Home რუბრიკები პოლიტიკა როგორი იყო 2021 წელი?

როგორი იყო 2021 წელი?

283
თამარ კიკნაძე

2021 წელს პანდემიამ ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა, ასევე იმსხვერპლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც და პოლიტიკაცორჯერ ჩატარებულმა თვითმმართველობის არჩევნებმა და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ დააბნია ხელისუფლება, დააბნია ისე, რომ სხვა სალაპარაკო თემა და საკეთებელი საქმე აღარ აქვთ. როგორი იყო 2021 წელიწადი, რა იყო კარგი და რა ცუდი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგიიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე დაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრებიან.

“2021 წელს საზოგადეობამ დაიჭირა ჭკვიანური პოზიცია და ნაციონალების ანკესს არ წამოეგო. ყველა მიხვდა, რომ მორიგი არეულობა და ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება კატასტროფა იქნებოდა

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ 2021 წელი მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და კატაკლიზმები განვითარდა. დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობდა, “წყალი აემღვრია”, ამით ესარგებლა და ძალისმიერი გზით დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში.

2021 წელს ქართველი ხალხის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ სწორედ საზოგადოებამ დაიჭირა ჭკვიანური პოზიცია და ნაციონალების ანკესს არ წამოეგო. ყველა მიხვდა, რომ მორიგი არეულობა და ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება კატასტროფა იქნებოდა. ხალხს მწარედ ახსოვს ის ცხრა წელიწადი, რომლებიც ნაციონალების მმართველობის პერიოდში გავიარეთ, მადლობა ამისთვის ჩვენს ხალხს!

ამ წელიწადს არ შეცვლილა ის, რომ ნაციონალები, რომლებიც მთელი ქვეყნის არევას აპირებდნენ და, ალბათ, ისევ დააპირებენ, ყველას ინტერესს ითვალისწინებენ, გარდა საკუთარი ქვეყნისა. 2021 სელს შევიტყვეთ, რომ ნაცებს აზერბაიჯანისათვის გადაუციათ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი და დოკუმენტურადაც გაუფორმებიათ…

2021 წელს დაიწყო და, ალბათ, გარძელდება სააკაშვილის სასამართლო პროცესი. ცუდია, რომ მისი სასამართლო პროცესები ამ ეტაპზე მხოლოდ “პიჯაკების” საქმეს განიხილავს. ცდილობენ, მისი დანაშაულები გაამარტივონ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილს უფრო მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე დღეს არის წარმოჩენილი. მთავარია, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს წაუყენონ ბრალი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში სჩადიოდა.

ცუდია, რომ წელს საუბარი დაიწყეს დამნაშავე ძალასთან შერიგებაზე და, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მედიატორი უნდა იყოს დაპირისპირების დროს, ამ შემთხვევაში შერიგებაზე საუბარი წარმოუდგენელია, რადგან შერიგების ერთი ობიექტი კრიმინალია. ამ წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დასმოდა ნაციონალების თემას და შესაბამისად პოლიტიკურად შეფასებულიყო მათი “მოღვაწეობა”.

საზოგადოდ, ძალიან მძიმე იყო 2021 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უამრავი ადამიანი დავკარგეთ პანდემიის გამო…

_ ეს რაც შეეხება შიდა პოლიტიკასრას იტყვით, საგარეო პოლიტიკაზე?

_ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, უმთავრესია ის, რომ 2021 წელმა ჩვენი ქვეყნისთვის კატაკლიზმების გარეშე ჩაიარა, რადგან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების გამო გარე ძალების წარმომადგენლებიც კი შეშფოთბული იყვნენ, ცოტა განაწყენებულიც კი…

2021 წელი მძიმე იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, რადგან ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება მიმდინარეობს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაირკვევა, როგორ გადანაწილდება მსოფლიოში ყველაფერი. საერთაშორისო სისტემა ანარქიულია, მაგრამ წესები მაინც მოქმედებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წესების ფორმირება და ჩამოყალიბება სწორად მოხდეს; ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესები ჩვენზე ცუდად არ აისახოს.

