Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ აპირებენ ჩვენი ბავშვების გახრწნას და ქვეყნის გადაგვარებას

როგორ აპირებენ ჩვენი ბავშვების გახრწნას და ქვეყნის გადაგვარებას

1884
როგორ აპირებენ ჩვენი ბავშვების გახრწნას და ქვეყნის გადაგვარებას

იუვენალური იუსტიცია ნელნელა იქცა სისტემად, რომელშიც ჩამოყალიბდა სოციალური ზედამხედველობის ორგანო ოჯახში ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად. .. საბავშვო იუსტიცია დგას რამდენიმე პრინციპზე: პირველი _ ბავშვს აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ზრდასრულს, მაგრამ ბავშვის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე არავინ ლაპარაკობს. ბავშვს შეუძლია მიმართოს ორგანოებს თავისი უფლებების დასაცავად, მათ შორის, პოლიციას ან სასამართლოს, თუ მიიჩნევს, რომ მშობლები მის უფლებებს ლახავენ. ეს ორგანოები კი ვალდებულნი არიან, შეამოწმონ, სათანადოდ თუ ასრულებენ მშობლები თავიანთ მოვალეობებს, თუმცა რას ნიშნავს მოვალეობების სათანადოდ შესრულება, განმარტებული არ არის. იუვენალური სისტემის სოციალური ზედამხედველობის ორგანოს, რომელიც სოციალური სფეროს მუშაკებისა და ფსიქოლოგებისგან შედგება, შეუძლია თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვი მშობლებს ჩამოართვას, სასამართლოში გასაჩივრებას კი რამდენიმე წელი სჭირდება

რამდენიმე წლის წინათ ინტერნეტის წყალობით გაჩნდა სამი ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტის წაკითხვის შესაძლებლობა საერთო სახელწოდებით _ ჰუმანისტური მანიფესტი”. პირველი დოკუმენტი დათარიღებულია 1933 წლით, მეორე _ 1973-ით, მესამე _ 2000-ით. ეს დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ასახსნელად, რადგან გლობალიზმის იდეოლოგიურ პლატფორმას წარმოადგენს.

როგორ აპირებენ ჩვენი ბავშვების გახრწნას და ქვეყნის გადაგვარებას

შემთხვევითი არ არის, რომ საქმეში ჩახედული ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც არის რეიგანის ყოფილი სპიჩრაიტერი (გამოსვლის სიტყვის შემდგენელი _ გ.გ.) შემდეგში კი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის _ პატრიკ ბიუკენენი, ტყუილუბრალოდ არ უწოდებს ჰუმანისტებს შეთქმულებს, რომლებმაც ევროპასა და ამერიკაში დამანგრეველი რევოლუცია მოაწყვეს, ძირი გამოუთხარეს ოჯახის საფუძვლებს და კულტურულ ტრადიციებს. ჰუმანისტური მანიფესტიღმერთისა და მისი მცნებებისადმი რწმენას გაკოტრებულად მიიჩნევს და პრეტენზიას აცხადებს მსოფლმხედველობრივ გადატრიალებაზე. აქედან გამომდინარე, ჰუმანისტებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებაახალი ადამიანისჩამოყალიბებას.

“მანიფესტის” თავში მრავალმნიშვნელოვანი სათაურით “პლანეტური ბილი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ” დიდი ადგილი ეთმობა აღზრდის, განათლებისა და ოჯახის საკითხებს. “მისი განხორციელება ცხოვრებაში რთული საქმე იქნება”, _ მკაცრად აფრთხილებენ ჰუმანისტები. და ეს გასაკვირი არ არის, “ბილის” ბევრი პოსტულატი ხომ პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრადიციულ წარმოდგენებს სიკეთესა და ბოროტებაზე _ რაშიც, საკუთრივ, მდგომარეობს “ახალი ეთიკა”.

ზნეობრივი ორიენტირების შესაცვლელად აუცილებელია, აღიკვეთოს რელიგიური ფასეულობებისა და კულტურული ტრადიციების გადაცემა თაობიდან თაობაზე. ამასთანავე, ეს უნდა გაკეთდეს მკვეთრად და სწრაფად, ვინაიდან ცვლილებების პროცესი ყოველთვის ეჯახება ინერციას, შემდეგ კი ბევრი ადამიანის წინააღმდეგობას. ამას გარდა, ფასეულობები, რომლებიც აქვს .. ერის კულტურულ ბირთვს, ძნელად ექვემდებარება ცვლილებებს. აქ რადიკალური ზომების გატარების გარეშე არაფერი გამოვა. ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი კეთდება მშობლებისგან ბავშვების მოწყვეტაზე.

