 65 წელია, ქალისთვის _ 60.
საბჭოთა საქართველოში, ისევე, როგორც სრულიად სსრკ–ში, რომელსაც ასე თავგამოდებით ლანძღავენ ე.წ. ნეოლიბერალები, 1932 წელს განისაზღვრა საპენსიო ასაკი: მამაკაცებისთვის _ 60 წელი, ქალებისთვის _ 55. მძიმე პირობებში მომუშავეთათვის, მაგალითად, მეშახტეებისა და მეტალურგებისთვის, აგრეთვე, უკიდურეს ჩრდილოეთში, პოლარული წრის ტერიტორიაზე მომუშავე მამაკაცებისთვის _ 50 წელი, ქალებისთვის _ 45 (მუშაობის 20-წლიანი სტაჟის შემთხვევაში). მავნე სამუშაოზე დასაქმებულები იღებდნენ რძის პროდუქტებსა და უფასო საგზურებს საუკეთესო კურორტებზე დასასვენებლად. ხანდაზმულობის პენსია სსრკ–ში დაახლოებით 70-120 მანეთი იყო და გამოითვლებოდა მუშაობის ბოლო წლის საშუალო ანაზღაურებისა და სტაჟის მიხედვით. ერთ ადგილზე მუშაობის 15-წლიანი სტაჟის მქონეს 10% ემატებოდა, 25-წლიანი სტაჟისას _ 25%, პერსონალური პენსიონერები კი 300 მანეთს იღებდნენ.
1 მანეთად კი საბჭოთა კავშირში იყიდდით 100 კოლოფ ასანთს, 50 12-ფურცლიან რვეულს; 33-ჯერ იმგზავრებდით ტრამვაით (ბილეთი 3 კაპიკი ღირდა), 25-ჯერ _ ტროლეიბუსით, 20-ჯერ _ ავტობუსითა და მეტროპოლიტენით; შეიძენდით 10 ცალ ხორციან ღვეზელს _ თითოს 10 კაპიკად, 5 პლომბირის ნაყინს, 3 ლიტრ რძეს (28 კაპიკი), 10 კგ კარტოფილს, 5 თეთრ პურს (ფასი 20 კაპიკი), 20 ლიტრ ბენზინს, 5 კათხა ჩამოსასხმელ ლუდს, 5 ბოთლ ლიმონათს, 10 კვერცხს და ა.შ. სხვათა შორის, სტუდენტის სტიპენდია 40 მანეთი იყო, ფრიადოსნისა _ 50 მანეთი.
ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი პენსია აქვთ ლუქსემბურგელებს, რომლებიც საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის შემდეგ ყოველთვიურად იღებენ ხელფასის 87,4%-ს. იქ კი საშუალო ხელფასი დაახლოებით 3,5 ათასი ევროა. გამოდის, ლუქსემბურგელების პენსია თვეში დაახლოებით 3059 ევროა, ანუ 9 788 ლარი.
* ევროპაში ყველაზე მცირე პენსია აქვთ ევროკავშირის ახალ წევრებს: ბულგარელებს _ 140 ევრო (448 ლარი) და რუმინელებს _ 175 ევრო (560 ლარი).
რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, “რადიო თავისუფლების” უკრაინული ფილიალის მიერ ამა წლის მაისში გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის მიხედვით: (იხ. ინფოგრაფიკა)
* რუსეთში, სადაც საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელია, ქალებისთვის _ 55, საშუალო პენსია 2017 წლიდან დაახლოებით 216 დოლარია (583 ლ);
* ბელარუსში საშუალო პენსია 159 დოლარია (429 ლარი), საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის _ 60 წელია, ქალებისთვის _ 55;
* ყაზახეთში საშუალო პენსია 137 დოლარია, ანუ დაახლოებით 369,9 ლარი. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 63 (მამაკაცებისთვის) და 58 (ქალებისთვის) წლებია.
