Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ გაანადგურეს დასავლეთის ყველაზე ძვირფასი ფასეულობა

როგორ გაანადგურეს დასავლეთის ყველაზე ძვირფასი ფასეულობა

1976
ბრიფინგი ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციაში, 26 აპრილი, 2018 წელი

გასულ კვირას ჰააგაში საინტერესო რამ მოხდა: რუსეთმა და სირიამ ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის შტაბბინაში სირიის ქალაქ დუმის 17 მცხოვრები მიიყვანეს, მათ შორის, ცნობილი ბიჭი ჰასანი _ “ვარსკვლავი” “თეთრი ჩაფხუტებისვიდეორგოლისა, რომლის საფუძველზეც სირიას თავს დაატყდა ამერიკულიტომაჰავკები”, რომელთა წყალობითაც რუსეთის სამხედროსამრეწველო კომპლექსის ექსპერტები გამოწვლილვით სწავლობენ აშშის სარაკეტო შეიარაღების მოდერნიზებულ სახეობებს.

მოწმეები მოყვნენ, როგორ გადაიღეს “თეთრმა ჩაფხუტებმა” ვიდეო ქიმიურ შეტევაზე და რუსეთმა თვითმხილველთათვის უზრუნველყო ტრიბუნა, რომლის წართმევაც მათთვის შეუძლებელი იყო. ამიტომ “თავისუფალი სამყაროს” მოწინავე ქვეყანამ ამ ღონისძიებაზე დასწრება არ ისურვა და ეს თავის სატელიტ ქვეყნებსაც აუკრძალა _ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციაში ბრიფინგის დაწყებამდე ოპერატიულად ჩამოურბინა “მოკავშირეების” წარმომადგენლებს და მათ ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალა, შედეგად მათგან დარბაზში არავინ იყო. თავისუფალი მედიის მიმართ კიდევ უფრო მარტივად იყო საქმე.

Japan Times: “რუსეთი დაადანაშაულეს სამარცხვინო მასკარადში _ დუმის მცხოვრებთა მოყვანასა და მცდელობაში, დაემტკიცებინა, რომ ქიმიური შეტევა დადგმული იყო.

The Times: “დუმის ოჯახების “სამარცხვინო მასკარადი”.

Miror: “რუსეთმა წარმოადგინა 11 წლის სირიელი ბიჭუნა, როგორც “მოწმე”, რათა დაემტკიცებინა ქიმიური შეტევის სიყალბე”.

Otago Daily Times: “რუსეთი ცდილობს, დუმაზე შეტევის დისკრედიტაციას”.

Xahoo News: “რუსეთი გააცამტვერეს დუმიდან ადამიანების ჩაყვანის “ტრიუკის” გამო ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციაში”.

ABC News: “რუსეთი დაადანაშაულეს სამარცხვინო მასკარადის გამართვაში, როცა თითქოს წარმოადგინა სირიაზე ქიმიური შეტევის მოწმეები”.

The Washington Post: “ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რუსეთის განცხადება შეაფასეს, როგორც “ტრიუკი”.

თუმცა ეს მასალები დასავლური “თავისუფალი მედიის” არა პირველ, არამედ ბოლო გვერდებზე მოხვდა.

ანუ, როცა რუსეთმა თავისუფალი სამყაროს გულში ჩაიყენა მოწმეები და ამტკიცებდა, რომთეთრი ჩაფხუტებისვიდეო დადგმული სცენარით იყო გადაღებული, თავისუფალი სამყაროს წამყვანმა ქვეყნებმა, რომლებმაც ამ ვიდეოს საფუძველზე დაბომბეს სირია, თვალი დახუჭეს, ყური დაიხშეს და ბრიფინგს არ დაესწრნენ იმიტომ, რომრუსეთი ყოველთვის ცრუობს”. თავისუფალი სამყაროს წამყვანმა მედიასაშუალებებმა კი ერთ ხმაში ამცნეს თავიანთ მკითხველს, როგორი სამარცხვინოტრიუკიდა მასკარადი მოაწყო რუსეთმა, ხოლო, რაც მოწმეებმა განაცხადეს ჰააგაში, სიცრუეა.