როგორ აპირებენ ჩვენი ბავშვების გახრწნას და ქვეყნის გადაგვარებას

ახალი მსოფლიოს შემქმნელები ულტიმატუმის ფორმით მოითხოვენ, რომ მშობლებმა თავიანთი რელიგიური წარმოდგენები და მორალური ფასეულობები თავს არ უნდა მოახვიონ შვილებს”. თანამედროვე ჰუმანიზმის იდეოლოგებს ოჯახისა და საზოგადოების ნგრევის მთავარ ხერხად სწორედ ბავშვის უფლებების დაცვის ლიბერალური გაგება აქვთ არჩეული. “ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციაში (1989 წ.) ჩადებულია ლიბერალური იურისპრუდენციის შედარებით ახალი კონცეფცია: ბავშვების სრული ავტონომია, მათი უფლებების გათანაბრება ზრდასრულთა უფლებებთან, თუმცა საჯაროდ ამას არ აღიარებენ. ეს კონცეფციამამებსადაშვილებსშორის ურთიერთობების შეუქცევადი გაწყვეტისა და უფროსი თაობის დემორალიზაციის მაპროვოცირებელია, რათა მან დაკარგოს ნებისყოფა და წინააღმდეგობა ვეღარ გასწიოს. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში შიშის დათესვას და თაობათა შორის მტრული დამოკიდებულების გაღვივებას. პარალელურად ხდება ნებადართულობის, დასაშვების საზღვრების გაფართოება, იცვლება ფასეულობები.

ამასთანავე, გლობალისტების ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ვითომდა არასაკმარისი ბუნებრივი რესურსების გამო. ამ ამოცანას კი საკმაოდ წარმატებით უმკლავდება ახალგაზრდობის კრიმინალიზაცია და ნარკოტიზაცია. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი მიზანი, როგორიცაა ეროვნული სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვა, შემდეგ კი სრული გაუქმება.

ამისათვის “მშვენიერი ახალი მსოფლიოს” შემოქმედნი ცდილობენ, მოაწყონ გადატრიალებები და რევოლუციები, ხელისუფლების სათავეში მოიყვანონ მარიონეტული მთავრობები, რომლებიც გაატარებენ მათთვის საჭირო პოლიტიკას, შესაბამისად, მათ, ვისაც ასეთი პერსპექტივა არ ხიბლავს (დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთები დიდი უმრავლესობაა), საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა იმოძრაონ.

როგორ აპირებენ ჩვენი ბავშვების გახრწნას და ქვეყნის გადაგვარებას

საზოგადოებისა და სახელმწიფოს გადაგვარება

იუვენალური იუსტიციის წინა პლანზე წამოწევით საგანგებოდ არიან დაინტერესებულნი უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთები, როგორიც არის იუნისეფი, იუნესკო, საერთაშორისო განვითარების დიდი ბრიტანეთის დეპარტამენტი (DFID), Human Right Watch-ი, ამერიკული, კანადური და ფრანგული უფლებადამცველი ორგანიზაციები. ისინი არ იშურებენ თანხებს და ბავშვის უფლებების კონვენციის დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცების საბაბით ცდილობენ, პოლიტიკური ზეგავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე. ამ პროცესში მონაწილეობს ერთ-ერთი დახურული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩართული იყო “ფერადი რევოლუციების” ორგანიზებაში ყოფილი დსთ-ის ქვეყნების ტერიტორიაზე.

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამსახურის მხრიდან მასწავლებლებისა და მშობლების წინააღმდეგ ჩივილს შედეგად შეიძლება მოჰყვეს მეამბოხეთა ჯგუფის ჩამოყალიბება. ომბუდსმენები დაკავშირებულნი არიან უფლებადამცველ სტრუქტურებთან. მათ კი, როგორც ცნობილია, ბევრი იმუშავეს “ფერადი რევოლუციების” დროს დსთ-ის ქვეყნებში და დღესაც განაგრძობენ ამას.

მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე დოსიეს შეგროვებით უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. ეს საშუალებას აძლევთ მათ, შექმნან პერსონალური ხასიათის მონაცემთა ბანკი (მათ შორის, სახელმწიფო მოღვაწეებზე, სამხედროებზე, უშიშროების ორგანოების თანამშრომლებზე საიდუმლო თემებზე მომუშავე მეცნიერებზე, რადგან მათი შვილებიც სწავლობენ სკოლაში და შეიძლება იყვნენ ომბუდსმენის ინტერესის ობიექტი). ცხადია, რომ ომბუდსმენთან საჩივლელად, უწინარესად, მივლენ არა პირველკასელები, არამედ მოზარდები.

იუვენალური სამსახურების ჩარევა ოჯახის კერძო ცხოვრებაში და მით უმეტეს ბავშვების წართმევა არამარგინალი მშობლებისთვის გამოიწვევს (უკვე იწვევს!) სოციალური დაძაბულობის გაძლიერებას. გაძლიერდება დაძაბულობა რელიგიურ ნიადაგზეც. მართლმადიდებელი მშობლები აღმოჩნდებიან ტრაგიკული არჩევანის წინაშე. იუვენალური იუსტიცია ბავშვებს წააქეზებს დაარღვიონ მცნება “პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა”, ხოლო მშობლები იუვენალური კანონების მიხედვით ვერ შეძლებენ ბავშვების დაცვას ბოროტებისგან და იძულებულნი იქნებიან, დაარღვიონ ან მცნებები, ან კანონები. ისინი მომხდარში დაადანაშაულებენ (არცთუ უსაფუძვლოდ) სახელმწიფოს და გაერთიანდებიან მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

