Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი როგორ გავაქროთ ცხიმის ნაკეცები

როგორ გავაქროთ ცხიმის ნაკეცები

1199

რატომაა ასეთი დაუმორჩილებელი ცხიმის ნაკეცები? როგორ დავაღწიოთ თავი მათ.

წონაში დაკლება ბევრი ადამიანის მთავარი მიზანია და წონასთან ბრძოლისა და ცხიმების დაწვის პროცესი შესაძლოა საკუთარ სხეულთან ბრძოლაშიც კი გადაიზარდოს.

რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი თავი დააღწიოთ ცხიმის ნაკეცებს – ჯანმრთელობა, ბედნიერება, ესთეტიკურობა, თუ კონკურსში მონაწილეობა, გახსოვდეთ, რომ, საკმარისი მონდომების პირობებში, სავსებით შესაძლებელია დაიკლოთ აღნიშნული წონა.

რა არის ცხიმის ნაკეცები?

პირველ რიგში, ვიდრე სხვა საკითხების განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ადამიანების ორი ტიპი, რომლებსაც წონაში დაკლება სურთ:

• ისინი, ვისაც წონაში დაკლება ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გამო სურთ და რომლებიც ცდილობენ თავიანთი ჯანმრთელობა და წონა კონტროლის ქვეშ მოაქციონ.

• ისინი, ვინც, ზოგადად, ჯანმრთელები, საკმარისი კუნთოვანი მასის მქონენი არიან, თუმცა გარკვეული ესთეტიკური მიზნებისათვის ან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ცდილობენ წონაში დაკლებას.

არსებობს მესამე ჯგუფიც – ადამიანები, რომლებიც სულაც არ არიან ჭარბწონიანები, მაგრამ რამდენიმე კილოგრამის დაკლებას მაინც საჭიროებენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მნიშვნელოვანია, ზუსტად გქონდეთ განსაზღვრული რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით, ან რომელთან ხართ ახლოს, რათა ხელსაყრელი მეთოდი აირჩიოთ წონაში დასაკლებად.

რატომ არის ასეთი რთული ცხიმის ნაკეცების მოშორება?

რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი, რის გამოც ცხიმები სხეულში ინახება, არის ენერგიის მიწოდება და მეტაბოლიზმის კონტროლი. ცხიმები ინახება ადიპოციტებში, ან ცხიმოვან უჯრედებში. ეს ორი ჯგუფი კი ერთად ქმნის ადიპოზურ ქსოვილს. იგი ასევე ამუშავებს ჰორმონებს, მათ შორის ლეპტინს, რომელიც ჩვენს მადას აკონტროლებს.

არსებობს ცხიმოვანი ქსოვილის ორი მთავარი სახე: ვისცერული ცხიმი და კანქვეშა ცხიმი.

ვისცერული ცხიმი

ვისცერული ცხიმი ასევე ცნობილია, როგორც ორგანული ან მუცლის ღრუს ცხიმი. ეს მკვრივი ცხიმია, რომელიც განთავსებულია ჩვენი ორგანოების ირგვლივ და შესაძლებელია აშენდეს მუცლის არეში. გადაჭარბებული ვისცერული ცხიმი დაკავშირებულია ორი ტიპის დიაბეტთან, ინფლამაციასა და ინსულინის ნაკლებობასთან.

კანქვეშა ცხიმი

კანქვეშა ცხიმი ჩვენი კანის ქვეშ არის მოთავსებული. იგი უფრო სუსტია, ვიდრე ის „ცხიმი“, რომელსაც ვხედავთ და აღვიქვამთ ჩვენს სხეულზე. ეს ცხიმი აუცილებლად ცუდი ცხიმი არ არის და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის რთული მისგან თავის დაღწევა. მას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ორგანიზმის გადარჩენის მექანიზმებში და პირდაპირ არის დაკავშირებული რეპროდუქციის სისტემასთანაც.

ეს ინსტინქტურია

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ თვითგადარჩენისაკენ ვართ მიდრეკილები, ჩვენი სხეული მიჩვეულია შეინახოს ცხიმები, როგორც ენერგიის წყარო. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ რეპროდუქცია ჩვენი, როგორც ინდივიდების, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ცხიმები ძირითადად სწორედ რეპროდუქციულ არეაშია განთავსებული.

