Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ ათეთრებდნენ შავ ფულს რომის პაპის გარემოცვის წევრები

როგორ ათეთრებდნენ შავ ფულს რომის პაპის გარემოცვის წევრები

ლონდონში მდებარე სასახლისა და ვატიკანის სხვა სკანდალები

948
ვატიკანის ბანკის შენობა

ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებით, ამ მინისახელმწიფოს ჟანდარმერიამ დააპატიმრა ბროკერი ჯანლუიჯი ტორცი, მას ბრალი ედება ფინანსურ და უძრავი ქონების მაქინაციებში, რომლებშიც მონაწილეობდა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს (მთავრობის) ზოგიერთი წევრი.

ჯანლუიჯი ტორცის დაპატიმრების ორდენი გაიცა “ლონდონში უძრავი ქონების შეძენის გახმაურებული ისტორიის გამო, რომელშიც მონაწილეობდა ვატიკანის სახელმწიფო მდივნის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი”. დაკავებულს ადანაშაულებენ გამოძალვაში, დატაცებაში, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში.

გამოცემა La Stampa-ს მტკიცებით, ლონდონში ვატიკანის კუთვნილი სასახლის გაყიდვაში შუამავლის როლის შემსრულებელი ჯანლუიჯი ტორცი დაკავებული იყო გამოძალვით და ცდილობდაწმინდა ტახტისთვის” 15 მილიონი ევრო წაეგლიჯა. ახლა მას 12-წლიანი პატიმრობა ელის. დაკავებული ბროკერი ამჟამად ვატიკანის ჟანდარმერიის ყაზარმაში იმყოფება.

ეს სკანდალი 2019 წელს აგორდა, როცა ოქტომბერში ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს ზოგიერთი ქვედანაყოფიდან და ფინანსური სამსახურიდან ამოიღეს დოკუმენტები. მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორეს რომის კურიის (რომის პაპის სასახლე და მას დამორჩილებული ცენტრალური და სასამართლო დაწესებულებები, რომელთა მეშვეობითაც იმართება რომის კათოლიკური ეკლესია) 5 გავლენიანი მაღალჩინოსანი. მიმდინარე წლის თებერვალში ვატიკანის ხელისუფლებამ დოკუმენტები და საინფორმაციო მოწყობილობები ამოიღო ვატიკანის კიდევ ერთი გავლენიანი უმაღლესი სასულიერო პირისგან _ ალბერტო პერლასკისგან.

“ლონდონში მდებარე სასახლის გარშემო ატეხილი სკანდალი ფართოვდება. გუშინ დააპატიმრეს ტორცი, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია შვეიცარიაში ვატიკანის ანგარიშების გაყინვის შესახებ, _ წერდა 6 ივნისს იტალიური Il Ciornale _ ამ ისტორიამ შეიძლება, შეძრას ვატიკანი… მაგრამ როლები, რომლებსაც თამაშობენ ამ საქმის მონაწილეები, ჯერჯერობით გაურკვეველია”.

აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მსხვილი მიწათმფლობელია, ამასთანავე, აქვს უამრავი კომპანიის აქციები. იტალიელი კარდინალები დაკავებულნი არიან ბირჟაზე სპეკულაციებით, მიწისა და უძრავი ქონების ყიდვაგაყიდვით, გარიგებების დიდი ნაწილი აშშის ბანკების გავლით ხორციელდება.

ვატიკანის ფინანსებს მრავალი წლის განმავლობაში მართავდა ამერიკელი კარდინალი პოლ მარცინკუსი
ვატიკანის ფინანსებს მრავალი წლის განმავლობაში მართავდა ამერიკელი კარდინალი პოლ მარცინკუსი

ვატიკანის ბანკს დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა წარმოშობით ამერიკელი კარდინალი პოლ მარცინკუსი. სადაც ბევრია ფული, იქ სკანდალიც ბევრია, ვატიკანის ფინანსების გარშემო სკანდალი გამუდმებით გორდებოდა, მათგან ყველაზე ხმაურიანმა 1970-იან წლებში იტალია შეძრა, როცა ციხეში ჩასვეს ბანკირი მიკელე სინდონა, მას შემდეგ, რაც ჩაიძირა მისი ბანკიბანკა უნიონე”, რომლის აქციების ნაწილიც ვატიკანს ეკუთვნოდა. ეჭვი მიიტანეს პოლ მარცინკუსზეც, რომ ის მაქინაციებში მონაწილეობდა. პაპმა იოანე პავლე I-მა განკარგულება გასცა სკანდალის გამოძიების შესახებ, მაგრამ მალე უცნაურ გარემოებებში გარდაიცვალა. ინგლისელი ჟურნალისტი დევიდ იალოპი ამტკიცებდა, რომ პაპი მოწამლეს.