ამ ამბავში, ერთი შეხედვით, ახალი თითქოს არაფერია. 19 წლის წინათაც ხომ იყო “ხოცვა-ჟლეტა რაჩაკში (სოფელი კოსოვოში, მეტოხიაში _ ლ. მ.), როდესაც სერბეთი დაადანაშაულეს მშვიდობიანი კოსოვოელი ალბანელების დახოცვაში? “არასწორმა” ბელარუსმა სპეციალისტებმა იმხანად ჩაატარეს ექსპერტიზა და დაასკვნეს, რომ რაჩაკში ჩაიტანეს მოკლული “ბოევიკების” ცხედრები, რომლებსაც შემდეგ სამოქალაქო ტანსაცმელი ჩააცვეს, მაგრამ დროულად გამოჩნდნენ “სწორი” ფინელი ექსპერტები, რომლებმაც კურტ უოლკერის (დიახ, ის იმხანად უკვე იყო კონფლიქტების “ვარსკვლავი”. 1999-2001 წლებში _ ნატოს იმჟამინდელი გენერალური მდივნის, ჯორჯ რობერტსონის, კერძო კაბინეტის დირექტორის მოადგილე, 2008-2009 წლებში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, 2017 წლიდან უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი _ ლ. მ.) გულმოდგინე მეცადინეობით დაასვნეს: “დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ბელგრადი უნდა დაიბომბოს”. ფინელი ექსპერტების დასკვნის ტესქტი დღესაც გასაიდუმლოებულია, მაგრამ დღეს ეს ვიღას აღელვებს _ ყველაფერი ხომ უკვე გაკეთებულია?!

15 წლის წინათ, 2003 წლის თებერვალში, იყო კოლინ პაუელის (აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2001-2005 წლებში _ ლ. მ.) ცნობილი სინჯარა. თვით ერაყის სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეებმა აღიარეს, რომ სინჯარა და, შესაბამისად, ერაყში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არსებობა ტყუილი იყო, მაგრამ ეს ვიღას აღელვებს, ყველაფერი ხომ უკვე გაკეთებულია?! ერაყი მიწასთან გაასწორეს, მოკლეს ასიათასობით ადამიანი, შექმნეს ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”, ქვეყანა დანაღმულ ველად გადაიქცა… ყველაფერი რიგზეა.

2017 წელს იყო რადჩენკოვის არანაკლებ ცნობილი სინჯარებიც. ის სინჯარები, რომლებიც, როგორც ახლახან გაირკვა, რადჩენკოვს (ლაპარაკია გრიგორი რადჩენკოვზე _ მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილ ხელმძღვანელზე, რომელიც აშშ-ში გაიქცა და, როგორც დასავლეთის პრესა წერდა, ბევრი რუსი სპორტსმენი დაადანაშაულა დოპინგის გამოყენებაში _ ლ.მ.) არც კი უნახავს და არც არაფერი დაუმტკიცებია, მაგრამ ეს ვის ანაღვლებს, ყველაფერი ხომ უკვე გაკეთებულია?! რუსეთს ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი გუნდითა და დროშით გამოსვლის საშუალება წაართვეს. ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. ყველაფერი რიგზეა.

ცოტა ხნის წინათ იყო დიდ ბრიტანეთში მოწამლული და მომაკვდავი სკრიპალები, რომლებიც უცებ გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ მათთან მიახლოების უფლებასაც კი არავის აძლევენ _ არც მედიასაშუალებებს და, მით უმეტეს, არც რუსეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მაგრამ ისინი (სკრიპალები) ახლა ვისღა აღელვებს?! _ 150 რუსი დიპლომატი უკვე გააძევეს, ხოლო სანქციები “სოლსბერიში განხორციელებული ქიმიური შეტევისა და სხვა ქმედებების გამო” უკვე დაწესებულია.

ეს ასეა, მაგრამ არის დიდი სხვაობა იმას შორის, რაც იყო და რაც არის.

* 1999 წელს ბელარუსმა ექსპერტებმა ვერ იხსნეს სერბეთი _ ეს ქვეყანა გაგლიჯეს და დაანაწევრეს.

* 2003 წელს ვერაფერმა იხსნა ერაყი _ ის დაგლიჯეს და სამოქალაქო ომში ჩაძირეს.

2018 წელს კი რაღაც ისე არ მოხდა, ანუ ფორმალურად ყველაფერი გამოვიდა: მოვიდნენ ავიამზიდები, აფრინდნენ თვითმფრინავები, ისროლეს ახალი და ჭკვიანი რაკეტები. მთავარი თავისუფალი ქვეყნის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი ცრუობს და ყველა რაკეტა მიზანს მოხვდა (მერე რა, რომ რამდენიმე რაკეტა რუსეთის მატყუარა მასმედიას წარუდგინეს?!).

