Home რუბრიკები საზოგადოება როგორ უნდა განვითარდეს საქართველო

როგორ უნდა განვითარდეს საქართველო

საქართველოში ცხოვრების დონე რომ ავიდეს ევროპის განვითარებული სახელმწიფოების დონეზე, მაგალითად, ნიდერლანდების დონეზე, უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

1. პარლამენტის დეპუტატების რაოდენობა უნდა განახევრდეს;

2. საჯარო მოხელეების რაოდენობა უნდა შემცირდეს 30%-ით;

3. სამხარეო სამსახურები-გუბერნიები უნდა გაუქმდეს;

4. სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს, საკმარისია შვიდი სამინისტრო;

5. სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული წამგებიანი საწარმოების რეორგანიზაცია უნდა მოხდეს და წამგებიანი საწარმოები უნდა გაუქმდეს;

6. აიკრძალოს შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა;

7. მინისტრებმა და ყველა თანამდებობის პირმა, რომელთაც სახელმწიფოს ავტომანქანები ემსახურებათ, საწვავი საკუთარი ხარჯებით იყიდონ;

8. განახევრდეს სახელმწიფო ავტომანქანებით მომსახურება თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე;

9. თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების სახელმწიფო ავტომანქანებით მომსახურება თბილისის ტერიტორიაზე გაუქმდეს;

10. შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და მიწათსარგებლობის სამინისტრო (ფუნქციები, დებულება, უფლებები იხილეთ უახლოეს პერიოდში);

11. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგები განვითარდეს პროტექციონიზმის გზით;

12. სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი რესურსების 30% მიმართული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის დარგისა და მასთან დაკავშირებული კვების მრეწველობის განვითარებისკენ;

13. თანდათანობით შეიზღუდოს საზღვარგარეთიდან სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის პროდუქტების შემოტანა. დაწესდეს გაზრდილი გადასახადები;

14. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობისთვის კრედიტების გაცემის პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 3-5%- და დაფარვის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10-15 წელი;

15. ყველა მოქმედ სოფელს უნდა ჰქონდეს: გზა, წყალი, შუქი, ამბულატორია, კულტურის სასახლე, 1-2 მცირე მოქმედი საწარმო, რაც მთავარია, გათბობა და ცხელი წყალი, არა გაზისა და შეშის საფუძველზე, არამედ ელექტროენერგიის საშუალებით;

16. სოფელს უნდა ჰყავდეს არა რწმუნებელი, არამედ ხელმძღვანელობა, მინიმალური ხუთი სპეციალისტის შემადგენლობით, რას დავარქმევთ, არ აქვს მნიშვნელობა.

17. სოფლის მეურნეობის დარგებიდან პრიორიტეტული ფუნქცია მიენიჭიოს მარცვლეულის განვითარებას იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს საჭიროება მარცვლეულზე აუცილებლად დაკმაყოფილდეს 50-60 %-ით;

18. დროებით თავი შევიკავოთ ვენახებისა და ხილის ბაღების გაშენებისაგან;

19. საქართველოს “განარკომანებულ” ნიადაგებზე დავიწყოთ მინერალური სასუქების შეტანის შემცირება და ბიოლოგიური, ორგანული და სხვა თანამედროვე საშულებების გამოყენება;

20. გადაუდებელი აუცილებლობაა, ჩატარდეს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწების კონსოლიდაცია და დავიწყოთ თესლბრუნვების დამკვიდრება;

21. გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, დავიწყოთ ქარსაფარი (მინდორსაცავი) ტყის ზოლების აღდგენა-გაშენება;

22. არ არის საკმარისი გასარწყავების, დაჭაობებული ფართობების აღდგენის, მოკირიანებისა და მოთაბაშირების სამუშაოები, საჭიროა, სულ ცოტა, ამ სამუშაოების გაორმაგება, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ერთ მოსახლეზე სახნავი მიწა იყოს 0,3 ჰექტარი;

23. მივიღოთ მიწის კოდექსი და აღვადგინოთ მიწის ბალანსის წარმოება;

24. საჭიროა, უმაღლეს დონეზე განვავითაროთ სამკურნალო ტურიზმი;

25. გატარდეს რადიკალური ღონისძიებები 700 დაცარიელებული სოფლის აღდგენისთვის, რისთვისაც საჭიროა, განხორციელდეს სოფლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რათა სოფლის ცხოვრება დაუახლოვდეს ქალაქის ცხოვერების მინიმალურ დონეს მაინც;

26. ყველა შესაძლო კანონიერი ღონისძიებებით მაქსიმალურად შემცირდეს ქართველი ახალგაზრდების გადინება საზღვარგარეთ;

27. საქართველოში 26 060 მდინარეა, საერთო სიგრძით 60 000კმ, უნდა აშედეს იმდენი პატარა ჰესი, რომ საქართველომ 5-7 წლის შემდეგ უარი თქვას ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შეძენაზე;

28. მომავალში საქართველომ უნდა შეძლოს აუცილებლად საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოება;

29. რაც მთავარია, მაქსიმალურად აღმოიფხვრას კორუფცია და ნეპოტიზმი.

ანზორ მესხიშვილი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here