სწორედ ამიტომ, ქალები წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს ძირითადად მენჯსა და საჯდომთან არეალში უჩივიან, ხოლო მამაკაცები კი მუცლის ქვედა ნაწილში. როცა ქალები ასაკში იმატებენ და ეწყებათ მენოპაუზის საფეხური, მათი წონაც უმეტესწილად მუცლის ქვემოთ არეალში გადაინაცვლებს.

ჭარბ წონას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასა და არაჯანსაღ დიეტას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ჰორმონალური დისბალანსი, რეპროდუქციული სისტემის მოშლა. თუმცა გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვასა და შეზღუდულ დიეტებსაც შესაძლოა იგივე ეფექტი ჰქონდეს, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში. ამიტომ აუცილებელია დაიცვათ სწორი კვება, ამაში ჩვენი საიტი დაგეხმარებათ.

როცა სხეულში არსებული ცხიმების პროცენტული რაოდენობა დაიკლებს, თქვენს სხეულში გადარჩენის ინსტიქტები ჩაირთვება და პრიორიტეტი გახდება „გადარჩენა“, შესაბამისად, ენერგია რეპროდუქციული სისტემიდან გადაინაცვლებს. სწორედ ეს იწვევს იმას, განსაკუთრებით აქტიურ ქალებს არ აქვთ თანმიმდევრული მენსტრუალური ციკლი.

გადაწყვეტის გზა

ცხადია, გადაწყვეტის გზა დამოუკიდებულია თქვენს კონკრეტულ ვითარებაზე და მიზნებზე. მართალია, არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ვერ გააკონტოლებთ, მათ შორის სქესსა და გენეტიკას, თუმცა დიეტისა და ვარჯიშის სწორად დაგეგმვის პირობებში შეგიძლიათ აკონტროლოთ საკუთარი სხეული.

თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ კონკრეტული ჰორმონების გამომუშავების პროცესიც კი სხვადასხვა არაპირდაპირი გზის გამოყენებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ადიპოზის ჰორმონი ასევე ხელს უწყობს ლეპტინის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც ჩვენს მადას აკონტროლებს.

ამ და სხვა ჰორმონების წარმოშობისა და გადამუშავების პროცესების გააზრების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოს ისინი და მიიღოთ სხვადასხვა ბენეფიტები.

წონა და კონცეტრაცია ჯანმრთელობაზე

მათ, ვინც მიჩნეულნი არიან ჭარბწონიანად ან „არაჯანმრთელად“, ძირითადად ორივე ტიპის – ვისცერული და კანქვეშა ცხიმის გადაჭარბებული რაოდენობა აქვთ.

ვისცერული ცხიმი არის უმთავრესი საკითხი, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს თქვენს ჯანმრთელობას. იმისათვის, რომ მოიშოროთ ვისცერული ცხიმის ზედმეტი რაოდენობა, აუცილებელია დაიკლოთ წონაში.

მართალია, მოკლე დროში აქტიური ვარჯიშისა და დიეტის შედეგად წონაში დაკლებას შესაძლოა საწყის ეტაპზე დადებითი შედეგი ჰქონდეს, თუმცა ვისცერულ ცხიმებს მარტივად აღდგენის შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისად, შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც მალე დაბრუნდეს.

ნელა და გააზრებულად დაამატეთ ვარჯიში თქვეს ყოველდღიურ რუტინას და იკვებეთ ჯანსაღად, რაც, საბოლოო ჯამში, იმოქმედებს ვისცერულ ცხიმებზეც.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როცა ვისცერული ცხიმების დაკარგვა ხდება, ასევე ადგილი აქვს შემდეგ პროცესებს:

· ინფლამაცია და სტრესის შემცირება

· მეტაბოლიზმის მოქმედებისა და კონტროლის გაუმჯობესება

· ჰორმონების მოქმედებისა და კონტროლის გაუმჯობესება

· კანქვეშა ცხიმის თავიდან მოცილების გამარტივება

სამწუხაროდ, ვისცერული ცხიმების დაკარგვა ყოველთვის თვალშისაცემი არ არის.

ამის გამო ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ გამოყენებული მეთოდი უშედეგოა, ან უბრალოდ ვერ იცდიან და ცდილობენ უფრო მარტივი და სწრაფი მეთოდი მოძებნონ, რომელიც, ცხადია, არაჯანსაღია და, მართალია, ისინი დასაწყისში მოახერხებენ დაიკლონ წონაში, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც არაფერი შეიცვლება.