მაგრამ საქმე ის არის, რომ რეალობაში ეს ყველაფერი შეეჯახა მოვლენას, რომელსაც ჰქვია “დღევანდელი რუსეთი” და ეს მოვლენა, როგორც გაირკვა, რადიკალურად ცვლის ყველაფერს.

რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომრუსეთმა არ უპასუხა აშშის შეტევას”, ფაქტია: დასავლეთის მძლავრი რაკეტებითგანადგურებულისირია კვლავაც იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და, ამ საქმეს ბოლომდე რომ მიიყვანს, ეჭვი არავის ეპარება.

მოკლედ, რუსეთმა დასავლეთს დაუბლოკა ერთი შესაძლებლობა, სახელდობრ _ რეალობად ექცია საინფორმაციო სივრცეში მოპოვებული თავისი გამარჯვებები და დაუტოვა მხოლოდ ეს საინფორმაციო სივრცე, სადაც დასავლეთისთვის  ყველაფერი რიგზეა _ მის მიერ მოპოვებულია 100%-იანი გამარჯვება: რუსეთი მხილებულია სიცრუეში; ბოროტება დასჯილია; სიკეთე _ გამარჯვებული; “ფეისბუკიმზად არის ყველანაირ მომსახურებაზე, რუსული პროპაგანდა ვერ აღწევს თავისუფალ სამყაროში მცხოვრებთა თავებამდესხვათა შორის, თუ ვინმეს დაავიწყდა, რუსეთის ეკონომიკა ნაფლეთებად იქცა ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, 4 წლის წინათ.

რუსეთის აგრესია დასავლეთის რეალობიდან გამოდევნით არ დასრულებულა. რუსეთმა თითქმის მოახრჩო დასავლეთის მთავარი დეკლარირებული ფასეულობა _ სიტყვის თავისუფლება. ეს მოხდა იმიტომ, რომ ვითარებაში, როცა რუსეთის (სირიისა და ა.შ.) პოზიციის ციტირების გამო თავისუფალი მედიის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს ოფიციალური გამოძიება “ყალბი ცნობების გავრცელებისა” და “რუსული პროპაგანდის რეტრანსლაციისთვის”. სიმართლის თქმას “თავისუფალი მედიისგან”, ალბათ, ვერც ერთი ვერ გაბედავს. და, როგორც ვხედავთ, ვერც ვერავინ ბედავს. ყველა მთავარი თავისუფალი მედიასაშუალება დისციპლინის დაცვით, ერთხმად გადმოსცემს მათთვის შექმნილ სერტიფიცირებულ სიმართლეს ერთი და იმავე სიტყვებით, ერთნაირი ფორმულირებით.

არავინ იფიქროს, რომ დისციპლინას დაქვემდებარებული სიმართლის გამარჯვებით სვლა მთავრდება სირიის, ჯაშუშის მოწამვლის ან რუსეთთან დაახლოებული თემებით. ქანჩებს უჭერენ წამყვანი ქვეყნების საშინაო თემებსაც, ამიტომ არავინ იცის, ვინ დგას ამერიკაში არეულობების ან გერმანიაში გაუპატიურებების საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციების უკან _ რუსი ტროლები თუ სხვა ვინმე.

და, რაც უფრო შორს წავა დასავლური რეალობა _ საგარეო თუ საშინაო _ მით უფრო მეტ ძალებს გადაისვრიანსიმართლის დასაცავად”, ანუ მოწინავე დემოკრატიის მედიასივრცის იზოლაციისთვის, რათა დაიცვან ადამიანები არასაჭირო ინფორმაციისგან. შიგნით ეს შეიძლება რუსეთზე გამარჯვებად გამოჩნდეს, გარედან კი სნეულებად ჩანს.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი უკვე მიეჩვია დასავლეთის პიარტრიუმფებს. ეს წლების წინათ იძაბებოდა ამ ქვეყნის საზოგადოება, როცა ისმენდა მსოფლიოს ბატონობაზე მეოცნებეთა მუქარებს რუსეთის დასჯის შესახებ. ახლა ეს მუქარები ტესტირებულია რეალობის მიერ და ამიტომ რუსეთი-2018 მშვიდად რეაგირებს მასზე მორიგ “მედიატრიუმფზე”.

ლუკა მაისურაძე

მომზადებულია

Ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here