Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ მოიპარა ჩინელმა მილიონ სტერლინგად შეფასებული ნეფრიტის გულსაკიდი

როგორ მოიპარა ჩინელმა მილიონ სტერლინგად შეფასებული ნეფრიტის გულსაკიდი

1124
ნეფრიტის გულსაკიდი

მოიპარა ფრიად ორიგინალურად _ ერთმანეთის მიყოლებით გულსაკიდის 40 მძივი გადაყლაპა. ეს იყო 49 წლის ჩინელი _ ჰოუ..

ეჭვმიტანილმა საიუველირო მაღაზიის გამყიდველს სთხოვა, ნება დაერთო, მზის სინათლეზე დაეთვალიერებინა გულსაკიდი, რომლის ყიდვას თითქოს აპირებდა. ნება რომ დართეს, გავიდა მაღაზიიდან და გადაყლაპა მძივების მთელი აცმა. ამ არცთუ ახალი ბლეფის შესახებ მკითხველებს მოუთხრო Daily Mail-მა.

პოლიციის მონაცემებით, ჰოუს ახლდა 24 წლის ქალიშვილი. ერთი კვირის განმავლობაში ისინი მიდიოდნენ პროვინცია გუანდუნში მდებარე ამ საიუველიროში. თავი შეაჩვიეს მომსახურე პერსონალს, დააჯერეს, რომ მყიდველები იყვნენ. ერთ დილით 11 საათზე კვლავ მივიდნენ და მოხდა ის, რაც მკითხველმა უკვე იცის.

მაღაზიის გამყიდველები დროზე მოეგნენ გონს, შეატყობინეს პოლიციას, რომელმაც დამნაშავეები უცებ დააკავეს. ყელსაბამი ვერ იპოვეს. მაგრამ, როცა ჰოუ გააშუქეს რენტგენზე, მძივები დამნაშავის კუჭ-ნაწლავში იპოვეს. მოპარული მძივების ნახევარი პოლიციელებმა დაიბრუნეს, მეორე ნახევარს ელოდებიან.

სხედან და ელიან.

ისეთი სიტუაციაა, რომელსაც ზუსტად მოერგო საბავშვო ლექსის ერთი სტროფის სახელდახელო პერიფრაზი წიწილების ქურდსა და ავაზაკ ქორზე: “ჰაუ, ჰაუ, ქორო, ნუ ფრენ”:

ჰაუ! ჰაუ! ჰოუ, ნუ ფრენ

ვიტრინასთან დილ-დილასო,

ერთ ცალსაც არ გაგატანენ

გულსაკიდის მძივ-მძივასო!

გატანება კი არა, შენ და შენს მეწყვილეს ვაითუ ისეთი განაჩენი გამოგიტანონ, რომლის სასჯელის ვადა შეიძლება ზუსტად დაემთხვეს შენს კუჭში დროებით “მიმალვაში მყოფი” ნეფრიტის მძივების სამწუხარო რაოდენობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here