* უკრაინაში საშუალო პენსია 65 დოლარი, ანუ 175,5 ლარია; საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელია, ქალებისთვის _ 55 წელი;
* ესტონეთში პენსია 434 დოლარია (1171 ლარი), ლატვიაში _ 315 დოლარი (850 ლარის), ლიტვაში _ 286 დოლარი (772 ლარი).
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კი მდგომარეობა ასეთია:
* აზერბაიჯანში საშუალო პენსია 117დოლარია, ანუ დაახლოებით 315,9 ლარი. ამ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 63 წელია, ქალებისთვის _ 60;
* სომხეთში, სადაც საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის 63 წელია, საშუალო პენსია დაახლოებით 84 დოლარს შეადგენს (226,8 ლ);
* თურქეთში მამაკაცები პენსიაზე 60 წლის შესრულების შემდეგ გადიან, ქალები _ 58 წლის შემდეგ. ამ ქვეყანაში საშუალო პენსია დაახლოებით 465 დოლარია, ანუ 1255 ლარი.
როგორც ხედავთ, საქართველო, პენსიების მიხედვით, არა მხოლოდ ევროპასა და მსოფლიოშია აუტსაიდერი, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2016 წელს 940 ლარს(?) შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი პენსია, 180 ლარი, საშუალო ხელფასზე, რომელიც, გაუგებარია, რა მეთოდით და რომელი პარამეტრების გათვალისწინებით არის გამოთვლილი, 5,2-ჯერ ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ “ევროსტატსა” და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შედგენილ საშუალო ხელფასის სიაში საქართველო 157 ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა და საშუალო ხელფასის გრაფაში 234 დოლარი (631,8 ლარი) უწერია; “საქსტატის” ვებგვერდზე კი მითითებულია, რომ საქართველოში ყოველთვიური საშუალო ხელფასი, 2016 წლის მონაცემით, 940 ლარია.
საქართველო საშუალო ხელფასის მხრივაც აუტსაიდერთა შორისაა მსოფლიოში, მას უსწრებს არა მხოლოდ მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მონღოლეთი (458 დოლარი), კოსოვო (415 დოლარი), განა (316 დოლარი), ეთიოპია (237 დოლარი) და მრავალწლიანი ომისგან გაწამებული და გაპარტახებული ლიბანი და ერაყიც.
1928 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მუშაობდა 183 ათასი მუშა და მოსამსახურე. 1970 წელს მათმა რაოდენობამ 1,4 მლნ–ს მიაღწია, მათგან 385 ათასი მრეწველობაში იყო დასაქმებული და თითქმის არავინ იყო უმუშევარი (უსაქმურობა ისჯებოდა). ამჟამად კი უმუშევართა რაოდენობა, “საქსტატის” 2016 წლის მონაცემებით, 235,1 ათასია.
რესპუბლიკის მრეწველობა ბაზირებული იყო მდიდარ მდინარეულ და ჰიდროენერგეტიკულ რესურსებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ჰიდროენერგეტიკული რესურსებით საქართველო ბევრ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებდა. სწორედ საბჭოთა პერიოდში აშენდა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური _ ზაჰესი (1927 წ.), ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რიონჰესი, სოხუმის ჰესი, ჭითახევჰესი, თბილისისა და ტყვარჩელის თბოელექტროსადგურები…
ქალაქი ჭიათურა მარგანეცის უდიდესი ექსპორტიორი იყო, ამარაგებდა 50-ზე მეტ ქვეყანას და მსოფლიოში მოპოვებული მარგანეცის 50% ჭიათურაზე მოდიოდა. ამჟამად კი წლის განმავლობაში მოპოვებული მარგანეცი 220 ათასი ტონაა, სულ 12,7 მლნ დოლარის. თვით ქალაქი კი გაღატაკებული და ეკოლოგიურად დაბინძურებულია.