მსოფლიო ხედავს დაპირისპირებას ჩინეთსა და ამერიკას შორის, ასევე, დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამიტომ მთელი წელიწადი ეს დაპირისპირება გასდევდა ლეიტმოტივად სამყაროს. ასეთი დაპირისპირებები მოქმედებს ყველა ქვეყანაზე და განსაკუთრებით, საქართველოზე. ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია იმაზე, როგორ და რაზე შეთანხმდებიან დიდი ქვეყნები

წელს კარგი იყო ის, რომ ე.წ. ლოკდაუნები არ დაწესდა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა ონლაინსწავლების ნეგატიურ პროცესს. ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია ახალგაზრდებისთვის, რადგან სოციალიზაცია, ურთიერთობები მნიშვნელოვანია, ამის გარეშე ადამიანი ვერ ყალიბდება და, როცა ეს არ არის, უარყოფითად მოქმედებს მომავალ თაობებზე.

2021 წელი იყო ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული წელიწადი. ჩვენ მივეჩვიეთ უკეთესის მოლოდინში ყოფნას, რაც არ არის ცუდი, მაგრამ პროცესები ისე არ ვითარდება, როგორც გვინდა. მძიმე იყო და არის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, მაგრამ მსოფლიოში ასეა.

საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკა ძალიან არის გადაბმული ერთმანეთზე და მინდა, ვისურვო, რომ ისეთი გარღვევები მოხდეს ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით მსოფლიო წესრიგში, რომ შეგვეძლოს ქართველებს ისეთი ვექტორისა და მრავალპოლარული პოლიტიკის არჩევა, რომელიც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, განათლების სფეროების განვითარებას შეუწყობს ხელს.

“2021-მა უკანასკნელი იმედიც გაგვიქრო პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურადაცსაქართველომ ვერ გამოიყენა ვერც ერთი შანსი, რომლებიც ჰქონდა

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ 2021 მორიგი რეგრესული წელიწადი იყო, თუმცა პროგრესული წელიწადი არც გვქონია ბოლო 30 წლის განმავლობაში. 2021-მა უკანასკნელი იმედიც გაგვიქრო პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურადაც… საქართველომ ვერ გამოიყენა ვერც ერთი შანსი, რომლებიც ჰქონდა. შანსი კი პოლიტიკის გადაწყობისა ნამდვილად იყო.

ულტრამემარჯვენეების ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ამ ხელისუფლებამ და დიდი სიამოვნებით ჩაიბარა კიდეც, არ შეცვლილა, მათ განაგრძესბენდუქიძიზმი” _ ის ეკონომიკური პოლიტიკა ველური კაპიტალიზმისა, რომელიც ბენდუქიძემ დაამკვიდრა, ისევ გრძელდება. ქვეყანას არ აქვს არანაირი წარმოების შექმნის გეგმა და, საერთოდ, არ აქვს განვითარების გეგმა. ბენდუქიძე მომხრე იყო მხოლოდ გაყიდვის და დღესაც ასეა _ ბენდუქიძის გარეშე გაგრძელდა მისი იდეა.

სახელმწიფომ არ ჩადო ინვესტიციები კადრების მომზადებაში, მომზადებული პერსონალის შესაბამისი პროფილის საწარმოების შექმნაში _ ეს არ გააკეთეს, თავში აზრადაც არ გაუვლიათ. არ დაიცვეს ბაზარი. სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტის წარმოება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ის, რომ უცხოეთიდან შემოიტანონ. ამ კუთხით 2021 წელს საბოლოოდ დასამარდა ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვა. არადა, უწინარესად, ეს იყო გასაკეთებელი, რადგან კოვიდპანდემიამ ძალიან კარგი შანსი მისცა ქვეყნებს, დაეცვათ თავიანთი ბაზრები. ქვეყნებისა და ხალხებისთვის, ჯანმრთელობის შემდეგ, მნიშვნელოვანია ეკონომიკა, ამიტომ ბევრმა ქვეყანამ პანდემია სათავისოდ გამოიყენა _ დაიცვა შიდა ბაზრები.