კუნთოვანი მასის მომატება

ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ თავდაპირველად ვარჯიშის დაწყებისას თქვენ შესაძლოა დაიკლოთ წონაში და მოგემატოთ კუნთოვანი მასა. იმის გამო, რომ კუნთები უფრო მეტს იწონის, ვიდრე ცხიმები, შესაძლოა, თქვენი წონა უცვლელი დარჩეს, თუმცა ეს მასა ცხიმებისაგან განთავისუფლებული მასა იქნება.

მას შემდეგ, რაც თქვენი კუნთოვანი მასა გაიზრდება, დაგჭირდებათ მეტი ენერგია, ასე რომ, ამ პროცესში უფრო მეტ ცხიმსაც დაწვავთ.

მაღალი ინტენსივობის ვარჯიშს შეუძლია გავლენა მოახდინოს, როგორც ვისცერულ, ისე კანქვეშა ცხიმებზეც და ეს საუკეთესო გზაა ცხიმების სწრაფად და ეფექტურად დასაწვავად.

პლატესები

ზოგჯერ წონაში კლების პროცესი ჩერდება ერთ კონკრეტულ რიცხვზე. ასეთი ადამიანები წონაში იკლებენ და მათ მიერ გამოყენებული მეთოდები ეფექტურია, თუმცა შემდეგ მათი შედეგები იყინება და ერთ ადგილას ჩერდება.

ასეთ დროს სავარაუდოა, რომ მოხვდით ცხიმების დაწვის პლატესებზე. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენი სხეული შეეჩვია რუტინას, ამიტომ დაგჭირდებათ შეცვალოთ დღის განრიგი, რათა კვლავ გამოაღვიძოთ მეტაბოლიზმი.

ფოკუსი კუნთოვან მასაზე

მათ, ვინც საკამრისად ჯანმრთელები არიან და არ აწუხებთ ჭარბი წონა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვისცერულ ცხიმებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდეთ, ასე რომ, მათთვის ძირითადი სამიზნე კანქვეშა ცხიმებია.

ასეთ დროს რთულია განსაზღვრა, როგორ უნდა მოხდეს კანქვეშა ცხიმების დაწვა. ასეთი ადამიანების შემთხვევაში ვარჯიშის შედეგად ძირითადად მხოლოდ კუნთოვანი მასა იზრდება, რაც არ იწვევს კანქვეშა ცხიმების გაქრობას. მთავარი გამოსავალი დროდადრო ზედმიწევნითი მოქმედებაა.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, დრამატული ცვლილებები ვარჯიშის პროგრამაში მიზანშეწონილი არ არის.

რეკომენდირებულია მისდიოთ დღიურ რუტინას. თუმცა შესაძლებელია სცადოთ ახალი სპორტი ფიტნეს დარბაზში ყოველდღიური ვარჯიშის ნაცვლად, ან სირბილი გარეთ ან სხვა სასურველი აქტივობა:

· სცადეთ ახალი სპორტი ფიტნეს დარბაზში წასვლის ნაცვლად

· ირბინეთ გარეთ სარბენ დარბაზში სარბენ ბილიკზე ვარჯიშის ნაცვლად

· სცადეთ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები მეტაბოლიზმის დაჩქარებისათვის

· სცადეთ ახალი რეცეპტი და საკვები

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ცხიმების დაწვის პროცესში პლატესებზე მოხვედრას. თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ ვარჯიშის წყვეტის მეთოდი, როგორც ჰორმონების მუშაობის კონტროლის ერთ-ერთი საშუალება.

რომ შევაჯამოთ:

· პირველ რიგში, გაარკვიეთ, რატომ ინახავს თქვენი სხეული ცხიმებს

· იცოდეთ თქვენი სამიზნე (ცხიმის რომელი სახეობის დაწვა გსურთ, თუ ორივესი)

· შეადგინეთ პრობლემის გადაწყვეტის გეგმა

· შეცვალეთ დიეტები და ვარჯიშის პროგრამა

· იზრუნეთ კუნთოვანი მასის მომატებასა და გამოიყენეთ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებიც

· არ დანებდეთ. დაიჯერეთ, რომ თქვენი სხეული განიცდის ცვლილებებს.

· გაიაზრეთ და აკონტროლეთ ჰორმონების მუშაობის პროცესი

· შეცვალეთ თქვენი რუტინა

იცნობდეთ კარგად თქვენს ოპონენტს, ეს ერთ-ერთი მთავარი იარაღია წარმატების მისაღწევად. დაისახეთ მიზნები და აუცილებლად მიაღწევთ მათ.

წყარო:fit.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here