საბჭოთა პერიოდთან შედარებით დღეს უმნიშვნელო მოცულობის პროდუქციას აწარმოებს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. არადა, საბჭოთა პერიოდში რუსთავში მოქმედი საწარმოები, მათ შორის, მეტალურგიული ქარხანა და “აზოტი” მსოფლიოს 44 ქვეყანას ამარაგებდა ფოლადით, თუჯით, ქიმიური სასუქებით, ქიმბოჭკოთი, ცემენტით, ამწეკრანებით, ლითონის კონსტრუქციებით…
საბჭოთა პერიოდთან შედარებით შემცირებულია “ელმავალმშენებელი” და საავიაციო ქარხნების პროდუქცია, სხვათა შორის, სსრკ-ში მხოლოდ 4 რესპუბლიკას ჰქონდა საავიაციო ქარხანა _ რსფსრ-ს, უკრაინას, უზბეკეთსა და საქართველოს. თბილისის საავიაციო ქარხანა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სსრკ–ის მასშტაბით პირველი იყო, რომელმაც სერიულად გამოუშვა რეაქტიულძრავიანი გამანადგურებელი, შემდეგ იქ აწყობდნენ ზებგერით თვითმფრინავებს, ბირთვულქობინიან რაკეტებს, დაჯავშნილ საფრენ აპარატებს. ამ ქარხანაში 10 ათასამდე ადამიანი მუშაობდა. საერთოდ შეწყვიტა არსებობა ისეთმა საწარმოებმა, როგორიც იყო თბილისის ჩარხმშენებელი და ქუთაისის საავტომობილო ქარხნები, “ელექტროაპარატი”, “ელექტროგამშვები” “მიკროძრავა”, 26 კომისრის სახელობის ქარხანა, რადიოქარხანა, “მიონი”, საწარმო “ელვა” ქუთაისის სატრაქტორო ქარხანა, გორის ბამბეულის კომბინატი და სხვ.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1966 წელს, გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენი, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ანუ 1991 წლის შემდეგ მხოლოდ 2 სადგური შეემატა (მშენებლობა დაწყებული იყო საბჭოთა პერიოდში): 2000 წელს _ “ვაჟა–ფშაველა”, 2017 წელს _ “სახელმწიფო უნივერსიტეტი”. სულ კი თბილისის მეტროპოლიტენში 23 სადგურია.
სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში აღორძინდა კოლხეთი, მოჰყავდათ ციტრუსები, ჩაი, დაფნის ფოთოლი, თამბაქო. ჩაის პლანტაციებს ეკავა 60 ათასი ჰექტარი და საქართველო სსრკ-ის მოსახლეობის მოთხოვნას 95%-ით აკმაყოფილებდა, ამასთანავე, ქართული ჩაი საექსპორტოდ გადიოდა ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში, გდრ-ში, რუმინეთში, ფინეთში, ირანში, სირიასა და მონღოლეთში. დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აგრეთვე, ქართული ღვინო და კონიაკი. დღეს კი საქართველოში ჩაის პლანტაციები თითქმის განადგურებულია, ქვეყნის სავაჭრო ქსელი კი გადავსებულია იმპორტული ჩაით, ციტრუსებით, სიგარეტით. ეგვიპტიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს ხილი, ბოსტნეული და ყურძენი. ქართველმა გლეხმა კი არ იცის, სად წაიღოს ვაშლის, ატმის, ციტრუსის და ყურძნის მოსავალი. საბჭოთა საქართველოში განვითარებული იყო აბრეშუმის მრეწველობა, ახლა კი ეს დარგი მკვდარია.
სხვათა შორის, თბილისში 1897 წელს დაარსდა მეაბრეშუმეობის სადგური, რომლის შენობაშიც დღეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმია _ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლი (1892 წელს აშენებულ შენობაშია განთავსებული).
1970-იან წლებში საქართველოში იყო 4571 სხვადასხვა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებშიც მილიონზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. ქვეყანაში იყო 18 უმაღლესი სასწავლებელი, 145 სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი. საკონსტრუქტორო ბიუროებში, ლაბორატორიებში, საცდელ ბაზებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობდა 8000-მდე მეცნიერი მუშაკი, მათ შორის, 400-მდე დოქტორი და 3000-მდე მეცნიერებათა კანდიდატი.