1999 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან საქართველოს შეერთება დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ, მაგრამ დღეს ეს ორგანიზაცია ძალიან დასუსტდა და ფუნქციაც დაკარგა. სახელმწიფოები დღეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციებით.

გლობალისტური პოლიტიკა არ გამქრალა, ახლა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს გლობალისტურ პოლიტიკას სულ სხვა კუთხით. მოკლედ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დასუსტდა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გაძლიერდა. ამით ბევრმა ქვეყანამ ისარგებლა, სახელმწიფოებმა წააგეს, მაგრამ რაღაცით კომპენსაცია მაინც შეძლეს. საქართველოს გარდა, გამოსავალი ყველამ ნახა. საქართველოს მთავრობა ილუზიებშია, როდესაც ეკონომიკის ზრდაზე საუბრობს. გაზეთმა “საქართველო და მსოფლიომ” ამ ფაქტზე ძალიან კარგი წერილი დაბეჭდა სათაურით _ “შეკითხვები ბიძინა ივანიშვილს”, რომელშიც ზუსტად იყო აქცენტები დასმული.

ჩვენი ქვეყნის ექიმები გამუდმებით ახალ შტამებზე საუბრობენ, ყოველ თვეში ახალახალი დაავადებები ჩნდება, მაგრამ სახელმწიფოს არ უზრუნია საზღვრის დაცვაზე. თბილისი სავსეა ტურისტებით. ჯოხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ტყდება მუდმივად, განსაკუთრებით არავაქცინირებულებზე. არადა, დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა საზღვრის დაცვა, რასაც არ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ესეც იყო 2021 წელს პრობლემა.

აღარ მინდა იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნები ძლივს ჩატარდა, რომ მიშა ჩამოვიდა, რადგან ლაპარაკს, ამ შემთხვევაში, აზრი არ აქვს…

2021 წელი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი სამი ათეული წელი, პოპულიზმის წელი გახლდათ, არაფრით განსხვავდებოდა სხვა წლებისგან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომქართულ ოცნებასდასავლეთთან გაუფუჭდა ურთიერთობა. ხალხი .. პატრიოტულ თემებზე გააგიჟეს, აღაფრთოვანეს და ამ გაგიჟებულ ხალხს 5 ივლისს სასწაულები ჩაადენინეს, მერეგაყიდესდა დააპატიმრეს ეს გაგიჟებული ხალხი, რაზეც დღეს ერთი ამბავია ატეხილი

ხელისუფლების მხრიდან გამუდმებით სააკაშვილზე საუბარი ემსახურება ერთ რამეს _ სტრესში ამყოფოს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა, რათა შიშის ფონზე იპარაზიტოს, შემდეგ არჩევნებამდე მივიდეს და გაიმარჯვოს. ის, რაც ხდებოდა 2021 წლის განმავლობაში, ემსახურებოდა ხელისუფლების ინტერესებს. სააკაშვილმა “ოცნებას” პროპაგანდისტული სამუშაოები გაუადვილა.

წელს დიდი შანსი იყო, შექმნილიყო ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხალხის სოციალურ პრობლემებზე, ნამდვილ სუვერენიტეტზე იქნებოდა ორიენტირებული, მაგრამ ასე არ მოხდა, ჩაფლავდა. მართალია, ახლა რომ მკითხოთ, ვის ვგულისხმობ ამაში, გიპასუხებთ, რომ არავის. სამწუხაროდ, როდესაც პარტია იქმნება, ის უკვე ხელისუფლებასთან და ძალოვან სტრუქტურებთან არის გარიგებული. ჩნდება ფინანსები _ ჩნდება პარტიებიც… საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ეს მათხოვარი ქვეყანა არაფრის გამკეთებელი არ არის. ამ ქვეყნის ხელისუფლების ქმედებები გულისამრევია.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here