იუვენალურ სისტემას მიაკუთვნებენ არა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებს, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასაც. ბოლო წლების გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ასეთი ორგანიზაციები მუშაობენ უცხოური ფონდების ფულით და ყველაფერს აკეთებენ, რათა დაანგრიონ ოჯახური ურთიერთობების ტრადიციული საფუძვლები, პროპაგანდას უწევენ უსაფრთხო სექსს, ჰომოსექსუალიზმსა და ნარკომანიას. ამ ორგანიზაციებიდან ბევრი ტოტალიტარული სექტაა, რომელთა გამოვლენაც არც ისე იოლია. ეს ყველაფერი გამოიწვევს ტრადიციული კონფესიების მორწმუნეთა უკმაყოფილებას და განაწყობს მათ ხელისუფლების წინააღმდეგ.

სოდომიტები _ პათოლოგია თუ ნორმა?

მიუხედავად გამოხატული აგრესიულობისა და “წელსქვევითა” თემაზე “ჩაციკლულობისა”, რომლის მეშვეობითაც სოდომიტები უყურებენ სამყაროს, მათ სჩვევიათ, თვალების მინაბვით გულუბრყვილოდ იკითხონ: და რა მოხდება, თუკი ჩვენ მხიარულ გუნდად გავივლით ქუჩაში? გვაქვს უფლება! ჩვენ ხომ არავის ვაიძულებთ მოგვბაძოს _ უბრალოდ, მხოლოდ გვიყურონ”. მოჩვენებით თავმდაბლობას “ბიჭებისა, რომლებმაც თავი წარმოიდგინეს გოგონებად” და “გოგონებისა, რომლებმაც თავი წარმოიდგინეს ბიჭებად”, ემატება კონსტიტუციის მუხლი, რომელიც იცავს მოქალაქეთა უფლებებს, აგრეთვე, “ადამიანის უფლებების კონვენციის” მე-11 მუხლი შეკრების თავისუფლების შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის 21- მუხლში (შეკრების თავისუფლება) ნათქვამია: “1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება

  1. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო”.

“ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციაშიც”, რომლის ციტირებაც ძალიან უყვართ სოდომიტებს, ნათქვამია: “ამ უფლებების განხორციელება არ ექვემდებარება შეზღუდვებს, გარდა იმისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებისთვის, არეულობებისა და დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობისა და ზნეობრიობის დაცვის ან სხვა პირების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად”.

დეფორმირებული იდენტობის მქონე ადამიანების ჯგუფის მიერ გამართული სანახაობა სახიფათოა ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული ვითარებისთვისაც, იმისგან დამოუკიდებლად, როგორ იქნებიან ეს ადამიანები ჩაცმულნი _ “სტრინგებში” ბუმბულებითა და ე.წ. სტრაზებით თუ კლასიკურ კოსტიუმებში. საზოგადოების მიერ არცთუ ჯანმრთელი ადამიანების ქუჩაში გამოსვლის დაშვება საზოგადოებრივ ცნობიერებაში მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება ამ პათოლოგიას იღებს, როგორც ნორმას, და მას პათოლოგიად უკვე აღარ მიიჩნევს, უფრო პირიქით _ ყველა იხრება იქით, რომ ნორმა ჩაითვალოს პათოლოგიად. ყველა საჯარო აქციას, რომელიც თავისი ანომალიურობით ყურადღებას იქცევს, მით უმეტეს დაკავშირებულს ქვენა გრძნობებთან, აქვს არაჯანსაღი ნიადაგი. ცნობილი მეცნიერების, პროფესიონალი სექსოლოგების აზრით, ჰომოსექუალიზმი სოციალურად განპირობებული დაავადებაა, სოციალურად გადამდებია და, რაც მეტია დამახინჯებული ქცევების (მეცნიერულად _ “პერვერსიის”) მაგალითი (ცუდი შეფასებებითაც კი) და მოზარდი თაობა ნახავს მათ ქუჩაში, მით მეტი შანსი ექნებათ მათ, წავიდნენ დამახინჯებული იდენტურობის ჩამოყალიბების გზით, თავგზა აებნეთ თავიანთ თავზე წარმოდგენებში და უკვე ჩამოყალიბებული ჰომოსექსუალებისა და პედოფილებისთვის სასურველ ნადავლად იქცნენ.

დასავლეთი მიესალმება ახალგაზრდების გამრყვნელი პროექტების დაფინანსებას. მანკიერების მეშვეობით ხდება მათი ადეპტების “გაადამიანურება” და ამაზე ყველაზე უკეთ ლაპარაკობენ თვითონ ისინი _ “გეიპრაიდი”, “პრაიდი”, როგორც ეძახიან ისინი თავიანთ პირმშოს, ნიშნავს “ხროვას” (ზოოლოგიურად, ლომების ხროვას, გუნდს). აქ, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. თავიანთი ანტიქრისტიანული, უფლის მგმობელი ხასიათი კი გამოავლინეს გადარჩენის, ხსნის სიმბოლოს _ ცისარტყელას _ უცერემონიოდ მითვისებაში.

* * *

ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს”, _ ბრძანა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here