დღეს ქვეყანაში 2321 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა და მათში 564,7 ათასი მოსწავლე სწავლობს.
იმ “ავადსახსენებელ” საბჭოთა წლებში საქართველოს ჰყავდა მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ივანე ბერიტაშვილი, ევგენი ხარაძე, დიმიტრი უზნაძე. ქართველი ფიზიკოსები საბჭოთა პერიოდიდან მუშაობდნენ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში _ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
სწორედ საბჭოთა პერიოდში შექმნეს ქართველმა ხელოვანებმა ისეთი კინემატოგრაფიული შედევრები, როგორიცაა “ჯარისკაცის მამა”, “ნატვრის ხე”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “ცისფერი მთები”, “ფეოლა”, “რეკორდი”, “ქვევრი” და სხვ. საბჭოთა პერიოდში დაიდგა სპექტაკლები: “ჭინჭრაქა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “მეფე ლირი”, “ხანუმა”, “ურიელ აკოსტა” და სხვ.
საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, იპოლიტე ხვიჩია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი და სხვ.
საბჭოთა საქართველოში შექმნეს თავიანთი ლიტერატურული შედევრები გალაკტიონ ტაბიძემ, მუხრან მაჭავარიანმა, მურმან ლებანიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ, ნოდარ დუმბაძემ, ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ დოჩანაშვილმა, ოთარ ჭილაძემ და სხვებმა.
სწორედ საბჭოთა პერიოდში შეძლეს გამოჩენილმა ქართველმა მხატვრებმა: ლადო გუდიაშვილმა, ელენე ახვლედიანმა, დავით კაკაბაძემ, მერაბ ბერძენიშვილმა, ელგუჯა ამაშუკელმა ნიჭის სრულად რეალიზება.
იმ “ბნელ” საბჭოთა პერიოდში ქართველებს გვყავდა მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები: მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ჭადრაკში _ ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე და ჩვენი ქვეყანა 30 წლის(!) განმავლობაში ინარჩუნებდა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინს, გვყავდა მოჭიდავე ლევან თედიაშვილი _ ოლიმპიური თამაშების 2-გზისა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა _ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი, განუმეორებელი ვიქტორ სანეევი _ მსოფლიოში ერთადერთი მძლეოსანი, რომელმაც სამხტომში 3-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება და რომელიც ამჟამად შორეულ ავსტრალიაშია გადახვეწილი… როგორ შეიძლება დაივიწყო თბილისის “დინამოს” კალათბურთელების მიერ 1962 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში მოპოვებული გამარჯვება მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ან თბილისის დინამოს საფეხბურთო გუნდის 1964 წლის “ოქროს მატჩი” ტაშკენტში თუ 1981 წელს მოპოვებული გამარჯვება დიუსელდორფში და ამ გამარჯვებებით გამოწვეული საყოველთაო სიხარული?!
დღეს? დღეს მხოლოდ მოჭიდავეები, მორაგბეები და კალათბურთელები ახარებენ გულშემატკივრებს, ხოლო ფეხბურთი, სპორტის ეს თავის დროზე უპოპულარესი სახეობა საქართველოში, სულს ღაფავს, ქართული სპორტის “მამები” კი, რომლებიც ამ სახეობის აღორძინებაზე უნდა ზრუნავდნენ, მამათმავლების უფლებების დაცვით არიან დაკავებულნი.
საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია 1950-იანი წლებიდან იწყება. ქართველებისთვის პირველი ოლიმპიადა იყო 1952 წელს ჰელსინკში გამართული თამაშები, სადაც 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მას შემდეგ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ანუ 1991 წლამდე, 8 ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ჩვენი სპორტსმენები და 28 ოქროს, 23 ვერცხლისა და 34 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს; 1992-დან 2016 წლამდე კი 7 ოლიმპიადაზე _ მხოლოდ 11 ოქროს, 1 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი, თუმცა, თუ 1992 წლის მონაცემებს გამოვაკლებთ, როცა საქართველო დსთ-ის გუნდის სახელით გამოდიოდა, შედეგი კიდევ უფრო ნაკლები იქნება _ 8 ოქროს, 1 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალი, ანუ 3-ჯერ და მეტჯერ ნაკლები.…
აი, ასეთი იყო საბჭოთა საქართველო და ასეთია დღეს “დამოუკიდებელი” საქართველო. ქვეყნის ხელისუფლება კი, რომლის წევრებიც უზარმაზარ ხელფასებსა და პრემია-დანამატებს იღებენ, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ყველაფერს აკეთებს, რასაც დასავლელი პატრონები დაავალებენ.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ
მაპატიოს ვისაც ეწყინება და გულზე მოხვდება ჩემი კომენტარი, მაგრამ მე სიამოვნებით დავბრუნდებიდი წარსულში,
მომავალში უკეთესობას ვერ ვხევდავ,თუ ძალიან არ შემომიტევთ მადლობელი დაგრჩებით.
თქვენ კი არა, ოჯახით დავბრუნდებოდი მეც
მგელი და ძაღლი
(უარესი შედარებების მოყვანაც შემიძლია, მაგრამ არ ვიკადრებ)
გამხდარი მგელი დადიოდა სოფელლთან ახლოს, მას მაძღარი ძაღლი შეხვდა. მგელმა ჰკითხა ძაღლს:
– მითხარი, ძაღლო, სად შოულობ საკვებს?
– ადამიანები გვაძლევენ.
– ეტყობა რთულ სამუშაოს ასრულებთ მათთვის?
– არც ისე. ჩვენი საქმეა – ღამით ჭიშკრის დარაჯობა.
– მხოლოდ ამისთვის გაჭმევენ? მეც შემოგიერთდებოდით, ჩვენ მგლებს ძალიან გვიჭირს საკვებსი მოპოვება.
– წამოდი, პატრონი შენც დაგაპურებს. – თქვა ძაღლმა.
მგელი ბედნიერი იყო და ძაღლს უკან გაყვა. ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, მგელმა შეამჩნია რომ ძაღლს კისერზე ბალანი აქვს გაცვენილი.
– ძაღლო, ეს რა გჭირს კისერზე?
– ეს ისე… – უპასუხა ძაღლმა.
– ისე როგორ?
– ეს ისე, ჯაჭვია მიზეზი. დღისით პატრონს დაბმული ვყავარ, ჯაჭვმა გამიცვინა ბალანი კისერზე.
– მაშინ, მშვიდობით ძაღლო, – თქვა მგელმა. – მაძღარ მონობას მშიერი თავისუფლება მირჩევნია.
ლევ ტოლსტოი
დასტურ 🙂 ვისაც ძაღლური ცხოვრება სურს, ჩრდილოეთი შეგიფარებთ 🙂
ამერიკა ხომ თავზე გვაფრქვევს ოქრო ვერცხლს? რუსეთის გამოვიყავით და ამერიკის შევიყავით
აი ასეთი მდაბიო და გამოფიტული შედარების მერე რას უნდა ელოდო კაის(( მგელი და ძაღლიო …. რაშუაშია შვილო,შვილო((
darcmunebuli var, arc gicxovria sabchota kavshirshi… imeoreb sisuleleebs…romel tavisuplebaze saubrob, sakartvelo rom gaikida da caileka gadamtielebit, tu vercerti politikosi gadackvitelebas rom ver igebs amerikis saelchos gareshe. mag tavisuplebas mistiri?)) ubedureba ici ra aris? rusettan vicodit mainc ra gvchirda, ratom da rogor, ai exla shennairebi imasac ki ver xvdebian, rom absolutur mona-morchilebashi imkopebian, iset arnaxul mlikvnelobashi da tkuilshi gacxovreben….”tavisupalia” bichi)))))
მაშინ ძაღლები ვიყავით და ახლა “მგლები” ვართ არაა? კიიი,თან ისეთი “მგლები”,რომ ყველა პანჩურს და ჭიტლაყს გვთავაზობს, კანონები უნდა გვიწესონ,ათასგვარი სისაძაგლე უნდა მიგვაღებინონ და ჩვენ კიდე ველაქუცოთ, რომ არ შეშფოთდნენ…
დიახ. .გეთანხმებით.