მეორე ხმაურიანი სკანდალი დაკავშირებული იყო “ბანკო ამბროზიანოსთან”, იტალიის ერთ-ერთ დიდ ბანკთან, რომელშიც 1,4 მლრდ დოლარის დეფიციტი გაჩნდა. რობერტო კალვი, ბანკის ხელმძღვანელი და პოლ მარცინკუსის მეგობარი, ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ლონდონში, “შავი ბერების” (ასე ჰქვია ინგლისში მოქმედ ერთ-ერთ მასონურ ლოჟას) ხიდის ქვეშ ჩამომხრჩვალი იპოვეს. გაკოტრებული ბანკის ძირითადი აქციონერი იყო ვატიკანი, რომელმაც მილიარდ დოლარამდე გადარიცხა ყალბი კომპანიების ანგარიშებზე.

რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

2009 წელს გამოქვეყნდა ჯანლუიჯი ნუცის წიგნიშპს ვატიკანი”, რომელშიც ახსნილია ვატიკანის ბანკის მიერ შავი ფულის გადარიცხვის სქემები. წიგნში გამოაშკარავებულია საიდუმლო ანგარიშების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ათეთრებდნენ ფულს იტალიელი მაფიოზები, ბიზნესმენები და მაღალი დონის პოლიტიკოსები. შელახული რეპუტაციის აღსადგენად ვატიკანმა იმხანად მიიღო არაკანონიერი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონი.

“წმინდა ტახტს” (ეს წოდება ნამდვილად იმსახურებს ბრჭყალებს) ურტყამენ ვაშინგტონიდანაც. როგორც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან აფილირებული გამოცემა Monday Vatican-ი 2011 წელს წერდა, ფირმა Jeff anderson and Associatesმა ათასობით სარჩელი შეიტანა კათოლიკე მღვდელმთავრების წინააღმდეგ მსოფლიოში. მათ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ფირმამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი რომის პაპ ბენედიქტე XVI-ისა და რომის კათოლიკური ეკლესიის კიდევ 3 უმაღლესი ფუნქციონერის წინააღმდეგ. ფირმის საბრალდებო დოსიე 20 ათას გვერდს მოიცავდა. პაპ ბენედიქტეს მეორედ 2012 წელს შეუტიეს _ ვატიკანის კონფიდენციალური დოკუმენტების მოპარვისთვის დააპატიმრეს პაპის სასახლის მსახური პაოლო გაბრიელე _ ამ სკანდალის უკან იდგა თეთრი სახლის ინფორმაციისა და რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელი კას სანსტეინი _ ბარაკ ობამას მთავარი იურიდიული მრჩეველი. სანსტეინს ეკუთვნის ფრაზაარაბული გაზაფხულის შემდეგ ჩვენ ვატიკანის გაზაფხული გვექნება”.

ამბობდნენ, რომ პაპ ბენედიქტე XVI-ზე თავდასხმის მიზეზი იყო მისი მხარდაჭერა ბრიჩსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) ქვეყნებისადმი მსოფლიო ფინანსური სისტემის რეორგანიზაციისა და საკუთარი საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნის თაობაზე. 2013 წელს ბენედიქტე XVI იძულებული შეიქნა, ტახტზე უარი ეთქვა. სწორედ მაშინ გაიხსენეს იოანე პავლე I, რომელმაც 1978 წელს ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო ვატიკანის საფინანსო სტრუქტურის რეფორმირება, მაგრამ პონტიფიკოსობის დაწყებიდან 33-ე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.

2013 წელს რომის პაპის ტახტი ფრანცისკემ (არგენტინელი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო) დაიკავა და მან პირობა დადო, რომ გაწმენდდა ვატიკანის ფინანსების ავგიას თავლას. თავის ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში ფრანცისკემ კათოლიკე მღვდელმსახურები სიხარბესა და პირფერობაში დაადანაშაულა. არც ერთ პონტიფიკოსს არ წარმოუთქვამს ასეთი მწვავე საბრალდებო სიტყვა. მიუხედავად ამისა, ვატიკანის გარშემო ხმაურიანი სკანდალები არ წყდება და არც შეწყდება: მომაკვდინებელ ცოდვებში ჩაძირული პაპის კურია ყოველთვის იქნება ეკლესიის მტრების სამიზნეში.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here