Home სხვადასხვა დაიჯესტი რიჩმონდში კოლუმბის ძეგლი ტბაში გადააგდეს

რიჩმონდში კოლუმბის ძეგლი ტბაში გადააგდეს

753
რიჩმონდში კოლუმბის ძეგლი ტბაში გადააგდეს

ქალაქ რიჩმონდში (ვირჯინიის შტატი) საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფმა ჩამოაგდო ქალაქის ერთერთ პარკში აღმართული ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი და ტბაში გადააგდო, _ იუწყება ადგილობრივი ტელეარხი WPIC.

აქციის მონაწილეებმა ქანდაკება თოკების დახმარებით ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან, შემდეგ ტბის ნაპირთან მიათრიეს და წყალში გადააგდო.

უფრო ადრე, 5 ივნისს, ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტემმა განკარგულება გასცა სხვა ქანდაკების აღების შესახებ, რომელიც საპროტესტო აქციაზე გამოსულთა აღშფოთებას იწვევდა _ ეს იყო კონფედერაციის არმიის სამხრეთის შტატების სარდლის, გენერალ რობერტ ლის ქანდაკება.

დემოკრატიული პარტიის წევრმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ “ჩვენს დროში არ შეიძლება, პატივისცემით იყო განმსჭვალული სისტემის მიმართ, რომელიც ეფუძნებოდა დამონებული ადამიანების ყიდვა-გაყიდვას”, მაგრამ 8 ივნისს სასამართლომ გააბათილა გუბერნატორის ბრძანება და ძეგლი ჯერჯერობით თავის ადგილზე დგას, თუმცა ქანდაკება შეურაცხმყოფელი წარწერებით შეამკეს. არ დაინდეს სამხრეთელთა კიდევ ერთი გენერლის, თომას ჯექსონისა, და ამერიკის კონფედერაციული შტატების ერთადერთი პრეზიდენტის, ჯეფერსონ დევისის, ქანდაკებები.

10 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატეგორიულად უარყო წინადადება იმ ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის სახელების შეცვლის თაობაზე, რომლებსაც ეს სახელები კონფედერანტების მხედართმთავრების პატივსაცემად დაარქვეს.

“ჩემი ადმინისტრაცია არც კი განიხილავს ამ ლეგენდარული სამხედრო ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის საკითხს. მსოფლიოში ყველაზე დიადი ქვეყნის ისტორიას არავის დავამახინჯებინებ! პატივი ეცით ჩვენს არმიას!” _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სამხრეთ შტატების კონფედერაცია 1861 წელს გამოცხადდა, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია. ითვლება, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ძირითადი უთანხმოება იყო მონობის ინსტიტუტის არსებობა ქვეყანაში. სინამდვილეში კი მონების გათავისუფლების იდეა აშშ-ის პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს ომის დაწყების შემდეგ შესთავაზეს და ის დათანხმდა, ეს ლოზუნგი გამოეყენებინა სამხრეთის ეკონომიკის დასანგრევად. ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის კონფედერაციული შტატების სიმბოლიკა ამჟამად აშშ-ში განიხილება, როგორც რასისტული.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here