ესეიგი შენ მგელი ხარ მშიერი. შენი ქვეყნის მმართველები მაძღარი ძაღლები
ნუთუ არ უნდა დადგეს ის დრო , როცა ალტერნატივა გვექნება, თავისუფლებაც და ეკონომიკური დოვლათიც ერთად , რომ იყოს ისე! … ალბათ ამას დიდი სიბრძნე უნდა, ისე თანდათავ ვრწმუნდები , რომ საბჭოთა პერიოდში , ჩვენ რუსებს ვმართავდით , ამერიკა და დასავლეთი ჩვენ გვმართავს! ჩვენი გამჭრიახობის უნარი არც ისეთი მაღალი დონისაა, რომ ინგლისელს ან ფრანგს წამოვაჯდეთ თავზე, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის! ასე რომ არ ვიცი უკვე , მართლა სად უნდა ვიყოთ , დიპლომატიის უნარი , რომ გაგვაჩნდეს ამ საშინელ ჩიხში არ აღმოვჩნდებოდით , რომელშიაც ამჟამად ვიმყოფებით ! ეს არის პრობლემა ნონ ფინიტო ! … მე მინდა დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო , ნუთუ ამ მოდელის შემუშავება მართლა შეუძლებელია, სულ მუდმივად წარსულს რომ არ მივტიროდეთ და მომავალი არ გვაშინებდეს !… განათლებაა ამის წინა პირობა , განათლებაში ჩადებული ფული… თუნდაც თქვენს მიერ ნახსენები სოროსი განა ბრძენი არ არის ?… გარყვნილია თუ რაც არის , დიპლომატია დიდი დიპლომატი… ასე რომ აზრი თავად გამოიტანეთ … ჩვენ არც ძაღლობა გვინდა და მგლობას კიდევ ვერ ვქაჩავთ! ”ასეა ეს ” !!!
❤❤❤
რაა??..
ახლა არიან თუ არიან ძაღლურ ცხოვრებაში!!.
ენაც იკარგება.
სარწმუნოებაც.
ისტორიაც.
კულტურაც.
განათლებაც.
ადამიანობაც.
ის 2 მილიონი ემიგრანტი ახლაა თუა მონა და ვირი კაპიტალისტური სისტემის…
აბა ახლა შეჰმქნით კინო შედევრები….
თავად აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე აღიარებს,
რომ იმ. საბჭოთა პერიოდის სტუდენტების დროს ლექციაზე შესვლის მეშინოდა ისეთი ძლიერები იყვნენო..
ვითომ დამოუკიდებელ საქართველოში კი საქართველოს ისტორიაც არ ისწავლებაო.
ახლა კარგავენ თუ კარგავენ თავისუფლებას.
ი დ ე ა ლ უ რ ი დიქტატურის ყველაზე დიდი წარმატება ისაა, რომ თავისუფალი გეგონოს თავი, იმ დროს როცა ხარ მონა.
ეს რაც დღეს ხდება!!.
Тквен рац цармогвидгинет, ицис квела ганатлебулма кацма Сакартвелошиц да Сакартвелос гарет… Намдвили Пропагандаа да мети арафери! Саретод, рогор бедавт либералебис цудат мохсениебас! Сакартвелос дгевандел мдгомареобаши кофна, арис тквенистанеебис,еклесиис да ме-19 саукунеши чарченили азровнебис накофи! Картвелма эрма дакарга прогресис грдзноба, гадавида ертманетис ганадгуребазе,амитом, санам эри ар шеригдеба,ар даамкаребс цесцкобилебас, дисциплинас да социалур самартлианобас, манам икнебит сигатакеши…
aba rogor gagvanadguron mcire erebi satanebis msaxurebma
realuria yvelaperi!
mec menatreba carsuli.mashin bavshvi vikavi da bednieri bavshvoba mkonda.metireba rom maxsendeba .ra kargi iko.ra mashin tavisupali ar vikavit,exla upro monebi aravart tanac amerikelebis.
