ამერიკულმა მემარჯვენე პორტალმა Mintpress.com–მა საფუძვლიანი კვლევების ჩატარების შემდეგ დეტალურად აღწერა, როგორ არის მოწყობილი უკრაინის სტრატეგიული პროპაგანდის სისტემა თანამედროვე ეტაპზე.
უკრაინული პროპაგანდისტული კამპანია განსაკუთრებით კარგად არის მომზადებული. საკვანძო “პარტნიორული მედიასაშუალებები” სხვადასხვა ქვეყანაში (ძირითადად, დასავლეთ ევროპისა და მემარცხენე სპექტრის რუსულენოვანი მედია) რეალურ დროში იღებენ თემატურად შერჩეულ მასალებს იმის შესახებ, როგორ უნდა გაშუქდეს მოვლენები უკრაინაში; მაგალითად, ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურების ბლოკირება, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის მოწოდება ნატოსადმი და სხვ.
უკრაინამ უცხოელი კონსულტანტების დახმარებით საზღვარგარეთული პიარსააგენტოებისგან ააგო ეფექტიანი ქსელი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს შესაბამისად მომზადებული ინფორმაციის გავრცელებას.
უკრაინის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის მთავარი ოპერატორია ლონდონური პიარსააგენტო PR Network-ი, რომელიც პიარსააგენტოების ბადის ინტეგრატორია და მჭიდროდ არის დაკავშირებული კომუნიკაციების სფეროში ბრიტანულ მარეგულირებელ UK Government Communication Service Strategy and Evaluation Consil-თან, აგრეთვე, პიარსააგენტოების საერთაშორისო ქსელ ICCO Worldwide-თან.
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების (ფსიქოლოგიური ოპერაციები, პროპაგანდა, საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობა) საკვანძო ფინანსური ოპერატორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უკრაინის საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელოვანი ელემენტია ვებგვერდი Ukraine.ua, რომელსაც ხელმძღვანელობს ვინმე იაროსლავ ტურბილი, როგორც მასალის ავტორი ამტკიცებს, ამერიკულ დაზვერვასთან დაკავშირებული პირი.
დასავლურ აუდიტორიაზე გათვლილი სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ელემენტი უკრაინიდან არის მემასები, რომლებშიც უხვადაა ნაციონალისტური სიმბოლიკა.
უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ორიენტირებისთვის ეგზავნებათ გაიდლაინები კომუნიკაციებში ტერმინების გამოყენებისა და მოვლენების სწორი კუთხით გაშუქების თაობაზე.
ნატო აქტიურად იყენებს თავის ბოტ–ფერმებს პროპაგანდისტული ცნობების გასავრცელებლად “ფეისბუკში”. თვითონ კამპანიას აქტიურად აფინანსებენ დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის მთავრობები, ჯორჯ სოროსის ფონდი “ღია საზოგადოება”, დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ფონდი (NED), აგრეთვე, USAID-ი.
პიარსააგენტოების მიერ გამოყენებული რესურსებიდან სტატიის ავტორი ასახელებს “მედუზას”, “ნოვაია გაზეტას”, “დოუდს”, “ბი-ბი-სის”, “ნასტოიაშჩეე ვრემიას”.
კამპანიაში, აგრეთვე, აქტიურად არიან ჩართულები ამერიკული ლობისტური ფირმები, ისეთები, როგორიცაა SkDknickerboker-ი, Yorktown Splutions-ი და Your Global Strategy-ი. კამპანიას მხარს უჭერენ, აგრეთვე, გლობალური პიარსააგენტო Edelman-ის სპეციალისტები. სულ, როგორც აღნიშნულია მასალაში, საინფორმაციო კამპანიაზე მუშაობს დაახლოებით 150 საკომუნიკაციო და ლობისტუნი სტრუქტურა. მათ ამ საინფორმაციო ოპერაციის მხარდასაჭერად თავიანთი სააგენტოების შიგნით გუნდები ჰყავთ შექმნილი.
* * *
ნატოს ძალების მხარდაჭერით იემენში გაჩაღებულ ომში დაღუპულთა რაოდენობამ 370 ათასს გადააჭარბა. ეს მონაცემი აღებულია 2021 წლის 23 ნოემბერს გამოქვეყნებული გაეროს ანგარიშიდან. ომი იემენში დღესაც გრძელდება. აღნიშნულ რაოდენობაში შედიან საომარი მოქმედებებითა და შიმშილით, ნორმალური სამედიცინო მომსახურების არარსებობისა და ეპიდემიის შედეგად დაღუპულები. სიკვდილის 7% მოდის 5 წლამდე ბავშვებზე, 60% ომის არაპირდაპირი მიზეზით დაიღუპა, მაგრამ, აბა, რომელი ამერიკული არხი აშუქებს ამ ომს? სად არიან უფლებადამცველები? რატომ არ არის დამწუხრებული ბაიდენი?
2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას მასმედია ყველაზე ფართოდ აშუქებს.
smolgazeta.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