Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ გადააქციეს მიგრანტებმა ევროპელთა ცხოვრება კოშმარად

როგორ გადააქციეს მიგრანტებმა ევროპელთა ცხოვრება კოშმარად

725
მიკლოშ კევეხაზი

ჩვენ, ევროპელებს, ისღა დაგვრჩენია, განვაცხადოთ: მიგრანტები _ ეს ძალიან კარგია! მულტიკულტურა _ ეს ხომ შესანიშნავია! შეიძლება, ასეც არის, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიურ კოშმარად იქცა

უნგრელი ექსპერტი მიკლოშ კევეხაზი თავის აზრს გვიზიარებს შექმნილ ვითარებაზე ევროპის იმ ქვეყნებში, რომელთა ხელისუფლებებიც საკამათო მიგრაციულ პოლიტიკას ახორციელებენ.

მიკლოშ კევეხაზიმ ყურადღება მიაპყრო იმას, რომ სახელგანთქმული მქადაგებლის _ მარტინ-ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში დაიწყო აფროამერიკელი მოსახლეობის დიდი საპროტესტო გამოსვლები. ისინი მოითხოვდნენ, ქვეყანაში ყოფილიყო თანასწორობა. ამასთანავე, შეიქმნა მოძრაობა სახელწოდებით “შავი _ ეს შესანიშნავია” (Black is beautiful). ამ ტალღაზე გაჩნდნენ ნიჭიერი მუქკანიანი არტისტები და იუმორისტები; ცალკე კასტად ჩამოყალიბდნენ სამხრეთის შტატის მუსიკალური ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით გაამდიდრეს აშშ-ის კულტურული ცხოვრება. ეს მოძრაობა შედგებოდა აფროამერიკელი მოსახლეობის დამცირებული ფენების წარმომადგენლებისგან.

“ჩემი აზრით, დღეს ეს მოვლენა ძლიერ ზემოქმედებს აშშ-ის დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფებზე. ჰოლივუდი იძულებულია, თავის ფილმებში წინ წამოსწიოს “ყველა კონფლიქტში გამარჯვებული მუქკანიანი მაჩოების სახეები”, _ განაცხადა მიკლოშ კევეხაზიმ.

ეს არ არის ახალი მოვლენა, ის დამახასიათებელი იყო ძველი რომისთვის, აგრეთვე, შუა საუკუნეების სახელმწიფოებისთვისაც. რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ, როგორ მიემართება ასიათასობით არალეგალი და ლეგალი მიგრანტი ევროპისა და ამერიკის აყვავებულ (ჯერ კიდევ) ქვეყნებში. აღნიშნული რეგიონების მოსახლეობა ამ მოვლენას არაერთმნიშვნელოვნად აფასებს.

მსგავსი პროცესების ყველაზე ნათელი მაგალითია ნორვეგია, რომელიც ბოლო ათწლეულში ძალიან შეიცვალა ახალგაზრდა და აგრესიული მიგრანტების ზემოქმედებით. ერთმა ნორვეგიელმა ინტერნეტგამოცემამ ამ თემაზე კვლევა ჩაატარა. გაირკვა, რომ გრორუდალენში, მიგრანტებით დასახლებულ რაიონში, მკვიდრი მოსახლეობა მიხვდა, რომ ნორვეგიელად ყოფნა მოდური აღარ არის. საქმე ის არის, რომცუდი ბიჭები” (მიგრანტები) უფრო აინტერესებთ გოგონებს, ვიდრე ადგილობრივი ბიჭები.

“აქ უკვე აღარავის სურს ნორვეგიელობა, ნორვეგიელი _ ეს სისუსტის სიმბოლოა”, _ თქვა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ. სკოლებში ნორვეგიელ ბიჭებს ხშირად სცემს რამდენიმე მიგრანტი ერთად, მასწავლებლები კი ნორვეგიელებს ხურდის დაბრუნებას უკრძალავენ. მიგრანტებმა სწრაფად აითვისეს, რომ “მათი წყენინება არ შეიძლება” და ხშირად იყენებენ ამ დაუმსახურებელ პრივილეგიას.

მიგრანტები, როგორც წესი, დიდ ოჯახად ცხოვრობენ, ადგილობრივების ბავშვები კი, ძირითადად, იზრდებიან საზოგადოების არასრულ უჯრედებში, უმამოდ, დებისა და ძმების გარეშე. ამასთანავე, ადგილობრივი გოგონები არც ისე იშვიათად უპირატესობას ანიჭებენ მიგრანტებს, რადგან მათ უფრო მამაკაცურებად და თავდაჯერებულებად მიიჩნევენ.

ჩემი აზრით, მომხდარში არ შეიძლება ნორვეგიელი ადამიანების დადანაშაულება. ხელისუფლება ხელს უწყობს ისეთი ვითარების შექმნას, როცა მიგრანტები უფრო მიმზიდველი არიან ადგილობრივი გოგონებისთვის. ქალის ფსიქოლოგია ირჩევს უფრო აგრესიულ, ბრუტალურ მამაკაცს. გადარჩენისთვის ბრძოლაში მარტოხელა, ინდივიდუალიზმზე აღზრდილ ახალგაზრდა კაცს ძალიან უჭირსნორვეგიის ახალ დამპყრობლებთან დაპირისპირება”, _ აღნიშნავს მიკლოშ კევეხაზი.

ექსპერტთა შეფასებით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ამჟამად იმყოფება დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტი. უნგრეთმა, რომელზეც გადის ერთ-ერთი მიგრაციული მარშრუტი, ცოტა ხნის წინათ ღობით გადაკეტა ეს მიმართულება, მაგრამ ასეთი წინაღობაც ვერ აჩერებს ამ ადამიანებს.

“ჩვენ, ევროპელებს, ისღა დაგვრჩენია, რომ განვაცხადოთ: მიგრანტები _ ეს ძალიან კარგია! მულტიკულტურა _ ეს ხომ შესანიშნავია! შეიძლება, ასეც არის. მაგრამ ეს ყველაფერი ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიურ კოშმარად იქცა”, _ დაასკვნა მილოშ კევეხაზიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here