ხოდა იყავი თავისუფალი მშიერი! და ჭამე ბალახი! არ მითხრათ ახლა რუსოფილი ხარო! სანამ საქართველოში 220 პარტია იქნება, არაფერი არ იქნება!
liberastebi kiara tu simartle gindat pidarastebis agzevebis droa amerikam samozda ati weli imushava da mainc shemoxwia saqartveloshi ,omis gareshe daipyro da daamona mwvane dolarze daxarbebuli hinovnikebi ,es utvino brboc ayva am ubedurebas ,kuwi uxmebat da mainc gaijaxian amerika hveni mshveleliao ,,,amerikas aaqvs pretanzia msoflio batonobis ,,,ruseti gaehxira glaxad torem mixweuli eqneba ,hven gvgonia qartul bolo sofelshi rom tavrobis gan mitovebuli xalxia imatze zrunavs dgeda game ar dzinat .
საბჭოთა კავშირში ყველას ჰქონდა საჭმელ-სასმელი, სამსახური, ბინებსაც ხალხს სახელმწიფო აძლევდა, სწავლა უფასო იყო და მკურნალობა, ადამიანებს შორის სულ სხვა ურთიერთობა იყო. ადამიანი ადამიანისთვის მტერი და კონკურენტი არ იყო, როგორც დღესაა. დღეს ბევრი შიმშილობს, სამსახურები გაწყდა, არაა, სახლი ან ბინა რომ იყიდო მონასავით უნდა იმუშაო 15 წელი და რამე რომ იშოვო, ტყავს გაგაძრობენ მუშაობით. მაშინ 8 საათი იყო სამუშაო დრო ყველასთვის და დღეს იგივე შემოსავალი რომ მიიღო, უნდა გიხმარონ დამსაქმებლებმა.
რა უბედურნი ხართ ისინი ვინც ძველ საბჭოთა კავშირის დროს მისტირით… უბრალოდ თქვენთან საუბარიც არ ღირს ამ თემაზე. ნუთუ გავიწყდებათ მათ გამო საკუთარ ენას რომვკარგავდით ხალხო მარტო იმისგამო რომ ერთმორწმუნენი ვართ არანაირად არღირს მათთან ყოფნა. როგორ შეიძლებაა იძახდეთ მანეთი გვენატრებაო როცა ხედავთ რამდენი ბარბარიზმი დატოვა ათობით წლების მერეც კვალად … 16 წლის ვარ… არმიცხოვრია იმ პერიოდში და არც არასდროს ვისურვებ ცხოვრებას …
არ მივტირი ძველ დროს და თუ კარგად ვიხსენებ, იმიტომ რომ იქ დარჩა ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა, ეს კი ყოველთვის ტკბილია…მაგრამ ახლა არ ვკარგავთ საკუთარი სურვილით ქართულ ენას? გადახედეთ 10-წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების მესიჯებს, ფრაზებს, კომენტარებს, უმეტესობა ცდილობს ინგლისურად გამოთქვას თავისი აზრი, ქართულად აღარ კადრულობს და ამას არავინ აძალებს, როგორც მაშინ საბჭოთა კავშირში გვაძალებდნენ სახელმწოფო ენა რუსული რომ იყო.შეხედეთ წარწერებს ქუჩებში, მოუსმინეთ ჟურნალისტების ლაპარაკს,რამდენ შეჩდომებს უშვებენ, მარტო ეს რად ღირს- მოუხადეთ მადლობა(?), ორი წლის უკან(?)… და აღარ გავაგრძელებ. მრავლობითი და მხოლობითი, კრებითი საერთოდ დავიწყებულია… და ამას ყველაფერს ნებაყოფლობთ ვაკეთებთ, საიდან დაიწყო ყველაფერი ეს, იქნებ მითხრათ?!ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა რომ განათლებისათვის საკმარისი დონე გახდა მაშინ ხომ არა და ქართულის სახელმძღვანელოს “მშობლიური ენა” რომ აღარ აწერია იქნებ მაგიტომ?
