„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ წარმომადგენლის ილია ლეჟავას ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.
როგორც „საქართველო და მსოფლიო-ს“ „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ განუცხადა აფეთქების შედეგად დაშვებულია სამი მუშა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა.
მისივე ინფორმაციით, მუშები გვირაბში მოსალდნელი აფეთქების შესახებ ინფრომირებულები არ იყვნენ.
„გვირაბში ერთ მხარეს მოხდა აფეთება ისე, რომ გვირაბში მეორე მხარეს მყოფი მუშები ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. დაშავებულია სამი ადამიანი. ერთ-ერთი დაშვებული დ.მ-ს მდგომარება მძიმეა ის დამსაქმებელმა კომპანიამ თვითონ გადაიყვანა საავადმყოფოში,თუმცა რომელში ჩვენთვის უცნობია, ხოლო დანარჩენი ორი დაშვებული ამ წუთებში ხაშურის საავადმყოფოში გადაჰყავთ, ერთ-ერთ მათგანს კიდურების მოტეხილობა აღენიშნება“,- განაცხადა ლეჟვამ.
მისივე ინფორმაციით, მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას და ხელფასების დანაკლისის საკითხს აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ხელფასების დანაკლისთან დაკავშირებით და შეთანხმება მოხდა რის შედეგადაც 19 იანვარს მუშებმა განაახლეს მუშაობა. შრომის პირობების ნაწილში პროფკავშირმა შეთნხმებას მიაღწია და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს, თუმცა უსაფრთხოების ნაწილში კი შრომითი ინსპექციის რეკომენდაციებს და დასკვნებს ველოდებოდით. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ფაქტი მოხდა უკვე“, – აღნიშნა მან.
როგორც “საქართველო და მსოფლიოს” შინაგან საქმეთა სამინსტროს პრესამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო,რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ახორციელებს. რამდენიმე თვის წინ სარკინიგზო გვირაბის ფრაგმენტის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.
ეს დაუდევრობა ხელმძღვანელობის ბრალია, 100- მეტრის მანძილზე შეერთებამდე რაციებით უნდა უნდა აფრთხილებდნენ ერთმანეთს აფეთგების დროს. ასე ვმუშაობთ ჩვენ….