დიანა თუ არ გიცხოვრიათ და არ იცით,იქნებ ამიხსნათ რის საფუძველზე ლანძღავთ?ან მშობლებს მაინც ჰკითხეთ ან ბებია ბაბუებს და აგიხსნან იქნებ,ისე სავარაუდოდ ის ბინაც რომელშიც ცხოვრობთ დარწმუნებული ვარ თქვენს წინაპრებს მუქთად გადაეცა
მაგას მართლა ბნელი ვერ მიხვდება რომ მაშინდელი წყობა ჯობდა,რა მშიერი მგლებიო?სად არიან მგლები?პიდარასტებით გაავსეს ქვეყანა,ზუსტად ეხლა ვართ ამერიკის ყურმოჭრილი მონები
დიანა შვილო ,იმ წყობას თავისი ბევრი მინუსი მაგრამ ამავდროულად უამრავი პლუსი ჰქონდა,არ გიცხოვრიათ და ილანძღებით,იქნებ ჯერ ბებიაბაბუებისთვის გეკითხათ?
მირზას. შენ თუ იყავი მონობაში ეგ შენი პრობლემაა და მე და ქართველების უმრავლესობას თავები რუსების მონად არასდროს გვიგრძვნია! ეს დასავლეთის მოსყიდულმა სახაროვმა, სოლჟენიცინმა ,,ჩაარაკრაკეს” ,,ძია სემის”დარიგებული ,,შპარგალკები” ე.წ ,,სტალინურ რეპრესიებზე”, რომლებშიც რეპრესირებულთა გაათმაგებული ციფრები დაასახელეს, მაშინ როდესაც აშშ-მ თითქმის მთლიანად გაანადგურა ადგილობრივი მოსახლეობა! ხოლო შაფრიკიდან ჩამოყვანილ შავკანიანებს, ნამდვილ მონებს ადამიანებად არ თვლიდნენ! მონობა ეს იყო თუ იყო, მაშინ როდესაც ე.წ საბჭოთა ,,ქართველი მონები”, ,,მონათმფლობელ” რუსებზე გაცილებით უკეთ ვცხოვრობდით და იმ პერიოდში აყვავდა ქართული მეცნიერება, კულტურა, სპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ამაზები ვიყავით! დღეს დაჩმორებული და ვითომ დამოუკიდებლები ვართ! ინგლისმა, ესპანეთმა, პორტუგალიამ, ჰოლანდიამ რამდენი მილიონი ადამიანი გაანადგურეს კოლონიებში? შენ ალბათ ბიძია აწყობილი გაქვს ცხოვრება, თუ არა, სხვებივით კუჭგამხმარი ,,თავისუფალი ” ტომ იყო, ასე არ იჭიკჭიკებდი. შეუძვერი ამერიკას და გაბუნია-გვარამიები კარგად გააქეზე პუტინის და რუსეთის გინებაში! იმათ ამ გინებაში უხდიან ათიათასობით ხელფასებს, ამდენს ვერ ხვდები?
adamiani, romelic sabchota dros monobashi cxovrebad moixseniebs, imas an saertod ar ucxovria da axalgazrdaa dzalian, an sascrapod esachiroeba psikiatri.
დღევანდელობას რომ ვადარებთ 50 წლის წინანდელს და ვდაობთ თუ რომელი სჯობია, სამწუხაროდ ეს წარსულის სასარგებლოდ მეტყველებს
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებო :)) ათეიზმის ხანას მისტირით? რუსულზე ან ლათინურზე მაინც გადაიყვანეთ შიფტი, როცა სტალინს **აკს ულოკავთ. სირცხვილია…
რა უგემოვნო ხალხი ვართ. თუ უკან ბრუნდებით ცოტა უფრო უკან დაბრუნდით, მაინცდამაინც უსახელმწიფოებრიობაში რო ეკვეხებით. ვაახ!